imedi /  01 მაისი 2018, 14:01 / სანდო წყარო

გახარია: ვმუშაობთ, რომ ახალი ნარკოტიკის ინტერნეტით შეძენა დავბლოკოთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა ზუსტად დადგინდეს რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით ერთი რომელიმე ვერსიით. ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში", - განაცხადა მინისტრმა. 

რაც შეეხება ვებ გვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა, მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ვებ გვერდი დაბლოკვების მიუხედავად მაინც არსებობს. 

"ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციის მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს სხვადასხვა გზა, გვერდის ავლით იგივე საიტზე მოხვედრის. ჩვენ ამ პროცესში ვართ დღესაც. იმ ელექტრონული სივრცის, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, სრულად გაკონტროლება სამწუხაროდ დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია. ამ საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებებით ამ საიტზე მოხვედრა", - განაცხადა გახარია.

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია სამი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ახალი თაობის ნარკოტიკს უკავშირებენ.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2026, 01:54

პოლიტიკა

პაპუაშვილი: 35 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით

უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

09 აპრილი 2026, 01:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს

დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

09 აპრილი 2026, 01:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 9 აპრილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

09 აპრილი 2026, 01:25

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

09 აპრილი 2026, 01:12

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო: 2022 წლის არჩევნებშიც ვიხილეთ ჩარევა და უნგრელებმა საკმაოდ კარგად იციან ამ ჩარევის შესახებ. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ძლიერი გზავნილი გვაქვს, თავს არ დავუხრით შანტაჟს არც ბრიუსელის და არც კიევის მხრიდან

ძალიან დიდია საერთაშორისო ჩარევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ჯეი დი ვენსი

09 აპრილი 2026, 01:04

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: თუ ირანი არ შეასრულებს პირობას ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ ირანი არ შეასრულებს პირობას ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდება.

09 აპრილი 2026, 00:59

საზოგადოება

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

09 აპრილი 2026, 00:40

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო: ყველაზე დიდი დაძაბულობა დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც მიგრაციის კრიზისი მოხდა და ევროკავშირის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღია კარის პოლიტიკაა საჭირო. კონსერვატიულმა მთავრობამ განვაცხადეთ - არ გვინდა უკანონო ემიგრანტები

„ყველაზე დიდი დაძაბულობა დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც 2016 წელს მიგრაციის კრიზისი მოხდა და ევროკავშირის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღია კარი პოლიტიკაა საჭირო, ყველა ემიგრანტს უნდა მივესალმოთ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ კითხვას, თუ რის გამო ისჯება უნგრეთი.

ანდრაშ ლასლო

09 აპრილი 2026, 00:30

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო: ევროპული მეინსტრიმი გულდაწყვეტილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა ბუდაპეშტში, გამოვიდა სიტყვით, მხარი დაუჭირა ორბანს და კონსერვატიულ ალიანსს

ევროპული მეინსტრიმი გულდაწყვეტილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა ბუდაპეშტში, გამოვიდა სიტყვით, მხარი დაუჭირა ორბანს და კონსერვატიულ ალიანსს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ ჯეი დი ვენსის ბუდაპეშტში ვიზიტზე საუბრისას. ლასლოს მიაჩნია, რომ პატრიოტები მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთის გვერდით უნდა დადგნენ.

09 აპრილი 2026, 00:29

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი ირანის ომში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ნატოს გარკვეული ქვეყნების დასჯას განიხილავს

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას ნატოს იმ წევრი ქვეყნების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომის დროს აშშ-ს დახმარება არ გაუწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაატა სალია

09 აპრილი 2026, 00:13

საზოგადოება

პაატა სალია: საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით

საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველო წელს გლობალური მასშტაბის ღონისძიების მასპინძლად შეირჩა.

09 აპრილი 2026, 00:12

კულტურა

ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მისივე ნაწარმოები - ,,რეკვიემი“ შესრულდა.

პაატა სალია

09 აპრილი 2026, 00:10

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი: ეს წელი იყო წინა პერიოდში დაწყებული რეფორმების დასრულების და ახალი მნიშვნელოვანი ინოვაციების დაგეგმვის წელი

პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით.

პაატა სალია

09 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

პაატა სალია: 14-18 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაერო-ს ოფიციალურ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, სადაც სიტყვით წარვდგები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრისას.

ანდრაშ ლასლო

09 აპრილი 2026, 00:07

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო სოციოლოგიურ კვლევებზე: აბსოლუტურად შეშლილი კვლევები გვაქვს, ეს არის მანიპულაციის ინსტრუმენტი ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ

აბსოლუტურად შეშლილი კვლევები გვაქვს, ეს არის მანიპულაციის ინსტრუმენტი ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რომელიც მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ. მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციას სურს ყველა მხარდამჭერს ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ მოუყაროს თავი.

პაატა სალია

09 აპრილი 2026, 00:06

საზოგადოება

პაატა სალია: საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან, რაც მიუთითებს სისტემაში მიღწეულ პროგრესზე

პაატა სალიამ „ღამის კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 2026 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოფილნი არიან პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობით. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

მაია ბითაძე

09 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

მაია ბითაძე: სამარცხვინოა, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვის თვალსაზრისით

ეს თემა ძალიან სენსიტიურია მოსახლეობისთვის. ეს თემა მათ შორის აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მართავენ, შესაბამისად ამ თემის პოლიტიზება იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კამპანია, რომლის წამოწყებაც რადიკალებმა სცადეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

მაია ბითაძე

08 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

მაია ბითაძე ოპოზიციაზე: ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, იმიტომ, რომ უკვე კომიკურად არის გადაქცეული მათი საქმიანობა ქვეყნის შიგნით, ასევე კომიკურია დედაქალაქ-დედაქალაქ წოწიალი

ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, იმიტომ რომ უკვე კომიკურად არის გადაქცეული მათი საქმიანობა ქვეყნის შიგნით, ასევე კომიკურია დედაქალაქ-დედაქალქა წოწიალი, რომელსაც ასე ძალიან შეეჩვივნენ - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას. ბითაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი არის ჩაკეტილი წრე, რომლის გაცოცხლებაზეც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთიდაიგივე ადამინები მუშაობენ, რომლებიც არც ცდილობენ გაერკვნენ რეალობაში.

ჯეი დი ვენსი

08 აპრილი 2026, 23:50

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი უკრაინაში ომზე: ახლა საუბარია ვაჭრობაზე რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორიისთვის - ღირს კი ეს კიდევ ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესი“ შეინიშნება, ხოლო მხარეთა პოზიციები, მისივე თქმით, ერთმანეთს დაუახლოვდა.

ანდრაშ ლასლო

08 აპრილი 2026, 23:46

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო: ძალზედ ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა უნგრელმა მისცეს ხმა. ძალიან კონკურენტული არჩევნებია, მაღალი ფსონებია არამხოლოდ უნგრელებისთვის, არამედ მომავლისთვის უნგრეთის

ძალზედ ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა უნგრელმა მისცეს ხმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთში მოახლებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.