imedi /  07 თებერვალი 2018, 12:01 / სანდო წყარო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ავარიის საქმეზე ბრალი წარედგინა

მერაბ კვირიკაშვილი

მერაბ კვირიკაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ ipn-ს კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას). 

ადვოკატის განმარტებით, კვირიკაშვილს ამ ეტაპზე 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული. მისივე თქმით, კვირიკაშვილი არ არის დამნაშავე.

”საქმის მასალებში არსად ფიგურირებს, რომ მერაბ კვირიკაშვილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. პირველივე ჩვენებაში კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 90-100 კმ/სთ სიჩქარით. საქმის მასალების მიხედვით, მას 30-40 მეტრით უკან მოყვებოდა ავტომობილი. მისი მძღოლიც ამბობს, რომ მივყვებოდი BMW X5-ს 30-40 მეტრის მოშორებით და ვმოძრაობდი იმავე სიჩქარითო (90-100 კმ/სთ). იგი წინა მანქანის სიჩქარეს აფიქსირებს იმით, რომ ჩვენს შორის მანძილი არ იცვლებოდაო. ის ინფორმაცია, რაც არის საქმის მასალებში, რაც არის შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული, ადასტურებს, რომ მერაბი არ არის დამნაშავე. ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორეა მორალური. მერაბ კვირიკაშვილი ყველას შეურიგდა, თუმცა პაპასკირის ოჯახი არ ურიგდება. მას არ უცდია თავი აარიდოს სასამართლოს, გამოძიებას და ცდილობს ადვოკატთან ერთად საქმეზე დადგინდეს ობიექტური გარემოება”, - განაცხადა კვინიკაძემ. 

ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. 
საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

აბასთუმანი

13 ნოემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა და მასში "ბილდინგ დეველოპერმა" გაიმარჯვა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულებას ამზადებენ.

ანაკლიის პორტი

13 ნოემბერი 2018, 19:22

ეკონომიკა

ანაკლიის პორტმა როტერდამში ორ დიდ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ როტერდამში ორ მნიშვნელოვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „ Intermodal Europe 2018“ და „Transport and Logistics“ დიდი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფოუმებია, სადაც მთავარი თემა აბრეშუმის გზის სამომავლო პერსპექტივებია.

ბრალდებული ქალი

13 ნოემბერი 2018, 19:18

საქართველო

ახალციხეში დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ ბავშვები დაუბრუნეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ახალციხეში დედის მიერ ხუთი წლის შვილის ცემის გამო, მინდობით აღზრდაში გაყვანილი არასრულწლოვნები, საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.„სააგენტო ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა, ამ ეტაპზე, მამა დაფიქსირებულია ბავშვების გამყვან პირად და კანონმდებლობის თანახმად, 10 დღის ვადით გაიყვანა არასრულწლოვნები“.

სახელმწიფო ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2018, 19:18

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განმარტა

ფინანსტა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები იმიტომ გვიანდება, რომ ხელისუფლება "ზედმეტად არის შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო".

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

13 ნოემბერი 2018, 19:11

საქართველო

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველო გადარჩება.ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული პარაკლისის მიმდინარეობისას აღნიშნა.

რაგბის გულშემატკივრები

13 ნოემბერი 2018, 19:08

სპორტი

მსოფლიო რაგბის ფედერაცია Twitter-ზე თბილისში გულშემატკივრების მიერ შესრულებულ ჰიმნს აქვეყნებს

„მსოფლიო რაგბის“ Twittter-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველი გულშემატკივრების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნის ვიდეო გავრცელდა. „ნამდვილი ვნება! დაუჯერებელი სცენები თბილისიდან, სადაც ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა ეროვნული ჰიმნის სამღერად, გასულ კვირას იტალიის წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

ბერა ივანიშვილის ქორწილი

13 ნოემბერი 2018, 19:03

საქართველო

ბერა ივანიშვილი: ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ

როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ, მისი თქმით, ეს ინფორმაცია "უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიუნდვია".

მიშელ ობამა
ელისაბედ მეორე

13 ნოემბერი 2018, 18:49

ტაბლოიდი

მიშელ ობამა და ელისაბედ მეორე ერთმანეთს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დგომაში ეხმარებოდნენ

მონარქმა ობამას შეხებას წელზე ხელის მოხვევით უპასუხა და ისინი ერთად ახლოს დადგნენ. მიშელ ობამა თავის მემუარებში წერს, რომ დედოფალიც და თვითონაც მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეაწუხა. „ჩვენ უბრალოდ ჩვენივე ფეხსაცმლისგან დაღლილი ქალები ვიყავით“,- ამბობს ყოფილი პირველი ლედი.

ბაკურიანი

13 ნოემბერი 2018, 18:40

საქართველო

მთავრობამ დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი ხელს უწყობს, რომ მთის კურორტისათვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიის ზონაში რვა მიწის ნაკვეთი მოხვდა, მათ შორისაა დაბა ბაკურიანისა და დიდველის მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს გენშტაბი

13 ნოემბერი 2018, 18:38

ძალოვნები

შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეირაღებული ძალების სახელით გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

13 ნოემბერი 2018, 18:31

ეკონომიკა

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები თებერვლიდან დაიწყება

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

13 ნოემბერი 2018, 18:30

ძალოვნები

ბოლნისში ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა

018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა. როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა.

გელა ბოლქვაძე

13 ნოემბერი 2018, 18:24

სპორტი

გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

გელა ბოლქვაძემ (82 კგ) მინიმალური უპირატესობით დაამარცხა ბელარუსი კლიმოვოჩი და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ ცურუდას შეხვდება. დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მამადოვთან 4-5.

13 ნოემბერი 2018, 18:19

მსოფლიო

ტრამპის თქმით, ამერიკელების გარეშე საფრანგეთი გერმანიასთან მსოფლიო ომში მარცხდებოდა

აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, - ამჟამად უფრო დამცინავი ფორმით.

იური მეჩითოვი

13 ნოემბერი 2018, 18:04

კულტურა

იური მეჩითოვის გამოფენა მის მიერ 9 აპრილზე გაკეთებული განცხადებების გამო გადაიდო

ფოტოგამოფენის გადადების საბაბი მეჩითოვის მიერ ტელეკომპანია Al Jazeera-სთვის მიცემული ინტერვიუა. იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ადამიანები ნიჩბებით არ დაუჩეხავთ, არამედ ისინი ასფიქსიით დაიღუპნენ.

ჯო კოული

13 ნოემბერი 2018, 17:53

სპორტი

ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „ყველა ჩემი ოცნება ასრულდა. პროფესიონალურ ფეხბურთში 20 წელი გავატარე. ჩელსის მაისურით არაერთი ტიტული მოვიგე, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდება,“-განაცხადა 37 წლის ფეხბურთელმა.

პარაკლისი მეტეხის ხიდზე

13 ნოემბერი 2018, 17:32

საქართველო

ბახტაძე, კალაძე და ზურაბიშვილი 100 000 მოწამისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და პარაკლისს ესწრებიან

მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნება. ღონისძიებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან.

13 ნოემბერი 2018, 17:31

მსოფლიო

რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ავსტრიელი პოლკოვნიკი გაათავისუფლეს

ზალცბურგის სასამართლომ ყოფილი პოლკოვნიკი პატიმრობაში არ დატოვა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი Kronen Zeitung-ი წერს.

ოთარ კახიძე

13 ნოემბერი 2018, 17:29

საქართველო

ოთარ კახიძემ ყოფილ თანაპარტიელებს სუსის მიერ ჩანერგილები უწოდა

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ყოფილ თანაპარტიელებს სუსის ჩანერგილებად და სუსტი ნებისყოფის აქტივისტებად მოიხსენიებს. დღეს "ევროპული საქართველო" კიდევ ათობით წევრმა დატოვა.

ბათუმი ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2018, 17:23

საქართველო

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროქტის განხილვაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან

14-15 ნოემბერს ბათუმში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება. პროცესში ჩართვა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ბათუმის მერიამ გამოაქვეყნა პროექტის განხილვის განრიგი.