imedi /  23 დეკემბერი 2018, 21:30 / სანდო წყარო

ხადის ხეობაში სმითების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

რაიან და ლორა სმითები

რაიან და ლორა სმითები

ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის შესახებ ახალი დეტალები "იმედის კვირისთვის" გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, 19 წლის მწყემსმა არ იცოდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სმითები დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას საკუთარი ფოტოაპარატით იღებდნენ.

კობაურის ფოტოები იმ ფოტოაპარატში აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა ბავშვის გვამთან ერთად გადამალული იპოვეს. 

როცა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოძიების ოფიციალური ვერსია და მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა, ბევრ სხვასთან ერთად გაჩნდა ერთი აუხსნელი კითხვაც - როგორ შეიძლებოდა დედას დაეტოვებინა იარაღდამიზნებული 4 წლის შვილი და თავის გადასარჩენად გაქცეულიყო.

გამოძებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში კობაური რაიან სმითის მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებდა, მამა-შვილის მკვლელობას აღიარებდა და გამოძიებას არწმუნებდა, რომ ლორა სმითი გაიქცა და ხევში ჩავარდა.

ექსპერტიზის პასუხებმა კობაურის პირველი აღაიარებითი ჩვენება თავდაყირა დააყენა და დანაშაულის რადიკალურად განსხვავებული მოტივი გამოკვეთა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაულის მიზეზი ლორა სმითის მიმართ კობაურის  სექსუალური ლტოლვა იყო და მიზნის მისაღწევად მას მამა-შვილის მოშორება დასჭირდა. 

საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მივიდნენ ერთ-ერთ ჩანჩქერთან, მან გაიტყუა მამა-შვილი, ქალი დარჩა ცანჩქერთან. ის მოულოდნელად დაახლოებით 150 სანტიმეტრის მოშორებით ზურგიდან ესვრის რაიან სმითს წელის არეში, შემდეგ კი ახორციელებს საკონტროლო გასროლას.  ბავშვი ტირის, ვარდება პანიკაში, რის შემდეგაც ის მიბჯენით ესვრის ბავშვს.  

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის მკვლელობის შემდეგ კობაურმა რაიან სმითის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა. ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმია, რომელიც მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა.

ხადის ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამარალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა. ოქმში აღნიშნულია ისიც, რომ სწორედ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმითის გვამი გადააგდო, კერძოდ, მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში. ბავშის ცხედარს კი სწორედ კობაურის მითითებით გასროლის ადგილიდან 12 მეტრში თოვლის ნარჩენის ქვეშ მიაგნეს. 

.მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვა ლორა სმითი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმითი დაახრჩო წყალში და ამის შემდეგ ჩააგდო მდინარეში.

სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისვთის ბრალი დაემძიმებიათ.

თავდაპირველად გამოძიება მას მხოლოდ მამა-შვილის მკვლელობას ედავებოდა, რასაც ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც ამყარებდა. "იმედის კვირამ" ორივე დოკუმენტი მოიპოვა. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმითის დნმ-პროფილი ფიქსირდება, ამავე იარაღზეა მალხაზ კობაურის დნმ-ი. დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ბავშვი იარაღის თავზე მიბჯენით არის მოკლული. ბალისტიკური ექსპერტიზით კი დგინდება, რომ მკვლელობის იარაღი ვარგისია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად და ისვრის. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილიდან და გვამებიდან ამოღებული ტყვიის ფინდიხი და საფანტი, სწორედ იმ ტიპის იარაღისთვისაა განკუთვნილი, როგორიც მალხაზ კობაურს ჰქონდა თან. 

ამოღების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველებს ამის შესახებაც მალხაზ კობაურმა უთხრა. 

მწყემსმა პირველ ჩვენებაში ლორა სმითის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად გამოძიების ვერსიით, დამალა ნამდვილი მოტივი. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა ამავე დასკვნაში აღწერილია დაზიანებებიც, რის გამოც პროკურატურაში ფიქრობენ, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა და მერე დაახრჩო. 

"გვამს აღენიშნებოდა თხემის მიდამოში მარცხნივ, უსწოროკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, დაზიანებები განვითარებულია რაიმი მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში", - წერია დასკვნაში. 

"მაშველებმა ქალი ნახეს ასეთ მდგომარეობაში: შორტები ჰქონდა გახეული, რაც მიუთითებს ძალადობაზე, უკანა ტანში აღმოჩნდა სპერმა, აზღუდი ჰქონდა ჩამოწეული და მაისური აწეული, მუცელი და მკერდი ჰქონდა შიშველ მდგომარეობაში", - ამბობს საქმის პროკურორი.

მალხაზ კობაურის ადვოკატს არც ექსპერტიზის დასკვნების და არც გამოძების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მას აქვს საკუთარი ვერსია, რომლის შესახებაც ჯერ ბრალდებულმა ისაუბრა ერთადერთ ღია პროცესზე, მოგვიანებით კი ადვოკატებმა დაცვის მხარის სტრატეგია სწორედ ამაზე ააგეს. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დანაშაული სხვა 7 ადამიანმა ჩაიდინა.

ადვოკატი ამბობს, რომ უცხო პირებმა კობაურის თოფით მამაკაცის მოკვლის შემდეგ ის ვაზნების მოსატანად მწყემსების კარავში წაიყვანეს, თუმცა ასევე ატკიცებს, რომ კობაურს ბავშვის მკვლელობა არ ახსოვს, რადგან რაიან სმითის მკვლელობის გამო მძიმე ემოციური ზემოქმედების ქვეშ იყო. დაცვა არც იმ ვერსიას ენდობა, რომ რაიან სმითის გვამი, მკვლელობის ადგილიდან 1700 მეტრის მოშორებით წყლის დინებამ ჩაიტანა.

გამოძიების ინფორმაციით, კობაურის მობილურ ტელეფონში გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოები აღმოჩნდა. ამას ადვოკატიც ადასტურებს, თუმცა საკუთარი ახსნა აქვს. 

"პოლიციელმა რომ დაურეკა, ამან უთხრა, რომ მკვლელობა მოხდაო, იმათ არ დაიჯერეს და უთხრეს, წადი მოძებნე, ფოტოები გადაიღე და გვაჩვენეო. ხო და ესეც წავიდა, გადაუღო და ჩაუტანა პოლიციელებს", - ამბობს ადვოკატი.

კობაურის ტელეფონში აღმოჩენილ ფოტოებზე განსხვავებული ვერსია მიაწოდა გამოძიებას ერთერთმა მწყემსმა. როგორც ირკვევა, მან 6 ივლისს კობაური სოფელ წკერეში ტელეფონების დასატენად გაგზავნა. დაგვიანების მიზეზი კი კობაურმა ასე ახსნა:

"მან მე მიპასუხა, რომ პოლიციელებს დაეხმარა გარდაცვლილი ქალის მოძენბაში, რომელიც იმყოფებოდა წყალში. თან მაჩვენა მის მიერ გადაღებული  წყალში დამხრჩვალი ქალის სურათები. თან გვეუბნებოდა, ნახეთ, რა მაგარი ქალია, თან მკერდი უჩანსო. როგორც მახსოვს, ამ დღეს კობაურმა გვითხრა შეიძლება პოლიცია დაგვეცესო, თან იყო შეშინებული. როდესაც მალხაზ კობაური პოლიციელებმა წაიყვანეს, შევამჩნიე, რომ მას გააკანკალა და იყო ძალიან შეშინებული", - ამბობს მოწმე.

საგამოძებო უწყებებს არც კობაურის დედა ენდობა და მათ მწყემსზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მალხაზ კობაურს აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს  და მტკიცებულებები გააყალბეს. 

ადვოკატს არ აქვს პასუხი, რატომ უნდა დაიჯეროს მათი ვერსიის საზოგადოებამ. მას იმის ახსნაც უჭირს, თუკი სმითების ოჯახი შვიდმა ადამიანმა ამოხოცა და არ დაინდო არც  4 წლის ბავშვი, რატომ დატოვეს ცოცხალი ასეთი დანაშაულის ერთადერთი მოწმე მალხაზ კობაური, რა იცოდნენ კობაურის ხეობაში ყოფნის შესახებ და რატომ აიყვანეს იმ ადგილას იძულებით, სადაც დაცვის ვერსიით, სმითები ჰყავდათ გაჩერებული, ეს მაშინ, როცა კონფლიქტი კობაურის იქ მიყვანის შემდეგ დაიწყო.

ყველაზე მთავარი - თუკი ეს ადამიანები ხეობაში სმითების მოსაკლავად იყვნენ ჩასულები, რთული ასახსნელია, რატომ  დარჩნენ კობაურის სანადირო თოფის იმედად, რომელსაც, თურმე საკმარისი ვაზნებიც კი არ აღმოაჩნდა ადგილზე. და ბოლოს, დაცვის როგორი სტრატეგიაც არ უნდა იყოს საგამოძიებო სისტემის დისკრედიტაცია, წარმოუდგენელია გამოძიებელს ხეობაში მწყემსისთვის დაევალებინა გვამის მოძებნა და მისთვის ფოტოების გადაღება ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. 

3 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიჯი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით, ბრალდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს მიმართეს. 14 მსაჯული (12 ძირითადი და 2 სათადარიგო) ბრალდებულს და პროკურორს უახლოეს დღეებში მოუსმენს.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2026, 17:57

მსოფლიო

საბერძნეთმა უკრაინას საზღვაო დრონის გამო დემარში გამოუცხადა

საბერძნეთმა უკრაინას ოფიციალური დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა კუნძულ ლევკასთან აღმოჩენილი დრონის გამო. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

პრემიერი: რაც იყო გაფუჭებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე, სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას

„ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა. სამართლის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, სწორედ, ეს არის ამოსავალი წერტილი. სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს

პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის კომენტირებისას.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:47

პოლიტიკა

პრემიერი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით

„2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის

ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:30

ეკონომიკა

პრემიერი: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.

ზაქარია გვიშიანი

03 ივნისი 2026, 17:24

ჯანდაცვა

მშობელი ზაქარია გვიშიანი პრემიერთან შეხვედრაზე: ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა, შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია

გადაჭრით არცერთ მედიკამენტზე ყოფილა, თუმცა ოთხივე მედიკამენტზე იყო საუბარი რა გზებით შესაძლოა აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება. საუბარი იყო ეფექტურობაზე ოთხივე მედიკამენტზე. ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა და შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია“, - აღნიშნა მან.

მიხეილ სარჯველაძე

03 ივნისი 2026, 17:23

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს მზად იქნება გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება მიღებული

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. ამ საკითხებზე კვლავ გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ მზად იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებისთვის, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ.

მარკო რუბიო ჯეი დი ვენსი

03 ივნისი 2026, 17:22

მსოფლიო

ტრამპი: ვენსისა და რუბიოს გუნდი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუმარცხებელი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს წყვილი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუმარცხებელი იქნება.

03 ივნისი 2026, 17:19

სამართალი

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 17:06

რეგიონი

ქობულეთში Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა იწყება, ღონისძიებას პრემიერი ესწრება. LIVE

მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი ქობულეთში. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა იწყება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.

03 ივნისი 2026, 17:01

სამართალი

პროკურატურამ სენაკის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფატზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ზაალ ანჯაფარიძე

03 ივნისი 2026, 16:54

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას

წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2026, 16:46

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როცა საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარეს ვითარებაში ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში არსებული საარჩევნო სისტემა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

03 ივნისი 2026, 16:26

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირმა, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგოს

ევროკავშირმა მიმდინარე წელს, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგოს ირანული კრიზისისა და გლობალური კონკურენციის გაძლიერების გამო. ინფორმაციას Bloomberg-ი ევროკომისიის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 16:10

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ანიტა ორბანი

03 ივნისი 2026, 15:45

მსოფლიო

მედია: უნგრეთის საგარეო საქმეთა ახალი სამინისტრო ათობით ჩინოვნიკს ათავისუფლებს, თუმცა ინსაიდერები ასობით დათხოვნილსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ

მიუხედავად ამისა, გამოცემა Telex-ის შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ გათავისუფლებულთა რეალური რაოდენობა 200-ს აღწევს, ხოლო თავად დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

ვახტანგ ცინცაძე

03 ივნისი 2026, 15:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ბანკმა არაერთი რეგიონის, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა.

03 ივნისი 2026, 15:24

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ის (მისამართი: აბაშა, თავისუფალების N67) ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

03 ივნისი 2026, 15:02

საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: მივიღე დაპირება, რომ №83 საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის ბოლომდე სწავლას გააგრძელებენ ახალ აშენებულ სკოლაში

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური, მუნიცაპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.