imedi /  27 სექტემბერი 2017, 18:37 / სანდო წყარო

შს მინისტრი ომბუდსმენის სამსახურს აკრიტიკებს

გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ომბუდსმენი სამართალდამცველების მიერ პატიმრის წამების შესახებ წერს.

მღებრიშვილის თქმით, სახალხო დამცველმა გავრცელებამდე ასეთი ინფორმაცია შსს-ში უნდა გადაამოწმოს. მინისტრის თქმით, ნანუაშვილს უწყებისთვის რომ მიემართა ამომწურავ პასუხს მიიღებდა.

"ბრალდებულისგან ასეთი ჩვენებები არ მიკვირს და ეს არც პირველი და არც ბოლო არ იქნება. უბრალოდ ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება, რადგან მას ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება შეეძლო. არ მინდა ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად” გადაიქცეს. ყველა საკითხთან მიმართებაში ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალეები, ობიექტურები და ტრანსფარანტულები. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილეა საჭირო, როცა პოლიციელებთან მიმართებაში ვაკეთებთ განცხადებას", - თქვა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს ცნობით, შპს „ალფაზე“ თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც სახალხო დამცველს მიმართა. 

"27 სექტემბერს შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა დაკავებულის ადვოკატმა. ვინაიდან აღნიშნული განცხადება და ასევე, 26 სექტემბერს ცხელ ხაზზე გაკეთებული შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა", - წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებული პირი, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით აწამეს. დახმარების თხოვნით დაზარალებულმა ბრალდებულმა ს.მ-მ ომბუდსმენს მიმართა. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ეფექტიანად აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მწვანე კონცხზე სასტუმროს აშენება სურთ

15 ოქტომბერი 2018, 12:41

ეკონომიკა

მწვანე კონცხზე ორი ცათამბჯენის მშენებლობაზე კითხვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც აქვს

მწვანე კონცხზე ორი 27-სართულიანი ცათამბჯენის შესაძლო მშენებლობის შესახებ, რომლის გამოც ტერიტორიას რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა, შეკითხვები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძესაც აქვს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია.

15 ოქტომბერი 2018, 12:37

ვიდეო

2019 წლის გაზაფხულზე ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდება

არიანა გრანდე
პიტ დევიდსონი

15 ოქტომბერი 2018, 12:33

ტაბლოიდი

არიანა გრანდე საქმროს დაშორდა

24 წლის მომღერალი არიანა გრანდე და მისი საქმრო პიტ დევიდსონი დაშროდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი გრანდესთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როდ სტიუარტი

15 ოქტომბერი 2018, 12:31

კულტურა

როდ სტიუარტს კიბო აღმოაჩნდა

სერ როდერიკ დევიდ სტიუარტი ინგლისური და შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი როკ-მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასევე ბრიტანეთის იმპერიის კავალერია. იგი არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელი, მსოფლიოში გაყიდული 100 მილიონი ჩანაწერით.

15 ოქტომბერი 2018, 12:26

ვიდეო

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

15 ოქტომბერი 2018, 12:20

ვიდეო

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს

მოხუცი

15 ოქტომბერი 2018, 12:19

ტაბლოიდი

ჰოლოკოსტისას გადარჩენილთა სილამაზის კონკურსში 93 წლის ქალმა გაიმარჯვა

ისრაელში ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ქალების სილამაზის კონკურსი გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული 93 წლის ტოვა რინგერი გახდა. პოლონეთში დაბადებულმა ტოვა რინგერმა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მშობლები, 4 და და ბებია დაკარგა.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმე

15 ოქტომბერი 2018, 12:19

საქართველო

უმრავლესობა მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს

დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ვერ ენდობა და საჭიროა, რომ შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ გასცეს. სოფიო კილაძის თქმით კი უნდა გაირკვეს ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული.

წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი

15 ოქტომბერი 2018, 12:10

ძალოვნები

პანკისის ხეობაში მეტყევეებმა წითელ ნუსხაში შეყვანილი არჩვი მოკლეს

პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით, მოქალაქეები გააჩერეს.

15 ოქტომბერი 2018, 12:09

ვიდეო

გავრცელებულ აუდიოჩანაწერს მმართველი გუნდისა და უმცირესობის წევრები აფასებენ

15 ოქტომბერი 2018, 12:07

ვიდეო

„რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული

მეგან მარკლი
პრინცი ჰარი

15 ოქტომბერი 2018, 12:01

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ორსულადაა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი პრინცი ჰარისგან ბავშვს ელოდება. ამის შესახებ ოფიციალურად კენსინგტონის სასახლემ განაცხადა. ინფორმაცია წყვილის ავსტრალიური ტურნეს დაწყების წინ გავრცელდა.

საიდუმლო შესყიდვები

15 ოქტომბერი 2018, 11:59

საქართველო

ნდობის ჯგუფი 2019 წლის საიდუმლო შესყიდვებზე მსჯელობს

როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილი სხდომის დაწყებამდე თქვა, შეხვედრაზე იმ ძალოვან მინისტრებს მოუსმენენ, რომელთა უწყებებმაც შემდეგ წელს საიდუმლო შესყიდვები უნდა განახორციელონ. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული.

ტირილი

15 ოქტომბერი 2018, 11:57

ტექნოლოგიები

იაპონიაში სკოლებსა და დაწესებულებებში „ტირილის გაკვეთილებს“ ატარებენ

ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი უკვე ხუთი წელია ტირილის სპეციალურ გაკვეთილებსაც კი ატარებს. ამ გაკვეთილებზე მოსწავლეებს ასწავლიან, ტირილისა და ცრემლების მეშვეობით როგორ მოიხსნან დაძაბულობა და სტრესი.

ჰილარი კლინტონი

15 ოქტომბერი 2018, 11:53

მსოფლიო

ჰილარი კლინტონმა მონიკა ლევინსკის სკანდალზე კომენტარი გააკეთა

ამე­რი­კის 42-ე პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტონ­სა და მო­ნი­კა ლე­ვინ­სკის შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის შე­სა­ხებ სკან­დალ­მა 1998 წელს მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. მო­ნი­კას ახლო მე­გო­ბარ­მა ლინ­და ტრიპ­მა გა­ავ­რცე­ლა ლე­ვინ­სკის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ის კლინ­ტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბო­და. 1996 წელს მო­ნი­კა თეთრ სახ­ლში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ობ­და. ამ დრო­ით თა­რიღ­დე­ბა კლინ­ტონ­თან მისი ნაც­ნო­ბო­ბა.

საქართველოს საზღვრები

15 ოქტომბერი 2018, 11:52

საქართველო

შსს საქართველოს საზღვრებს ახალი მოწყობილობებით გააკონტროლებს

ამისთვის უწყებამ, დონორი ორგანიზაციებისგან, სხვადასხვა სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების საშუალებები მიიღო. შსს-ს ცნობით, ასევე მიმდინარეობს მესაზღვრეების გადამზადების პროექტი. უწყების ცნობით, ე.წ. მწვანე ზოლზე ტექნიკური აღჭურვილობსი შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა.

კუნძული

15 ოქტომბერი 2018, 11:49

მსოფლიო

ფილიპინებში ტურისტებისთვის დროებით დახურული კუნძული ისევ გაიხსნა

ფილიპინების შემადგენლობაში არსებული კუნძული ბარაკაი, რომელიც აპრილის ბოლოს, დასუფთავების სამუშაოების დაწყების გამო, ტურისტებისთვის დაიხურა, ისევ მზადაა დამსხვენებლების მისაღებად.

15 ოქტომბერი 2018, 11:41

ვიდეო

ქრონიკა 11:00 საათზე - 15 ოქტომბერი, 2018 წელი

დონალდ ტრამპი
ვლადიმერ პუტინი

15 ოქტომბერი 2018, 11:38

მსოფლიო

ტრამპს სასაცილოდ მიაჩნია აზრი, რომ რომ რუსეთს არჩევნებთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასაცილო უწოდა აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ მან რუსეთს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარება სთხოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუს დროს თქვა.

დონალდ ტრამპი

15 ოქტომბერი 2018, 11:36

მსოფლიო

ტრამპს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მეცნიერების არ სჯერა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის არ ენდობა მეცნიერებს, რომლებიც ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწას დიდი საფრთხით ემუქრება. ტრამპის თქმით, მეცნიერები „პოლიტიკურ დღის წესრიგს მისდევენ“.