ხაშურში ერთ-ერთ რესტორანში ორი მოსწავლე დაჭრეს
ხაშურში ერთ-ერთ რესტორანში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. 17 წლის მოზარდებმა ცივი იარაღით ჭრილობები მაშინ მიიღეს, როდესაც რესტორანში მომხდარ ჩხუბში ჩაერთნენ.
ერთ-ერთ მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, მეორე პაციენტს კი ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.
შსს ინფორმაციით, გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 22:12
საზოგადოება
შოთა ბურჯანაძე: საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია - ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა
ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია.
18 აპრილი 2026, 22:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიცინაში, სადაც [სპეციალისტის] დეფიციტი არ არის, შეზღუდული უნდა იყოს უცხოელი ექიმების აქ მუშაობის შესაძლებლობა, რაც არ უნდა მარკეტინგულად საინტერესო იყოს ეს ვინმესთვის
„ჩვენი კანონით გაჩენილი შესაძლებლობის მთავარი ფუნქცია არის, რომ შექმნას მექანიზმი და მოდელი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ გავარკვიოთ და დავახარისხოთ, რომ ეს კონკრეტული ვაკანსია, რომელზეც ვინმე ითხოვს უცხოელის ჩამოყვანას, არის მხოლოდ სიიაფის გამო და აქვს თუ არა მას ქართული ალტერნატივა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
18 აპრილი 2026, 21:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია
ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ოთხი.
18 აპრილი 2026, 21:44
პოლიტიკა
ზურაბ მახარაძე შრომით მიგრაციაზე: საქართველოს მთავრობის ამოცანაა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და არა, ზოგადად პლანეტარული კეთილდღეობის დამყარება. აქედან გამომდინარე, რეგულაციები სწორია
„საქართველოს მთავრობის ამოცანაა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და არა, ზოგადად პლანეტარული კეთილდღეობის დამყარება. აქედან გამომდინარე, რეგულაციები სწორია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ.
18 აპრილი 2026, 21:43
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ისეთი რეგულაციები უნდა მოიფიქრო, შესაძლებელი გახდეს, პირველი საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა
პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია უნდა მოიფიქროს, რომ პირველ რიგში თავისი ქვეყნის მოქალაქე დასაქმდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
18 აპრილი 2026, 21:20
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს
გვესმის, რომ საქართველოს ისეთ მდგომარეობაშია, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს, - განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომითი მიგრაციის გამოწვევებზე საუბრისას.
18 აპრილი 2026, 21:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპონენტს: ჩვენ ვარეგულირებთ, რომ ერთი მხრივ ბიზნესის ინტერესები, მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ერთმანეთთან დაბალანსებულ თანხვედრაში იყოს
პირველ რიგში, კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის პასუხად.
18 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
რამდენადაა შესაძლებელ საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის ტონის შეცვლა - ამ თემაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რამდენად რეალურია ევროინტეგრაციის პროცესში სამოქმედო გეგმად ბრიუსელის 9 პუნქტიან რეკომენდაციებზე სწორება.
18 აპრილი 2026, 20:47
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
„როდესაც შეზღუდული რაოდენობის სამუშაო ადგილს, რომლის შესრულებასაც ახერხებს ქართველიც და იმიგრანტიც, ამ შემთხვევაში ნორმალურია, რომ უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე ქართველს. თუ იქ ვერ იპოვის [დამსაქმებელი] ისეთ კადრს, რომელიც მას სჭირდება, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა ბიზნესს, რომ მოიზიდოს კადრი, რომელიც ამ ვალდებულებას შეასრულებს. მაგრამ, როდესაც ბიზნესი ასე რეაგირებს, რომ მე ჩემი პროდუქტიის გაიაფების, მეტი მოგების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა მინდა, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და ბიზნესს არ მისცეს ამის შესაძლებლობა“.
18 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
გორდულაძე შრომით მიგრაციაზე: მთელ რიგ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის ზრდა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს, არის დასაქმება და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატების“ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ამ მიმართულებით სამი მთავარი კატეგორია დაასახელა.
18 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს
უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით.
18 აპრილი 2026, 20:17
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია
ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ივანიშვილის განცხადების შესახებ, რომელიც მან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
18 აპრილი 2026, 20:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციაზე: კარგად მესმის იმ დრამატული ემოციების, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „ღია ეთერში“ დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან. „მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში.
18 აპრილი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, ჩვეულებრივ გავიარეთ ეს პროცედურა
არც ერთი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის აქტივობის გარეშე არ იქმნება. მე მყავს ოთხი შვილი, მაქვს ოთხი სამსახური და მართალია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, პრობლემები და გამოწვევები ჩემს საკუთარ თავშიც ვეძიო, - განაცხადა მეწარმემ, ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორმა, ნინო რაზმაძემ, შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელსაც ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა.
18 აპრილი 2026, 19:21
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - დღეს საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები არის უალტერნატივო
მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, ამას საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - არა თეორიული „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ რგოლად და ნაწილად, არამედ ამ „შუა დერეფნის“ პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანის ერთ-ერთ მთავარ აქტორად და მოთამაშედ. ამის არდანახვა არ შეიძლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
18 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილზე: დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები დასდევდნენ ზვიადს, რომ ვოჟდიზმში ან რაიმე მსგავსში დაედანაშაულებინათ, ეს ვიგინდარები ისეთი კიჟინით დაესივნენ ამ ოჯახს და ამ კარგ ბიჭს, რომ ის წლები გამახსენდა
გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ზვიად გამსახურდიას დროსთან პარალელს ავლებს.
18 აპრილი 2026, 17:55
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში
„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
18 აპრილი 2026, 17:50
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი პეტერ მადიარის განცხადებაზე: მისასალმებელია, თუ ეს თბილი განცხადება მხოლოდ კომენტარად არ დარჩება და საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება
ჭეიშვილი უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ და ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის კომენტარსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუ ეს თბილი განცხადება მხოლოდ კომენტარად არ დარჩება და საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.
18 აპრილი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ჩაატარებს მას
სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ჩაატარებს მას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
18 აპრილი 2026, 17:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპულოსს შეხვდა.


