imedi /  09 იანვარი 2018, 12:16 / სანდო წყარო

ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მსჯავრდებული პირების - დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძის - მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

„შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით დევნოზაშვილმა გადაწყვიტა დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად დავით დევნოზაშვილი 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამოდენიმეჯერ, ცალ-ცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს - ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები. ასევე, N8 საპყრობილეში, დავით დევნოზაშვილი, რამდენეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დავით დევნოზაშვილმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, ალექსანდრე მუხაძის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დავით დევნოზაშვილი გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში“ იყო; ,,რაც უნდათ იმას უზამდნენ“. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო. 2011 წლის 16 ივლისს, დავით დევნოზაშვილის მიერ განსაზღვრული გეგმის/სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეოგადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია“, - წერია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა. 

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2026, 02:14

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმები განახორციელა თეირანის მიერ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ

აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, თეირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის მორიგი მცდელობის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ირანულ ნავთობტანკერებზე ახალი დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 01:34

მსოფლიო

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ეს არის პასუხი დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ საქონელზე სანქციების დაწესებაზე, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლარს კლინგბაილი

09 სექტემბერი 2026, 01:25

მსოფლიო

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვის ხარჯების ზრდა განმარტა და აღნიშნა, რომ ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.

ანგელა მერკელი

08 სექტემბერი 2026, 22:56

მსოფლიო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიოლნში საჯარო გამოსვლისას საქსონია-ანჰალტში კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგი „უბრალოდ შოკისმომგვრელი“ იყო.

მიხეილ სარჯველაძე

08 სექტემბერი 2026, 22:28

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგზე: დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას

დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.

სერგეი ლავროვი

08 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ.

ბრანისლავ ონდრუში

08 სექტემბერი 2026, 21:49

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც

ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.

ლევან მაჭავარიანი

08 სექტემბერი 2026, 21:34

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე

ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.

ანა პაულინა ლუნა

08 სექტემბერი 2026, 21:18

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

08 სექტემბერი 2026, 21:00

კულტურა

დიზაინერი თაკო მექვაბიძე უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მაღალი მოდის სამყაროში აცოცხლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროექტის ფარგლებში იქმნება ფილმი, რომელსაც აჭარის მთებსა და მწვანე ტბაზე იღებენ. იგეგმება კოლექციისადმი მიძღვნილი ფილმის საერთაშორისო ციფრული პრემიერაც. ბათუმში იმყოფებიან მოდის ცნობილი გამომცემლობებიც.

08 სექტემბერი 2026, 20:57

ეკონომიკა

ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა.

08 სექტემბერი 2026, 20:44

სამართალი

ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დღესაც გაიმართა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ნაწილს კი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა.

08 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს.

08 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება და ისლანდიის უარი ევროკავშირში გაწევრებაზე ევროპულ პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ცვლილებების ინდიკატორად ფასდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტარების ნაწილი შექმნილ რეალობას ბრიუსელის მოქმედი ეკონომიკური და მიგრაციული კურსის მიმართ ამომრჩევლის მკაფიო პროტესტად მიიჩნევს. მიმდინარე მოვლენებს აფასებენ თბილისშიც. მმართველი გუნდი ევროკავშირის მხრიდან დღის წესრიგის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

08 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

აღიარებული ბრალი და გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ვასილ მხეიძესთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ბრალის აღიარების გათვალისწინებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

08 სექტემბერი 2026, 20:31

პოლიტიკა

დაპირისპირების მორიგი სერია ოპოზიციურ ფლანგზე - ურთიერთბრალდებები ყოფილ მოკავშირეებს შორის ღიად ისმის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაპირისპირების მორიგი სერია ოპოზიციურ ფლანგზე - ურთიერთბრალდებები ყოფილ მოკავშირეებს შორის ღიად ისმის. მოქმედი და ყოფილი ნაციონალები ერთმანეთს სიცრუეში და პოლიტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებენ.

08 სექტემბერი 2026, 20:27

საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რეფორმა - საუკეთესო შედეგი განათლების სფეროში და პირველი ადგილი კვლევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი პროგრესი საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე. გლობალური კვლევის შედეგებით, საქართველოს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

08 სექტემბერი 2026, 20:24

პოლიტიკა

აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - მმართველი გუნდის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - ყოფილი პრემიერ მინისტრის, რომელსაც დანაშაული უკვე აღიარებული აქვს. „ასავალ-დასავალის“ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სტატიები შეკვეთილია, მიზანი კი ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

08 სექტემბერი 2026, 20:16

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების ბლოკირების გამო ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა (COELA) უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების უწყვეტი ბლოკირების გამო ისევ ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

გაზრდილი ეკონომიკა, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლები და განათლების სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები - პრემიერის განცხადებები მთავრობის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაზრდილი ეკონომიკა, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლები და განათლების სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის მნიშვნელობას. ნინო არღვლიანი გვეტყვის უფრო მეტს.