ეკა გიგაური პროკურატურას ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე ინფორმატორს არ დაუსახელებს
ეკა გიგაური
ფოტო: Facebook
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არ აპირებს პროკურატურას მიაწოდოს იმ წყაროს შესახებ ინფორმაცია, რომელმაც არასათავრობო ორგანიზაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ განუცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ამ წუთებში პროკურატურაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ეკა გიგაური და საიას აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი იკითხებიან.
"უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ განცხადებაში, რადგან ამაზე მეტი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. გუშინ განცხადებაში ვსაუბრობდით სახელებზე და გვარებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდოდ ამ დანაშაულში არიან ჩართულები, ასევე როდის და რა პირობებში, ამიტომ ეს საკმარისია, რათა გამოძიება დაიწყოს და კონკრეტული შედეგები დადოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშინვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამის შემდეგ უკვე არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც გვქონდა, გაეცეს პასუხი", - განაცხადა ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე.
გიგაურის თქმით, კანონით წყაროს დასახელება არც ევალებათ და არც აპირებენ, რადგან ორგანიზაციები იცავენ ადამიანის უფლებებს. ამასთან, გიგაური ამბობს, რომ ვერც კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენენ, ვინაიდან არასამთავრობო საგამოძიებო ორგანო არ არის.
"რა ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი, არის თუ არა ეს ყველაფერი მასობრივი ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია და შესაბამისად, არ ვიცით", -განაცხადა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.
ყველა სიახლე
04 ივლისი 2026, 13:36
კულტურა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
04 ივლისი 2026, 13:14
მსოფლიო
ირანმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ისლამური რესპუბლიკა.
04 ივლისი 2026, 12:42
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
04 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის 250-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომუნიზმი აღზევებას განიცდის, რაც, მისი აზრით, ქვეყნის აყვავებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 12:05
მსოფლიო
Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო
აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო, წერს Reuters-ი.
04 ივლისი 2026, 12:01
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
04 ივლისი 2026, 11:58
კულტურა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - მოზარდ მაყურებელთა თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - ასე ჰქვია საბავშვო დადგმას, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექმნა. ზღაპრის ავტორმა სპექტაკლი ჯადოსნურ ამბავზე, ტყის თავგადასავლებზე, სიკეთესა და მეგობრობაზე თეატრისთვის ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი სულთანიშვილთან ერთად დადგა.
04 ივლისი 2026, 11:55
ეკონომიკა
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ანაკლიის ღმარწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე: დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს გლობალურ ლოჯისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი ეკონომიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა.
04 ივლისი 2026, 11:52
ეკონომიკა
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე: დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად, ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში
დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად, ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახკამოვმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ.
04 ივლისი 2026, 11:34
მსოფლიო
Euractiv-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს აშარჟებს და მას „ევროპის დაუშვებელ სისულელეს“ უწოდებს
გამოცემა Euractiv-ი სატირულ-ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესია მიმოხილული.
04 ივლისი 2026, 11:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ და უზბეკეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
04 ივლისი 2026, 11:19
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა
რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დასრულდა. უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს რუსთავის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ.
04 ივლისი 2026, 11:19
სამართალი
სასამართლო გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. უწყების განმარტებით, ბრალდებული ლანჩხუთში დააკავეს, სადაც მიმალვაში იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალანიას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
04 ივლისი 2026, 11:01
მსოფლიო
Reuters: გერმანია 2027 წელს 203 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 50,5 მილიარდი ევრო იყო
გერმანიის მთავრობა 2027 წელს 203 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 10:55
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.
04 ივლისი 2026, 10:51
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
04 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ. პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
04 ივლისი 2026, 10:42
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი”, “პეის ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.
04 ივლისი 2026, 10:30
მსოფლიო
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 10:29
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ მინისტრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.


