imedi /  26 თებერვალი 2018, 23:59 / სანდო წყარო

თამაზ თამაზაშვილი პროკურატურას გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებას სთხოვს

თამაზ თამაზაშვილი

თამაზ თამაზაშვილი

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თამაზ თამაზაშვილი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ ადვოკატმა ლალი გელაშვილმა Facebook-ზე დაწერა.

ადვოკატის თქმით, კოტე ციხისთავის მიერ ტელეეთერით გაჟღერებული განცხადებები თამაზაშვილის ცილისწამებაა. ლალი გელაშვილი დასძენს, რომ თამაზ თამაზაშვილი მზადაა გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ჩვენება მისცეს და კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ ციხისთავის ე.წ. სკანდალური განცხადება არის მორიგი ბინძური ცილისწამება.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების თხოვნით მთავარ პროკურატურას თამაზაშვილმა 20 თებერვალს მიმართა.

 


2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.

ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს. მას გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. სანაიას მკვლელობისთვის გაასამართლეს გრიგოლ ხურცილავა (ზედმეტსახელად გრიცკო). სამივე ინსტანციის სასამართლომ მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. 2013 წელს ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა. გიორგი სანაიას ოჯახს გამოძიების ამ ვერსიის არასდროს სჯეროდა და სხვადასხვა დროს საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა.

18 თებერვალს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხს "ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეშია". ტელეკომპანიის ცნობით, ციხისთავი ამტკიცებს, რომ გიორგი სანაია შოთა ჭაჭიაშვილმა მოკლა და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა [შევარდნაძის] მთავრობაში დაიგეგმა; ციხისთავმა სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილიც (ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი) დაასახელა; ციხისთავმა ახსენა ასევე ვიდეომასალა, რომელიც წლების განმავლობაში ფიგურირებდა სანაიას საქმეში და განაცხადა, რომ ეს ვიდეო მასალა მათი ბანდის წევრებმა გადაიღეს (შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე, დღესაც მკვლელობის მოტივად გიორგი სანაიასთვის პანკისიდან ჩამოტანილ ვიდეოკასეტას ასახელებს, რომელზეც მისი თქმით, „ნარკოტიკებზე იყო საუბარი“. თევდორაძის მტკიცებით კასეტა მას პანკისიდან გამოუგზავნეს, მან კი ის სანაიას პარლამენტის ფოიეში გადასცა. ოფიციალური გამოძიების საქმის მასალებში კასეტა არ ფიგურირებდა).

კონსტანტინე ციხისთავი, 2000-იან წლებში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების მოწმე და ბევრი კრიმინალური საქმის უშუალო შემსრულებელია, მის სახელს უკავშირდება, ესპანელი ბიზნესმენების, პეტრე ცისკარიშვილისა და სხვათა გატაცება თუ მკვლელობაა.

რაც შეეხება შოთა ჭიჭიაშვილს, ის ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას. თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს. ამ საქმეში ბრალდებული დავით (დრაჩო) ხეჩუაშვილია, რომელმაც მომხდარის შემდეგ ქვეყანა დატოვა. საქმეში ასევე ფიგურირებენ ხეჩუაშვილის სიძე და დიმიტრი აბრამიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით შოთა ჭიჭიაშვილის ახლობელია. თავად ჭაჭიაშვილმა თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირი უარყო.

შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა. მას ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.

გეერტ ვილდერსი

13 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ

„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.

13 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

თამაზ მელია

13 აპრილი 2026, 14:21

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო

მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 14:19

მსოფლიო

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.