ბათუმში პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის გაქურდვა სცადეს
შემთხვევის ადგილი
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში გვიან ღამით ორი პირი შეიჭრა. მათ სტუმრებს თავდაპირველად თავი პოლიცელებად წარუდგინეს და განუცხადეს, რომ ნარკოტიკებს ეძებდნენ.
ჰოსტელის მეპატრონის თქმით, შენობაში შესვლის შემდეგ ძარცვა დაიწყეს. ჰოსტელში მცხოვრებმა უცხოელებმა ერთ-ერთი ადგილზევე დააკავეს, მეორე კი გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალე აიყვანეს.
"8 სტუმარი იყო ჰოსტელში, ერთ-ერთი ჩემი სტუმარი სიგარეტს ეწეოდა ეზოში, ორი პირი მას თავს დაესხა და ასე შეაღწიეს შენობაში. ყვიროდნენ პილიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო. ერთს მობილური წაართვეს, კორეელი სტუმრისთვის უნდოდათ აიპოდის წართმევა, თუმცა მან არ მისცა. ამ დროს ერთერთი დააკავეს, პოლიციაც გამოიძახეს. პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა და მეორეც დააკავა, რომელიც გაიქცა. ერთი დაღესტნელი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ქართველი, არ ვიცი იარაღი ჰქონდათ თუ არა. როგორც გავიგე დაღესტნელს პოლიციაში დანა აღმოაჩნდა"-იხსენებს მომხდარს ჰოსტელის მეპატრონემ ირაკლი გლაზოვმა
ჰოსტელი ბათუმის ცენტრში, მე-6 განყოფილების შენობაში მდებარეობს. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით არის დაწყებული. დაკავებულია ორივე პირი.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 13:00
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა
საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილური და თანმიმდევრული ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
05 მაისი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება
მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
05 მაისი 2026, 12:58
საზოგადოება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა.
05 მაისი 2026, 12:57
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 მაისი 2026, 12:57
ტაბლოიდი
ბლეიკ ლაივლიმ და ჯასტინ ბალდონიმ შეთანხმებას მიაღწიეს
ლაივლი ამტკიცებდა, რომ ბალდონი მას საჭიროზე დიდხანს აჩერებდა ჩახუტებულ მდგომარეობაში, უფლებას აძლევდა თავს ზედმეტად შეხებოდა ინტიმური სცენების რეპეტიციისას, ერთხელ კი წონასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაც მსახიობმა (რომელიც 4 შვილის დედაა) საჯარო დამცირებად აღიქვა.
05 მაისი 2026, 12:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას
„საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 12:41
ჯანდაცვა
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.
05 მაისი 2026, 12:39
ეკონომიკა
ქვრივიშვილი: მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რამდენად მყიფეა ტრადიციული მარშრუტები, გაჩნდა მოთხოვნა ახალ, პროგნოზირებად დერეფნებზე, საქართველო მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს სანდო პარტნიორი
„დღეს საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება სახელმწიფოდ, სადაც ევროპა და აზია არამხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანადაც უკავშირდებიან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე.
05 მაისი 2026, 12:39
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ევროპას აშშ-ის პოზიციის გამო რუსეთთან დიალოგის განახლება მოუწევს
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის განახლება მოუწევს და ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება, თუ არა აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებს.
05 მაისი 2026, 12:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო უკვე აშენებს ანაკლიის საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა
„რკინიგზა არის უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე, სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 12:30
რეგიონი
სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
05 მაისი 2026, 12:20
პოლიტიკა
პრემიერი: როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
05 მაისი 2026, 12:19
პოლიტიკა
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: საუბრის სულისკვეთება ორივე მხრიდან იყო - მეგობრული, რა პრობლემებიც იყო, ის ისევ ძალაშია, მაგრამ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეხვედრა იყო დახურული
საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
05 მაისი 2026, 12:19
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს რკინიგზა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას
„ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე.
05 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია
როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
05 მაისი 2026, 12:16
საზოგადოება
სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 128,856 ლარი ჩამოაწერა, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 46,946 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 64,171 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 17,739 ლარი.
05 მაისი 2026, 12:15
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული, მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
05 მაისი 2026, 12:12
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია
„უკვე დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ადამიანების რეალურ საჭიროებებს, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არის რთული მდგომარეობა, ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენ შემდგომ გაძლიერებას, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ
„რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში არის რთული მდგომარეობა, ამ რთული მდგომარეობის მიზეზი არის სხვადასხვა, პირველ რიგში, ეს არის მათი წარსული, მათი აწმყო და ეს არის, რაც მთავარია ის, რომ ისინი გარედან იმართებიან შესაბამისად, რასაც დაავალებენ ხოლმე იმას აკეთებენ, ისეთ რაღაცებს კი აკეთებენ, რაც სუბიექტურადაც არ შედის მათ ინტერესებში, ამიტომ ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან. ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენს შემდგომ გაძლიერებას, ეს არის საერთო სურათი, შესაბამისად, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
05 მაისი 2026, 12:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველას უნდა ელაპარაკო - უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაცვაზე, უნდა იყო მაქსიმალურად პრაგმატული და დიპლომატიური - ამის გამოხატულებაა ჩვენი განწყობა
პოლიტიკაში ადამიანს არ შეიძლება გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც თუნდაც ის მტრულად გექცევა, უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაცვაზე, უნდა იყო მაქსიმალურად პრაგმატული და დიპლომატიური - ამის გამოხატულებაა ჩვენი განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება, მათ შორის, რაც ფიქსირდება შესაბამის შეხვედრებზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


