პარლამენტში ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა. მთავარი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მოსმენა დასრულდა. მოსმენა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ვანო მაჭავარიანი პარლამენტში "ევროპული საქართველოს“ მიწვევით იყო მისული.
სიტყვიერი დაპირისპირება მინისტრსა და გიგა ბოკერიას შორის მოხდა, აზრთა სხვადასხვაობა კი დაგროვებითი პენსიის რეფორმამ გამოიწვია. ასევე ხმაურით განიხილეს სესხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები. დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ საკომიტეტო მოსმენის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ გაამახვილა ყურადღება. დარბაზში ხმაური იყო მაშინაც, როდესაც კითხვა დასვა რომან გოცირიძემ, რომელიც ვალების განულების პროგრამას შეეხებოდა.
„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საბანკო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრისას.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, დაკრედიტების პროცესში ჩამოყალიბდა რამდენიმე არასწორი პრაქტიკა და გამოწვევა. ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე დაასახელა, ასევე, ისაუბრა სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე, რაზეც ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებდნენ.
„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იყო შავ სიაში. ე.წ. ონლაინ სესხები გაიცემოდა, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის?!“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რეფორმა საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ შეფასებებზე, რომლებიც ასახულია სარეიტინგო სააგენტოების მიერ გაკეთებულ დასკვნებში. მაგალითისთვის მან მოიყვანა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საპენსიო სისტემა არის რეფორმა, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში, იქნება საგარეო რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები. ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს, არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრმა საკომიტეტო მოსმენის დროს ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებზე. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში.
როგორც მან განაცხადა, სსფ-მ არაერთხელ აღიარა, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა, სწორედ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი.
„ეკონომიკური რეფორმები ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრმა უპასუხა "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელსაც და თქვა, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადასახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც "ომეგასთან".
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით
ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
16 სექტემბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა
პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პარტიის „საქართველოსთვის“ დამატების საკითხის განხილვისას. მისი თქმით, ამიერიდან, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომელიმე ორგანიზაცია კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის, ვალდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
16 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს
აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიის“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იმავე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
16 სექტემბერი 2026, 23:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია
ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 23:10
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე გაკეთდა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი დასრულების პერსპექტივის გარეშე გრძელდება, რაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას აუცილებელს ხდის.
16 სექტემბერი 2026, 23:06
სპორტი
საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა
საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა
16 სექტემბერი 2026, 23:05
პოლიტიკა
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
16 სექტემბერი 2026, 22:51
მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი ახალი მთავრობა კოკაინის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწევს.
16 სექტემბერი 2026, 22:33
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: კანონიერი საპროტესტო აქციები და დამოუკიდებელი ლობირება დაცული უფლებებია, თუმცა, თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობის ფედერალური კანონები - ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
16 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა
დღეს დილით, რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ფონდის საწყობი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა.
16 სექტემბერი 2026, 21:57
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი „სიფათი“ სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.
16 სექტემბერი 2026, 21:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი Wolt-ს: თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა, როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის „შემოქმედია“, თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ
დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა - როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის "შემოქმედია", თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Wolt-ის სარეკლამო კამპანიას.
16 სექტემბერი 2026, 21:34
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი: არც სწორია და არც რეალისტური, ველოდოთ ასე ბევრს ერთი ქვეყნისგან - იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ქვეყანა შეერთებული შტატებია
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, გადახედონ ალიანსის შიდა ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას.
16 სექტემბერი 2026, 21:18
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.
16 სექტემბერი 2026, 20:55
სამართალი
თბილისისა და რაიონულმა სასამართლოებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისისა და რაიონულმა სასამართლოებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.
16 სექტემბერი 2026, 20:55
ჯანდაცვა
სოციალური და ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის მერიისგან - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას.
16 სექტემბერი 2026, 20:52
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ სანქციების შემსუბუქება მიუღებელია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ სანქციების შემსუბუქება მიუღებელია.
16 სექტემბერი 2026, 20:48
პოლიტიკა
გასაიდუმლოებული შეხვედრა ოპოზიციასთან და ნორვეგიის საელჩოს დუმილი - „ქრონიკა“ დიპლომატიური მისიისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება
რა მიზნით შეხვდა ნორვეგიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაარღვია თუ არა დიპლომატმა დიპლომატიური სტანდარტი? „ქრონიკას“ ამ კითხვებზე პასუხი საელჩოსგან ამ დრომდე არ მიუღია.
16 სექტემბერი 2026, 20:40
სამართალი
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და პატიმრობა 13 წლით - გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სუსის ყოფილი უფროსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გრიგოლ ლილუაშვილს ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი წარდგენილ ოთხივე ბრალდებაში დამნაშავედ არის ცნობილი.
16 სექტემბერი 2026, 20:38
სამართალი
ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილება და გარედან დაფინანსებული ჯგუფების შეტევის შედეგი - ვინ მიაყენა ზიანი საქართველოს? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი სიცრუე კონკრეტული ჯგუფებისა და მედიასაშუალებებისგან. საქმე ეხება ცნობას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ ქართულ მხარეს, კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ, 400 მილიონის გადახდა დააკისრა. რეალურად კი ნამახვანჰესის საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სასამართლო პროცესზე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საპროცესო საკითხები განიხილეს.


