რას ამბობს სმითების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი აღიარებით ჩვენებაში. ვიდეო
რაიან და ლორა სმითები
ფოტო: Facebook
სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა. კადრები, რომელიც "იმედის კვირამ" მოიპოვა 2018 წლის 8 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ზუსტად იმ დროს არის გადაღებული, როცა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა და ორი ადამიანის, მამა - შვილის მკვლელობა აღიარა. მამას ორჯერ ესროლა, რისი თვითმხილველიც ბიჭი იყო, რომელმაც ტირილი დაიწყო, რაზეც კობაური გაღიზიანდა და თავზე მიბჯენით მოკლა მცირეწლოვანი ბიჭი. კობაური ჩვენებაში იხსენებს, რის გამო დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ არაფერს ამბობს ლორა სმითის გაუპატიურების და შემდეგ მკვლელობის შესახებ. პირიქით, მან თავდაპირველად სულ სხვა ვერსია უამბო გამომძიებლებს.
კერძოდ, კობაური იტყუება, როცა ამბობს, რომ სროლის შემდეგ ლორა სმითი გაიქცა. მეუღლის და შვილის მკვლელობა ლორა სმითს არ უნახავს, ის ქმარ-შვილს ჩანჩქერზე არ გაჰყოლია. შესაბამისად ის ვერ დაინახავდა სროლის მომენტს. კობაური ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ქალი გაიქცა და რეაქცია არ ჰქონია შვილის მკვლელობაზე. ლორა სმითი მკვლელობის მომენტში შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით იყო, იმ ადგილას, სადაც კარავი იყო გაშლილი და სადაც ღამის გათენებას აპირებდა ოჯახი.
"იმედის კვირამ" ასევე მოიპოვა საქმის მასალებში დაცული ფოტოები, რომელსაც რამდენიმე დღეში სასამართლოზე წარადგენენ. კადრები საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაა გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ კობაური სამართალდამცველებს ათვალიერებინებს იმ ადგილს, სადაც მამა შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, კადრში ჩანს ჩანჩქერიც, რომლის ნახვაც უნდოდათ სმითებს. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებულ ფოტოებში მოხვდა ის თოვლის ზვავიც, სადაც 5 დღის განმავლობაში იყო გადამალული მოკლული ბავშვის ცხედარი.
მცირეწლოვანი ბიჭის სხეული კობაურმა მკვლელობის ადგილიდან 15 მეტრში თოვლში დამარხა. გვამთან ერთად იპოვეს სმითების კუთვნილი ფოტოაპარატი, რომლით გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზეც მალხაზ კობაური სანადირო თოფით ჩანს. აქ საინტერესოა ერთი რამ, ამ ფოტოებით დასტურდება, რომ კობაური მარტო მოქმედებდა, მას არ ჰყავდა თანამზრახველი. გამოძიებით მოპოვებული ყველა მტკიცებულებით დასტურდება რომ იმ ტერიტორიაზე სადაც მკვლელობა მოხდა სხვა, უცხო პირი არ ყოფილა.
რაც შეეხება დაზიანებებს, რომელიც ექსპერტიზით დადგინდა. საქმის მასალებით ჩანს, რომ ქალს დაზიანებები მკვლელობამდე მიაყენა ბრალდებულმა. რაც შეეხება მის მეუღლეს, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა რომ რაიან სმითმა სიკვდილის შემდეგ მიიღო მრავლობითი მოტეხილობები, მათ შორის ხერხემლის მალების. ამ ფაქტს დაცვის და ბრალდების მხარე განსხვავებულად ხსნის.
ადვოკატი ირწმუნება, რომ კაცის გვამი გადაადგილებულია და სწორედ მაშინ დააზიანა ვიღაცამ, ბრალდების მხარე კი ამბობს რომ მდინარეში დაზიანდა სხეული.
კობაურის ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებსაც და ამტკიცებს, რომ დასკვნა გაყალბებულია.
სასამართლოზე კობაურის წინააღმდეგ წარადგენენ მის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ კადრებსაც. ფოტოებზე მოკლული ლორა სმითი ჩანს, ფოტოს ავტორი კი ბრალდებულია.
საინტერესოა ისიც, რომ კობაურის ბრალეულობის შესახებ თავდაპირველად მწყემსებმა იეჭვეს. ჩვენებების მიხედვით, როცა კობაურმა გაიგო, რომ ხეობაში პოლიციელები გამოჩნდენ, მან მწყემსების თანდასწრებით აიღო თოფი, გაახვია ის ნაჭერში და გადამალა. ამან მწყემსები დააეჭვა და მათ სამართალდამცველებს შეატყობინეს.
"იმედის კვირის" ინფორმაციით, სმითების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 5 მარტს დაიწყება. მალხაზ კობაური ახლა გლდანის მე - 8 დაწესებულებაშია და პირველ სასამართლო სხდომას ელოდება. ამ გახმაურებული საქმის სხდომას დაესწრებიან სმითების ოჯახის წევრებიც და საელჩოს წარმომადგნელებიც.
სმითების მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტი მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა და 12 მსაჯულმა უნდა გამოუტანონ. ამ საქმეზე განაჩენი მარტის ბოლომდე გამოცხადდება, რადგან 9-თვიანი ვადა სწორედ 9 აპრილს იწურება.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 09:14
საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.
26 თებერვალი 2026, 09:02
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 08:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.
26 თებერვალი 2026, 08:54
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.
26 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 08:30
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.
26 თებერვალი 2026, 08:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას
ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.
26 თებერვალი 2026, 08:16
სპორტი
სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა
მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 08:14
საზოგადოება
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.
26 თებერვალი 2026, 08:05
კულტურა
გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
26 თებერვალი 2026, 08:00
საზოგადოება
ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:16
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს
უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.
26 თებერვალი 2026, 02:52
მსოფლიო
CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 02:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
26 თებერვალი 2026, 01:21
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა
უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 01:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი სამშვიდობო პოლიტიკაც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
26 თებერვალი 2026, 00:59
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანულ პოლიტიკურ პარტია Restore Britain-ს მხარდაჭერას უცხადებს - „ის გაიმარჯვებს. მან უნდა გაიმარჯვოს. ბრიტანეთის გადასარჩენად“
ტექნოლოგიური გიგანტი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ახალი მოძრაობის, Restore Britain-ის შესახებ, რომლის რეიტინგიც უკვე 7%-ს აღწევს.
26 თებერვალი 2026, 00:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „ღამის კურიერში" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცინიკური, საფუძველს მოკლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.
26 თებერვალი 2026, 00:40
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა
მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება პოლიციის მიერ იმ პენსიონერი მამაკაცის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, რომელმაც კანცლერ ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.


