imedi /  07 იანვარი 2020, 10:18 / სანდო წყარო

შსს-ს თანამშრომელი თბილისში, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ფაქტზე დააკავეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შს სამინისტრომ 2019 წლის 3 იანვარს დაიწყო გამოძიება 2 იანვარს ქ. თბილისში ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1’ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

„2020 წლის 4 იანვარს, მიმდინარე გამოძიების ეტაპზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.( თავისუფლების უკანონო აღკვეთა)

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცედა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ.

ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა.
ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს"- აცხადებენენ პროკურატურაში.

2020 წლის 6 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზ.ფ-ს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2020 წლის 6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

„დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117 - ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ"- აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ყველა სიახლე

27 მაისი 2026, 17:04

პოლიტიკა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მარია ზახაროვა

27 მაისი 2026, 16:56

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებას განაგრძობს, რუსეთი გაზის შესახებ შეთანხმებას შეაჩერებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ სომხეთი ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს, მოსკოვი ერევანთან გაფორმებული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებას შეაჩერებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი და იურაი ბლანარი

27 მაისი 2026, 16:44

პოლიტიკა

იურაი ბლანარი ბოჭორიშვილს: თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

დავით ჩიხელიძე

27 მაისი 2026, 16:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: „ნაცები“ ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც ძალადობსო - განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც და ისინიც, ვინც „ქართული ოცნების“ დროს უფლებამოსილებას გადაამეტა

"ნაცები" ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც - რა განსხვავებააო? განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ისინიც, ვინც "ქართული ოცნების" დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

27 მაისი 2026, 16:34

მსოფლიო

Business Insider: დასავლური კომპანიები რიგში დგებიან, რათა საკუთარი იარაღი უკრაინაში გამოსცადონ

სულ უფრო მეტი დასავლური კომპანია ცდილობს საკუთარი იარაღი და სამხედრო ტექნოლოგიები უკრაინაში გამოცადოს. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

27 მაისი 2026, 16:31

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ვიზიტორებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჩინელი მოგზაურები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ავთენტიკურ გამოცდილებაზე, საქართველო კი სწორედ ის ადგილია, სადაც შეუძლიათ, იპოვონ ეს გამოცდილება - გასტრონომიის, უძველესი კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის თვალსაზრისით.

27 მაისი 2026, 16:29

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს

საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

27 მაისი 2026, 16:27

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IMF-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორთან, ჰოლგერ ფლორკემეიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

27 მაისი 2026, 16:22

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

27 მაისი 2026, 16:13

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს

ზაზა ლომინაძე

27 მაისი 2026, 16:07

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი

დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

27 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „მიიღეთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისათვის, ასევე მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისათვის“

ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანგელა მერკელი

27 მაისი 2026, 15:48

მსოფლიო

ანგელა მერკელი: 10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება

„10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება - თანაც ისე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა მერკელმა.

27 მაისი 2026, 15:47

პოლიტიკა

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. საერთაშორისო სამართლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა კვლავაც რჩება ჩვენს საუკეთესო ორიენტირად ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მომავალ წლებში კონსტრუქციულად განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

27 მაისი 2026, 15:45

მსოფლიო

Euronews: ტოქსიკური შეტყობინებები ინტერნეტში ევროპაში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული და ადამიანებს მათი სამიზნე პოლიტიკური შეხედულებების, რასისა და იდენტობის ნიშნით ხდებიან

Eurostat-ისა და ონლაინ სიძულვილის ევროპული ობსერვატორიის უახლესი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ინტერნეტში მტრულ და დამამცირებელ კონტენტს წააწყდა. ტოქსიკურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ირლანდიაში, უნგრეთში, ფინეთსა და სლოვაკეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მშვიდი გარემო ლატვიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და ლიეტუვაში.

მარიამ ლაშხი

27 მაისი 2026, 15:38

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა

სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვების დაპურებად“, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

27 მაისი 2026, 15:27

სამართალი

პროკურატურამ გორში მომხდარი პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 მაისი 2026, 15:24

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

27 მაისი 2026, 15:12

პოლიტიკა

„გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია: ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო

ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ (სხვებს ატყუებენ ხოლმე ძირითადად), რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობა კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო, - ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია ოპოზიციის აქციას.

პედრო სანჩესი

27 მაისი 2026, 15:01

მსოფლიო

Reuters: ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ რეიდი ჩაატარა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტიის“ სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.