შსს: მინდელის შახტის საქმეზე დაკავებულებმა იცოდნენ, რომ უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში, მინდელის შახტში 5 აპრილსს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 6 ადამიანი დააკავა. ამასთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო ბრიფინგი შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გამართა.
მეზვრიშვილის თქმით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი - გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაარღვიეს „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.
"მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.
5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი.
სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ინდმეწარმე დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“ მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით, მისი მთავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა, მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის
ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დღეს საჯაროდ, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ეს არის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა
დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან.
14 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, ეს დოკუმენტი გვაძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას
სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:05
მსოფლიო
Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა
გამოცემის წყაროების თქმით, სვირიდენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს გადადგომის შემდეგ. „მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.
14 ივლისი 2026, 14:38
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 14:31
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტანკერებს შეუტია
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერზე მიიტანეს იერიში. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მომხდარს დაუდევარი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ იერიშის დროს დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი (ინდოეთის მოქალაქე), 8 კი დაშავდა.
14 ივლისი 2026, 14:30
პოლიტიკა
„აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში
თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. სტიქიის ზონაში მცხოვრებ აბონენტებს და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით აქვს. წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი, თუმცა საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ადგილობრივებს წყალს სპეციალური ავზების საშუალებით აწვდიან.
14 ივლისი 2026, 14:26
პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ღია წერილს უგზავნის
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ღია წერილს უგზავნის
14 ივლისი 2026, 14:23
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს
„სულ უფრო ცხადი ხდება და რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ესმის, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს. რუსეთი თავის ომის მიზნებს ვერ განახორციელებს“, - აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.
14 ივლისი 2026, 14:20
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საბოტაჟის საქმეზე დღეს, სასამართლოში მოწმის სახით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, ამავე ორგანიზაციის წევრი გელა ნიკოლაიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი დაიკითხებიან.
14 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
Politico: ევროკომისია მაღალჩინოსნების სათავო ოფისის ნაცვლად წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში გადანაწილების იდეას განიხილავს
მიზანი 27 სახელმწიფოსთან კავშირების გაძლიერებაა. ადამიანური რესურსების საკითხებში ევროკომისარმა პიოტრ სერაფინმა აღნიშნა, რომ კომისია მზად არის ცვლილებებისთვის, მათ შორის ახალი პერსონალის დაჩქარებული წესით ასაყვანად.
14 ივლისი 2026, 14:14
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი. საუბრობენ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებზე და ახსენებენ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც შავი ზღვა არ ესაზღვრება. საქართველოს ტოვებენ. საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში. რა თქმა უნდა ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.
14 ივლისი 2026, 14:08
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინასთან ბლოკში გაწევრების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნა
ევროკავშირმა უკრაინასთან ბლოკში გაწევრების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნა, რომელიც საგარეო ურთიერთობებს მოიცავს. კერძოდ, კიევმა საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.
14 ივლისი 2026, 14:05
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის მანდატს გასცდა.
14 ივლისი 2026, 14:04
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
14 ივლისი 2026, 14:03
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო
„რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
14 ივლისი 2026, 13:45
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი „ნაცები“ როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო - ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ „დიფ სთეითის" ნარჩენები
დღეს, სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი ახსენებდა რუხაძე და ეგრევე გამახსენდა, ავადმყოფი ნაცები, როგორ ერთხმად ამაყობდნენ ბადრი ჩვენ მოვკალითო, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
14 ივლისი 2026, 13:36
სამართალი
საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ
საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის, ორგანიზების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
14 ივლისი 2026, 13:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აბაშიძის თქმით, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს და რაც მეტი სამართლებრივი დავა იქნება, დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, მით მეტად შეუწყობს ხელს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.
14 ივლისი 2026, 13:32
ტექნოლოგიები
DeepSeek-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მდიდარი შემქმნელი გახდა
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 36 მილიარდ დოლარად ფასდება. მისი კომპანიის მიერ დაფინანსების მოზიდვის ბოლო რაუნდის შემდეგ, დამფუძნებლის ქონება გაორმაგდა - მანამდე ის 16,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ვენფენგმა გადაასწრო Anthropic-ის თანადამფუძნებელ დარიო ამოდეის, რომლის ქონებაც თითქმის 25,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.


