imedi /  15 აპრილი 2019, 10:45 / სანდო წყარო

ბიზნესომბუდსმენი: ბიზნესსექტორზე საბანკო რეგულაციების გავლენა კრიტიკულ საკითხად რჩება

ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. მან  2019 წლის I კვარტალში ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ილაპარაკა.

„კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნესსექტორზე, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნესაქტივობაზე“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მისივე თქმით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.

„მიგვაჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა განიხილოს და მიწის მესაკუთრეებს შესთავაზოს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნესსაქმიანობის გაგრძელება“, - თქვა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ასევე, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე. მისივე თქმით, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება. 

"მსგავსი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ“, - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასევე არის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ ერთ სუბიექტთან მიმართებით კანონიერი გადაწყვეტილება პრაქტიკაში არ ვრცელდება.

„მიგვაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირდაპირ უგულვებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2025, 12:04

მსოფლიო

რომის პაპი გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 11:45

სპორტი

გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

21 აპრილი 2025, 11:42

მსოფლიო

რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანიდან მორწმუნეებს მიესალმა, სააღდგომო მიმართვა კი მის ნაცვლად არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა

სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა, მორწმუნეებს მიესალმა და სიტყვა არქიეპისკოპოსს გადასცა.

21 აპრილი 2025, 11:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებაზე რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებაზე, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ, რის შემდეგაც ორივე ქვეყანა, შეერთებულ შტატებთან ბიზნესის წარმოებას დაიწყებს.

21 აპრილი 2025, 11:28

მსოფლიო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, ტრამპის ადმინისტრაციას, უცხოელი მტრების შესახებ კანონის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია აუკრძალა

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, ტრამპის ადმინისტრაციას, უცხოელი მტრების შესახებ კანონის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია აუკრძალა.

21 აპრილი 2025, 11:21

მსოფლიო

The Wall Street Journal: დონალდ ტრამპი უკრაინას, ომის დასრულებისთვის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას შესთავაზებს

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას ითვალისწინებს.

21 აპრილი 2025, 11:19

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა პუტინის მიერ გამოცხადებული ზავი 2935-ჯერ დაარღვია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა პუტინის მიერ გამოცხადებული ზავი 2935-ჯერ დაარღვია. უკრაინის პრეზიდენტი დაეყრდნო არმიის სარდლის, სირსკის ანგარიშს და აღნიშნა, რომ უკრაინა სარკისებურ ქმედებებს განაგრძობს.

დავით ქართველიშვილი

21 აპრილი 2025, 11:12

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა „ლე ფიგაროს“ სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ეწევიან ისლამის პროპაგანდას.

21 აპრილი 2025, 11:09

მსოფლიო

კიევის რუსულ ქალაქად მოხსენიების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „FOXNEWS“- ისგან ბოდიშს ითხოვს

უზუსტობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურების ტრანსლაციისას მოხდა. თავდაპირველად ეთერში იყო წარწერა „უკრაინა, კიევი“, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა „კიევი, რუსეთი“ და ეს წარწერა დიდი ხნის განმავლობაში იყო ეთერში.

ილჰამ ალიევი

21 აპრილი 2025, 11:08

მსოფლიო

ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყოვლადწმინდა სამების ტაძარი

21 აპრილი 2025, 10:43

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

21 აპრილი 2025, 08:35

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

21 აპრილი 2025, 08:00

საზოგადოება

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

დავით მათიკაშვილი

20 აპრილი 2025, 23:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში., - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

ალექსანდრე დარახველიძე

20 აპრილი 2025, 22:52

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო

პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბერს ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მოქმედებებს, კორდონში დგომის დროს მას მოხვდა აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში, წაიქცა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, - განაცხადა „იმედის კვირაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2025, 22:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას

როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება - გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია გამოგვრჩეს რა ფორმა მისცეს კორუფციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:48

საზოგადოება

„ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან

კიდევ ერთი ახალი პროექტი - ყველაზე აზარტული, ყველაზე სახალხო ამერიკული შოუს ქართული ანალოგის ტელეპრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 25 აპრილს შედგება.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2025, 21:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში

ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:23

პოლიტიკა

რადიკალიზმის მძიმე შედეგი - პოლიციელმა აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად, 29 ნოემბერს, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ექიმების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

20 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

გამჭვირვალობის მტკივნეული ეფექტი რადიკალებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გამჭვირვალობა გამჭვირვალობის წინააღმდეგ - ასეთ აბსურდს სთავაზობს ეკა გიგაური საზოგადოებას, პოლიტიკოსი „ენჯეოს“ მანტიით.