Imedi /  22 ნოემბერი 2019, 08:40 / სანდო წყარო

„იმედის“ გადამღები ჯგუფი ზემო ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხეს

იმედი

ზემო ფონიჭალა

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი, რომელსაც ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ, წუხელ პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. სამართალდამცველებმა ვარლამ წიკლაურისა და კახა როინიშვილისგან მომხდარის დეტალები პირადად მოისმინეს.

მათთან ერთად გამოიკითხნენ გადაცემა „იმედის კვირის“ ჟურნალისტები - ელენე ცინცაძე და თაკო მერაბიშვილიც, რომლებიც ზემო ფონიჭალაში თავდასხმის უშუალო თვითმხილველები არიან. 

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2026, 15:16

საზოგადოება

ვეტერინარული სასტუმროები იდენტიფიცირებულ და რეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურებიან

ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებთან.

09 ივლისი 2026, 15:06

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი.

09 ივლისი 2026, 15:06

რეგიონი

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 30-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა სპეციალური გადამზადების კურსი.

09 ივლისი 2026, 15:04

მსოფლიო

ირანული მედია: ამერიკელების მიერ გასროლილი ერთ-ერთ ჭურვი ბუშერის ბირთვულ ელექტროსადგურთან დაეცა

აშშ-ის მიერ ირანის მიმართულებით გასროლილი ერთ-ერთი ჭურვი ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაეცა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 14:52

კულტურა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო. „დღეს ქართული კინოს შესახებ გამოცემული მეოთხე წიგნის წარდგენას ვესწრებით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს გამოცემები ერთ სივრცეში აერთიანებს ქართული კინოს ისტორიას, საარქივო მასალებსა და კინომცოდნეთა კვლევებს. ფაქტობრივად, ეს არის უნიკალური ნაშრომი, რომელიც მომავალ თაობებს ქართული კინოს შესახებ მრავალმხრივ და სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის. სასიხარულოა ისიც, რომ ამ სერიის მეხუთე წიგნზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

გიორგი ვოლსკი

09 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ დამოუკიდებელ რეფორმატორთა ჯგუფზე: როგორც არ უნდა გადასხდნენ, სტრუქტურა, კონფიგურაცია შეიცვალონ, არსი, შინაარსი არ იცვლება

„იგავ-არაკივით არის, როგორც არ უნდა გადასხდნენ, სტრუქტურა, კონფიგურაცია შეიცვალონ, არსი, შინაარსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და უამრავი ასეთი ფრთიანი ფრაზა შეიძლება მოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით, ვიქნებით რაღაც რეფორმების საბჭო, ისეთივე, როგორიც უკრაინაში იყო, რომელსაც სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. რა საკვირველია, არც თავის ქვეყანას დააკლო არასდროს ნეგატიური გავლენები",- განაცხადა ვოლსკიმ.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

09 ივლისი 2026, 14:37

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც სომხეთი აზერბაიჯანის მიმართ არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს კონსტიტუციიდან ამოიღებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც სომხეთი კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს ამოიღებს.

09 ივლისი 2026, 14:35

საზოგადოება

შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 14:29

რეგიონი

ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ვახტანგ ცინცაძე

09 ივლისი 2026, 14:26

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას

„ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

09 ივლისი 2026, 14:22

სამართალი

გოგა ხაინდრავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის ოპერატორი მიხეილ მარტაშვილი იმყოფებოდა

გოგა ხაინდრავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის ოპერატორი მიხეილ მარტაშვილი იმყოფებოდა

09 ივლისი 2026, 14:21

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე კახაბერ მიქაუტაძე საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე კახაბერ მიქაუტაძის საქმე განიხილა. სასამართლომ მიქაუტაძე საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

გიორგი ბარდაველიძე

09 ივლისი 2026, 14:21

სამართალი

გიორგი ბარდაველიძე გიორგი კვარაცხელიას საქმეზე: დღეს ოჯახი არის გახარებული. საგამოძიებო უწყებებმა და პროკურატურამ დადეს შედეგი, რისთვისაც ოჯახის სახელით ვუხდი მადლობას. ძალიან რთული იყო 10 წლის შემოდებულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება

შურისძიების მოტივით ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული. ორივე პიროვნება, რომელმაც გასროლა განახორციელა გიორგი კვარაცხელიას მიმართ, განზრახ მოქმედებდა, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის აღრეულობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას, რომ პარტიის პოლიტიკამ საქართველოში სრული კრახი განიცადა

„ის აღრეულობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის პოლიტიკამ საქართველოში სრული კრახი განიცადა. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებენ. პარტია კანონმდებლობითა გათვალისწინებული წესით ვეღარ მუშაობს“, - მიიჩნევს ქადაგიშვილი.

09 ივლისი 2026, 14:12

სამართალი

მოკლული გიორგი კვარაცხელიას დედა ინგა მახარაძე საქმის გახსნაზე: მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოჯახი დიდი ხანია ამას ველოდებოდით

„მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოჯახი დიდი ხანია ამას ველოდებოდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვარაცხელიას დედა ინგა მახარაძემ 2015 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით.

09 ივლისი 2026, 14:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობიდან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანას, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს.

09 ივლისი 2026, 14:04

მსოფლიო

Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის ემზადება, მიუხედავად ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს უარყოფს ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კახა კალაძე

09 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს საკუთარი საქმე, მათ შორის სამშენებლო მიმართულებით.

09 ივლისი 2026, 13:35

სამართალი

მოქალაქე კახაბერ ფოჩხუა შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა

მოქალაქე კახაბერ ფოჩხუა შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა.

კახა კალაძე

09 ივლისი 2026, 13:27

საზოგადოება

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს - დახმარება ექნება, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესახებ შეკითხვაზე პასუხად.