პროკურატურამ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი პროკურატურა
წუხელ წყნეთის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 12:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშვა. სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ტერიტორიების დათმობა
რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედეგი, - განაცადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თუ რა იქნება უკრაინისთვის სამართლიანი გამოსავალი.
05 ივნისი 2026, 12:28
მსოფლიო
მედია: რუმინეთის კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა
რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა, რის გამოც განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფზე: საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან
ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება. ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
05 ივნისი 2026, 12:18
საზოგადოება
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი დავით ბაციკაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები რუმინეთში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ქალაქ ტიმიშოარაში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ.
05 ივნისი 2026, 12:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს
რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე.
05 ივნისი 2026, 12:15
მსოფლიო
ლიეტუვაში საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 12:10
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება, ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია - ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს, მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა
ის [ჯო უილსონი] რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჯო უილსონის მიერ შეტანილ შესწორებებს შეეხებოდა.
05 ივნისი 2026, 12:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა
საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველ წლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას მხარი ჩინეთმა და ირანმა.
05 ივნისი 2026, 12:01
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), სადაც 15-მდე ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს გააცნეს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 11:59
საზოგადოება
გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 11:57
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონინო მინარდოს შეხვდა.
05 ივნისი 2026, 11:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი, ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები
„სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ის ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება“.
05 ივნისი 2026, 11:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პრემიერმა ჩაშალა რუსეთ-უკრაინის შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია, ბორის ჯონსონი კი მშვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ
ჩვენ გულშემატკივრობთ ამ [უკრაინა-რუსეთის] ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა, ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
05 ივნისი 2026, 11:39
პოლიტიკა
პაპუაშვილი მესტიაში მაინერების ამოღებაზე: ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც
ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - პოლიციამ 47 ე.წ. მაინერი ამოიღო, ასევე, ვიცით, რომ სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე?
05 ივნისი 2026, 11:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ალიანსმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი ნაცი. მადლობა გვეთქმის მისთვის, ვინც ეს სისულელე გააკეთა და ერთ ჭერქვეშ თავი მოუყარა ყველას. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს არის ანტიქართული, ანტიდემოკრატიული ძალა
კულმინაცია იქნება, რომ ალიანსი დაიშლება, მაგრამ ეს დაშლა არ ჩავთვალოთ ჩვენ, რომ რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის მუდმივი გადაწყობა იმ ძალების, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ ტაქტიკაში, - განაცხადა საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
05 ივნისი 2026, 11:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი
„მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, ამ რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი. ასევე, მნიშვნელოვანია თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება და ის, რომ ეს არ შეიცვალოს უარყოფითისკენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, თუმცა, სამწუხაროდ, ის იმედები, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის გვქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის, ვინაიდან ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად. მაგრამ მეორეს მხრივ, ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
05 ივნისი 2026, 11:31
საზოგადოება
საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 8 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 11:25
საზოგადოება
GITA-ს ხელმძღვანელი სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას
ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას, - განაცხადა GITA-ს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნასთან დაკავშირებით.
05 ივნისი 2026, 11:20
საზოგადოება
ზაზა ფაჩულია სან-ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დააჩქარებს და უფრო მნიშვნელოვანს გახდის ქართული სტარტაპების წინსვლას
ბევრ ახალგაზრდას, ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და იდეები, უფრო გაუმარტივდება მსოფლიოსთან კავშირი, - განუცხადა ვეტერანმა სპორტსმენმა ზაზა ფაჩულიამ ქართველ ჟურნალისტებს სან ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის გახსნაზე.
05 ივნისი 2026, 11:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ წელსაც თანასპონსორების გაზრდილი რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაეროს წევრ ქვეყნებთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაზე ისაუბრა.


