imedi /  08 აგვისტო 2017, 23:31 / სანდო წყარო

ხანძარი მთაწმინდაზე. LIVE

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. შს სამინისტროს განცხადებით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. 

 

 

ცოტა ხნის წინ მთაწმინდის პარკიდან, „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

მთაწმინდაზე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელიც სიტუაციას ადგილზე ეცნობა. მასთან ერთად არიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დეპუტატები.

კომენტარები ()