imedi /  11 იანვარი 2019, 12:31 / სანდო წყარო

სასამართლომ ხორავას საქმეზე მიხეილ კალანდიას ძმა და მამა დაკითხა

ლუკა კალანდია

ლუკა კალანდია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმის გან ხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე 6-მდე მოწმე დაიკითხება. მოწმეთა შორის იყვნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია და მამა, თენგიზ კალანდია.

როგორც მათი უფლებადამცველი, ანა კოტეტიშვილი განმარტავს, კალანდიების მიმართ კითხვები დაისვა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა რა გარემოებებზე გამახვილდა ყურადღება, ამაზე ადვოკატი არ საუბრობს, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მოწმეებს პროკურატურა დანაშაულის დაფ არვას ედავება  , სასამართლომ კი  კალანდიები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დ.ღ.  ივლისში დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

პარალელურ რეჟიმში იმართება პროცესი ხორავას საქმის გამოძიების ფარგლებში ჩადენილ კანონდარღვევებზე, მათ შორის იმ მოწმეების მიმართაც, რომლებმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს.

მკვლელობის საქმის გამოძიება ამით არ ამოწურულა და კვლავაც გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს.

ყველა სიახლე

ტეილორ სვიფტი

07 დეკემბერი 2019, 08:47

კულტურა

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები დასახელდა

29 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. 2019 წელს საკონცენტო ტურნემ და ალბომ Lover-ის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 185 მილიონი დოლარი შეადგინა.

Ericsson

07 დეკემბერი 2019, 08:38

ეკონომიკა

Ericsson-ი აშშ-ში საპროცესო შეთანხმების ფარგლებში მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის

ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედი შვედური კომპანია Ericsson-ი აშშ-ში კორუფციის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად დაახლოებით 1,1 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრ პეტროვი რუსლან ბოშიროვი

07 დეკემბერი 2019, 08:21

მსოფლიო

Spiegel: სკრიპალების მოწამლვაში ბრალდებულების წინააღმდეგ გერმანიაში გამოძიება დაიწყო

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელებით ცნობილი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს.

07 დეკემბერი 2019, 08:05

მსოფლიო

სასამართლომ ილონ მასკი უდანაშაულოდ ცნო

Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკის მიერ ბრიტანელი მყვინთავისთვის, ვერნონ ანსუორტისთვის „pedo guy“-ს (პედოფილი) წოდების გამო ლოს-ანჯელესის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 5 ქალისა და 3 კაცისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მასკს თავისი განცხადებით ანსუორტის რეპუტაცია არ შეულახავს.

წარმოება

07 დეკემბერი 2019, 01:19

ტექნოლოგიები

Ford-ი ავტოდეტალებს McDonalds-ის ყავის ნარჩენებისგან შექმნის

კომპანია Ford-ი და McDonald's-ი გაერთიანებული ძალებით ყავის ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღებენ ბიოჰიბრიდულ მასალას, რასაც შემდგომ ავტოდეტალების წარმოებაში გამოიყენებენ. ბიოჰიბრიდული მასალების გამოყენება აშშ-ის ავტოინდუსტრიაში სიახლე არ არის. მანამდე Ford-მა 2007 წელს სავარძლის შესავსებად სოიოს ქაფის გამოყენება დაიწყო.

მწვანე ბარათი

07 დეკემბერი 2019, 00:35

საქართველო

მედია: 10 წელიწადში აშშ-ის მწვანე ბარათის მფლობელი საქართველოს 8 096 მოქალაქე გახდა

აშშ-ის „მწვანე ბარათის“ მფლობელი 2019 წელს საქართველოს 1131 მოქალაქე გახდა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, 2018 წელს „მწვანე ბარათის“ გამარჯვებული 867 მოქალაქე გახდა, 2017 წელს კი 1195.

შეზღუდვა გზებზე

07 დეკემბერი 2019, 00:08

საქართველო

ქუთაისის შემოვლით გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობის ფარგლებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე, ნაწილობრივ შეიზღუდება.

ელიოტ ენგელი

06 დეკემბერი 2019, 23:33

საქართველო

ელიოტ ენგელი ქართველ მეგობრებს NDI-სა და IRI-სთან პარტნიორობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

პრინცესა დიანა

06 დეკემბერი 2019, 23:15

ტაბლოიდი

პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას აუქციონზე გაიტანენ

პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას, მათ შორის ბრიტანელი დიზაინერის ვიქტორ ედელშტეინის მიერ შექმნილ ცნობილ მოდელს აუქციონზე გაიტანენ. დიანას მუქი ლურჯი უმკლავო კაბა თეთრ სახლში 1985 წელს მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ვახშამზე ეცვა. მან ამ დღეს ტრავოლტასთან ერთად იცეკვა და კაბამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

06 დეკემბერი 2019, 22:53

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაცნო. საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2019, 22:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

„ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ვარსკვლავის გახსნა

06 დეკემბერი 2019, 22:42

კულტურა

გორში, ერისთავის თეატრთან ლეო ოზგებაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

პირველი ვარსკვლავი ერისთავის თეატრის წინ. დამსახურებულ არტისტს და გორელების საყვარელ მსახიობ ლეო ოზგებაშვილს ფოიერვერკის თანხლებით ვარსკვლავი გაუხსნეს. ის წელს იუბილარია, დაბადებიდან 80 და სცენაზე ყოფნის 60 წლისთავს აღნიშნავს.

06 დეკემბერი 2019, 22:33

საქართველო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს

„შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება.

მუზეუმი

06 დეკემბერი 2019, 22:31

კულტურა

გერმანულ მუზეუმს 40 წლის წინ მოპარული 5 ნახატი დაუბრუნეს

საუბარია უფროსი ჰანს გოლბეინის, უფროსი იან გრეიბელის, ანტონ ვან დეიკის, ფრანს ჰალსისა და იან ლივენსის ტილოებზე. ეს ნახატები მუზეუმიდან 1979 წლის დეკემბერში მოიპარეს. ეს მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა გახდა.

ლიბრა

06 დეკემბერი 2019, 22:17

ეკონომიკა

ევროკავშირი ბაზარზე Facebook-ის კრიპტოვალუტას არ დაუშვებს

Facebook-ი კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვებას 2020 წლიდან გეგმავს, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე მისი გამოყენება არ მოხდება. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Libra-სთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცესი უნდა დასრულდეს და არსებული რისკები შეფასდეს.

ციგურაობა

06 დეკემბერი 2019, 22:10

სპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდა , სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ თავიანთი სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში პირველად, 142 ,54 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

პრემიერა

06 დეკემბერი 2019, 21:59

კულტურა

მარჯანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერისთვის ემზადებიან. რეჟისორმა გიორგი კავილაძემ სპექტაკლი „ვარდის სვირინგი“, ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. პრემიერა 8 დეკემბერს არის დანიშნული.

06 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ევროკავშირში 2020 წლიდან ავტოგამონაბოლქვზე რეგულირება მკაცრდება

2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში ავტომანქანების მწარმოებელი კომპანიებისთვის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი წესები ამოქმედდება. კერძოდ, ავტომობილებმა 1 კილომეტრის გავლისას გამონაბოლქვში 95 გრამ ნახშირორჟანგზე მეტი არ უნდა გამოყონ.

ბერი

06 დეკემბერი 2019, 21:27

ძალოვნები

რას წერს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი აღიარებით ჩვენებაში

„ქრონიკამ“ იმ ათონელი ბერის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რომელსაც სამართალდამცველები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. როგორც ჩვენებაში წერია, ათონში მოღვაწე ბერმა მალანიას ჩანთა თბილისში წასაღებად გადასცა, თუმცა არ უთქვამს, რომ მასში ნარკოტიკი იყო მოთავსებული.

ექსტრადიცია

06 დეკემბერი 2019, 21:10

ძალოვნები

საქართველომ რუსეთს ძმები გლუშკოვები გადასცა

რუსეთის პროკურატურის მიერ თაღლითობაში ბრალდებული ძებნილი ძმები გლუშკოვები, საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა. მანამდე ვლადიმერ და ალექსანდრე გლუშკოვების რუსეთში ექსტრადირებაზე ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა. Imedinews-ს ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს.