imedi /  26 ოქტომბერი 2018, 11:11 / სანდო წყარო

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში 9 წლის გოგოს მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადება შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.

2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

ყველა სიახლე

სუდანი

17 ივლისი 2019, 11:40

მსოფლიო

სუდანის სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ხელმოწერამდე მთელი ღამის განმავლობაში მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, დოკუმენტის გაფორმების მიზანი კი ქვეყანაში კრიზისის დასრულებაა. სუდანის მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის შეფასებით, ეს "ისტორიული მომენტია" ქვეყნისთვის.

17 ივლისი 2019, 11:34

ტექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანია აპირებს ჩიპის შექმნას, რომლითაც მობილურის გონებით მართვას შეძლებთ

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი მოწყობილობა, რომლითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, გონებით შეძლებენ.

ფილმი

17 ივლისი 2019, 11:28

კულტურა

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.

არჩილ თალაკვაძე

17 ივლისი 2019, 11:13

საქართველო

თალაკვაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ

არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მან ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

APPLE/ UNICODE

17 ივლისი 2019, 11:07

ტექნოლოგიები

Apple-მა iPhone-ის ახალი ემოჯები წარადგინა

კომპანიამ ეს ემოჯები გამოუშვა იმისთვის, რომ უფრო უკეთ წარმოადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ემოჯების ახალი დიზაინი გასული წლის შემოდგომას შემუშავდა, მომხმარებლებს კი მათი გამოყენება ამ წლის ბოლომდე შეეძლებათ. კომპანიის განცხადებით 20-მდე ემოჯი ახლა განახლდება.

17 ივლისი 2019, 11:06

ტაბლოიდი

Converse-ი გამოუშვებს ფეხსაცმელს, რომელიც მზეში ფერს იცვლის. ვიდეო

Converse-მა Chinatown Market-თან კოლაბორაციის ფარგლებში ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ფერს რამდენჯერმე იცვლის.

ბიძინა ივანიშვილი
კახა კალაძე

17 ივლისი 2019, 11:03

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრას მართავს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრას მართავს. შეხვედრას ასევე ესწრებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

ფრინველის ხორცი

17 ივლისი 2019, 10:47

საქართველო

გაყინული ფრინველის ხორცის გაყიდვის წესები იცვლება

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი

17 ივლისი 2019, 10:23

ძალოვნები

აშშ-ის ელჩი ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო

ვაზიანის მე-9 სასროლეთზე სტუმრები 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის მართვის პრინციპით განხორციელებულ შეტევით ოპერაციას დაესწრნენ. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, საბრძოლო სროლებით პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა.

გურამ ბოჭორიშვილი
ეთერ ილურიძე

17 ივლისი 2019, 10:16

საქართველო

ვინ არიან ადამიანები რომლებიც თბილისისთვის შრომობენ

მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში. თბილისის მერიამ მათ შესახებ ისტორიები შეაგროვა. გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს.

მამუკა ბახტაძე

17 ივლისი 2019, 09:48

საქართველო

ბახტაძემ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

"სიხარულით ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უფრო მეტად წინ წავწიოთ და გავაძლიეროთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. ვისურვებდი მეტი მიზნის მიღწევას ჩვენს ურთიერთობებში!,“ - წერია ბახტაძის მილოცვაში. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ენცო ზიდანი

17 ივლისი 2019, 09:36

სპორტი

ზიდანის შვილი პორტუგალიის „ავეშში“ გადავიდა

"რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილი, ნახევარმცველი ენცო ზიდანი პორტუგალიის "ავეშში" გადავიდა. ენცომ "ავეშთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე 24 წლის ფეხბურთელს "ლოზანასთან" ხელშეკრულება დაუსრულდა და თავისუფალი იყო.

17 ივლისი 2019, 09:30

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში მუშის დაღუპვის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა

გარდაცვლილი მუშა არასრულწლოვანი იყო. შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული ორგანული კანონის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს არასრულწლოვანი თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე.

17 ივლისი 2019, 09:24

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდად დღეს იმსჯელებს

მათ ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

17 ივლისი 2019, 09:19

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia 🇬🇪 მიმართულება შემდეგი - კახეთი🚩

ალეხანდრო ტოლედო

17 ივლისი 2019, 09:18

მსოფლიო

პერუს ექსპრეზიდენტი აშშ-ში დააკავეს

როგორც პერუს პროკურატურაში განმარტეს დაკავება ექსტრადირებას უკავშირდება, რადგან მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ კი, ერთ-ერთი კომპანიისგან $20 მილიონის აღებას ედავებიან. პერუს ექსპრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის აშშ-ში მიწვეული პროფესოროს სტატუსით სეტნფორდის უნივერსიტეტში მუშაობდა.

სემ სმითი

17 ივლისი 2019, 09:06

ტაბლოიდი

ინგლისელმა მომღერალმა სემ სმითმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ფოტოები

გასულ წელს ინგლისელი მომღერალი სემ სმითი თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტა, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. "ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა მსახიობთან ინტერვიუში.

ავრილ ლავინი

17 ივლისი 2019, 09:00

კულტურა

ავრილ ლავინმა სიმღერაზე I Fell in Love with the Devil კლიპი გამოუშვა

კანადელი მომღერალი სიყვარულს ეშმაკს უხსნის. კადრებში მას ხელში ჯვარი უკავია და კუბოში წევს. ასევე რამდენიმე ლუქი აქვს მორგებული. I Fell in Love with the Devil ავრილ ლავინის მეექვსე სტუდიური ალბომის Head Above Water მეოთხე სინგლია.

კრიპტოვალუტა

17 ივლისი 2019, 08:48

ტექნოლოგიები

აშშ-ის სენატში Facebook-ს კრიპტოვალუტის პროექტის გამო აკრიტიკებენ

სენატორები ამბობენ, კომპანია რამდენიმე სკანდალის შემდეგ მათ ნდობას არ იმსახურებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა 2020 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. მისი მეშვეობით ანგარიშსწორება Facebook-ის აპლიკაციებით, მათ შორის WhatsApp-ითაც იქნება შესაძლებელი.

რაშიდა ტლაიბი, აიანა პრესლი, ილჰან ომარი და ალექსანდრია ოკასიო-კორტესი

17 ივლისი 2019, 08:37

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კონგრესმენი ქალების მიმართ ტრამპის ქმედებებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სიმბოლურად რეზოლუციაც მიიღო, რომელშიც პრეზიდენტის რასისტულ კომენტარებს აკრიტიკებენ. ტრამპს რასიზმსა და ქსენოფობიაში ღიად ადანაშაულებენ. თუმცა, ქვეყნის პირველი პირი ამ ბრალდებებს უარყოფს.