imedi /  01 მაისი 2019, 17:10 / სანდო წყარო

ქალთა მოძრაობამ ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობაზე მანიფესტი გაავრცელა

ქალთა უფლებები

დღეს საქართველოში კაცებსა და ქალებს შორის შემოსავლის სხვაობა 36%-ია. ასეათია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ქალთა მოძრაობის აქტივისტებმა წარადგინეს. მათი განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს ხედვა და სტრატეგია ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ქალთა მოძრაობის აქტივისტები ამბობენ, რომ ეს პრობლემა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს ხაირად აწუხებთ. მათი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ფინანსური სექტორი, სადაც ქალთა და კაცთა ხელფასებს შორის სხვაობა 50%-ია. მათივე ინფორმაციით, თითქმის ყველა სფეროში მაღალ თანამდებობებზე კაცებს ნიშნავენ. 

ქალთა მოძრაობამ სახელფასო სხვაობაზე მანიფესტიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დღეს საქართველოში:

· 240 000 ქალი იღებს საარსებო შემწეობას. 
· ქალი კაცზე ბევრად ღარიბია.
· კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ლარზე ქალს 64 თეთრს უხდიან. 
· ქალები დასაქმებულები არიან ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორებში.
· ყოველი მეხუთე ქალი ოჯახში დიასახლისად ქმრის მოთხოვნის გამო რჩება. 
· დიასახლი სახლში შრომობს საშუალოდ 45 საათს ანაზღაურების გარეშე.
· ქალის შრომა სახლში უხილავი და აუნაზღაურებელია.
· ძალადობის მსხვერპლ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ, უსახსრობისა და უბინაობის გამო ისინი ხშირად მოძალადესთან ბრუნდებიან.  
· საფინანსო სექტორში კაცის საშუალო ხელფასი 2 360 ლარით აღემატება ამავე სექტორში ქალის საშუალო ხელფასს. 
· ორგანიზაციების მმართველ რგოლში ქალები მხოლოდ 20%-ს შეადგენენ.

ქალთა მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს შეიმუშაოს და გაატაროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა; მოიზიდოს ინვესტიციები და განავითაროს მზრუნველობითი სერვისები ქვეყანაში; შეიმუშაოს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი შრომისათვის; შეიმუშაოს მეთოდოლოგია შრომის შესაფასებლად და შესადარებლად და შექმნას თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი.

ქალთა მოძრაობა კერძო სექტორს მოუწოდებს საკუთარ კორპორაციაში შეისწავლოს და აღმოფხვრას არათანაბარი ანაზღაურება სქესის ნიშნით.

ქალთა მიძრაობის აქტივისტებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს სახელფასო სხვაობის გამომწვევ მიზეზებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

ყველა სიახლე

გადაიღე საქართველოში

22 ივლისი 2019, 18:00

კულტურა

საქართველოში რეალური ამბის მიხედვით ტაილანდურ სერიალს იღებენ

სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. რაც შეეხება სერიალის შინაარს, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე. პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები.

პროტესტი

22 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

ეთიოპიაში სამართალდამცველებთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

სიდამას რეგიონში აქციის დროს უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღიდან ისროლეს. სიდამას ეთნიკური ჯგუფის აქტივისტებს მათი დამოუკიდებელი, ფედერალური სახელმწიფოს გამოცხადება სურდათ. სიდამა ეთიოპიაში სიდიდით მეხუთე ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია, რომელიც პოპულაციის 4%-ს შეადგენს.

პარიზი

22 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულად დაცხება

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. ქვეყანაში ამინდის კონტროლის ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსამდე გათბეს. ივნისის ბოლოს ევროპის დიდ ნაწილში და საფრანგეთში ძლიერი სიცხე დაფიქსირდა.

ფხენიანი

22 ივლისი 2019, 17:33

ტექნოლოგიები

მედია: Huawei ჩრდილოეთ კორეას უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა

კომპანია Huawei ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კომერციული უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისი ინფორმაციით, გასული 8 წლის განმავლობაში Huawei-მ ჩინურ სახელმწიფო კომპანია Panda International Information Technology Co Ltd-სთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე პროექტი განახორციელა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 17:23

მსოფლიო

ოქრუშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას შერჩევით სამართალს უწოდებს

შერჩევითი სამართალი-ასეთია ირაკლი ოქრუაშვილის შეფასება მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი განაცხადა. რა ფორმით გააგრძელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმის დამტკიცებას, რომ ტელეკომპანია რეალურად ყოველთვის მას ეკუთვნოდა და არა ქიბარ ხალვაშს, ადვოკატებთან ერთად ამ დღეებში გადაწყვეტს.

ქობულეთის საავადმყოფო

22 ივლისი 2019, 17:08

საქართველო

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში დამსვენებლები სავარაუდოდ საკვებით მოიწამლნენ

ათივე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. რაც შეეხება თავად სასტუმროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით დაწესებულების კვების ობიექტი შემოწმდა და სინჯებიც აიღეს, პასუხი კი შემდეგ კვირაში იქნება. პაციენტები ამბობენ, რომ ისინი ხაჭაპურის ჭამის შემდეგ მოიწამლნენ.

ემანუილ ფილებერტო დი სავოია
იტალიელი პრინცი

22 ივლისი 2019, 16:58

ტაბლოიდი

პარიზში იტალიელი პრინცის სახლი გაძარცვეს

პარიზში იტალიელი პრინცის ემანუილ ფილებერტო დი სავოიას ბინა გაძარცვეს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მძარცველებმა პრინცის სახლიდან ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები წაიღეს, რომლის ღირებულებაც €500 ათასია.

22 ივლისი 2019, 16:42

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე მოკლე IQ ტესტი 3 კითხვისგან შედგება

ექსპერიმენტის ფარგლებში ფრედერიკმა მისი ამოხსნა 3 000 ადამიანს დაავალა, რომლებიც სხვადსახვა სფეროდან და განათლების განსხვავებულ დონეზე იყვნენ. სამივე პასუხზე ყველა სწორი პასუხი მონაწილეების მხოლოდ 17%-მა გასცა.

22 ივლისი 2019, 16:41

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენება კვლავ არ მისცეს

მოსამართლემ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებისთვის ბოლოჯერ გააფრთხილა და ბრალდებულებს ჩვენების მისაცემად ვადა 21 აგვისტომდე მისცა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მხოლოდ დაცვის მხარის ის შუამდგომლობა განიხილა, რომლის მიხედვითაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, დიქტოფონს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დელფინი

22 ივლისი 2019, 16:41

მსოფლიო

ისლანდიაში ზღვამ სანაპიროზე 50 მკვდარი დელფინი გამორიყა

სანაპიროზე შექმნილი ვითარება ვიდეოზე ტურისტმა გადაიღო და ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა. თვითმხილველის თქმით, დელფინთა ნაწილზე მან ჭრილობები შენიშნა, რომელიც საზღვაო ბიოლოგის ედა ელიზაბეთ მაგნუსდოტირის მოსაზრებით, დელფინთა ერთი ჯგუფი შესაძლოა ძლიერი დინების გამო აღებულ მარშრუტს აცდა.

ევრობასკეტი 2021

22 ივლისი 2019, 16:25

სპორტი

2021 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთი და ფინეთი იქნებიან, კიდევ ერთი მეტოქის ვინაობას კი 21 აგვისტომდე ერთმანეთში წინასაკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეები შვეიცარია, ისლანდია და პორტუგალია გაარკვევენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

წყალდიდობა ინდოეთში

22 ივლისი 2019, 16:05

მსოფლიო

სამხრეთ აზიის ქვეყნებში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია

ინდოეთში, ბანგლადეშსა და ნეპალში ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი მეწყრული პროცესებისა და წყალდიდობების გამო დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. ინდოეთში, ბიჰარის შტატში წყალდიდობას 102 ადამიანი ემსხვერპლა. ბანგლადეშში გარდაცვლილია 47 ადამიანი, ნეპალში კი უგზო-უკვლოდ 120 ადამიანია დაკარგული.

პოლიცია

22 ივლისი 2019, 16:00

ძალოვნები

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

კენია

22 ივლისი 2019, 15:56

მსოფლიო

კენიის ფინანსთა მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ჰენრი როტიჩს 450 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ხელშეკრულება იტალიურ კომპანია CMC de Ravenna-სთან გაფორმდა და მისი მიზანი ორი კაშხლის აშენება იყო. პროკურატურას ასევე ბრძანება აქვს გაცემული ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ 20 პირის დაკავების შესახებ.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 15:23

საქართველო

ოქრუაშვილმა აღიარა, რომ გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ 2014 წელს ცრუ ჩვენება მისცა

"დამიკავშირდნენ, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა. 2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 15:22

საქართველო

ოქრუაშვილი: 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მე დავაფინანსე

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, მას ამის ბერკეტი მაშინაც ჰქონდა, ახლაც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება.

ძილი

22 ივლისი 2019, 15:11

ტექნოლოგიები

დაწოლამდე 90 წუთით ადრე აბაზანის მიღება უკეთ გამოძინებაში დაგეხმარებათ

ძილის წინ ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურა სტანდარტულზე ოდნავ მცირდება და ასეა დილამდე. შემდეგ ტემპერატურა ისევ იწყებს ზრდას და ასრულებს ბიოლოგიური საათის ფუნქციას. თბილი შხაპი ან აბაზანა ხელებსა და ფეხებში სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს სხეულიდან ჭარბი სითბოს გამოყოფას.

გემი „ივან გოლუბეცი“

22 ივლისი 2019, 14:59

საქართველო

მავრიტანიაში დამწვარ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის „ივან გოლუბეცის“ ბორტზე ხანძრის გაჩენის დროს 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვების ბრძანება მისცა.

ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი

22 ივლისი 2019, 14:54

საქართველო

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი: დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ქიბარ ხალვაში არ დგას

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. აქიმიძე და დვალი მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-ი პარტიული ზეგავლენისგან უნდა გათავისუფლდეს, რათა ე.წ მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია აღიდგინოს.

ქიბარ ხალვაში

22 ივლისი 2019, 14:52

ძალოვნები

ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს“, - განმარტა ბარაჩაშვილმა.