imedi /  05 მაისი 2019, 13:44 / სანდო წყარო

მთაწმინდის პარკში ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარისხის ნიშნის მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.

პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რაც სწორედ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული პროდუქციის წარმოების გზით მიიღწევა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეტაპობრივად გადასახადისგან სრულად გაათავისუფლებს.

"ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან. უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანაა, ასეთ წამოწყებებს მივცეთ მაქსიმალური ფინანსური სტიმული, რათა ყველა საწარმო გადაერთოს სწორედ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებაზე.  მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება და ეს არის შანსი საქართველოსთვის, ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბაზარზე, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოში ახალი მცირე საწარმოების შექმნას წაახალისებს, რაც საბოლოოდ სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხის ნიშნის მიღება ნებაყოფლობითია, მთავრობის მეთაურმა მეწარმეებს ამ შანსის გამოყენებისკენ მოუწოდა. ბახტაძე მიიჩნევს, რომ ეს გაზრდის საწარმოთა კონკურენტუნარიანობას და ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. პრემიერმა ჩაისა და თაფლის წარმოების მიმართულებით არსებულ კონკრეტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

„მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა მცირე საწარმოების რიცხვი, რომლებიც აწარმოებენ ნატურალურ თაფლს, ასევე იწყებენ ჩაის წარმოებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ისინი, ვინც ხარისხის ნიშნის მიღებით უპირველეს ყოვლისა მოგებული დარჩებიან, იქნებიან თაფლისა და ჩაის, ღვინის, ყველისა  და სხვადასხვა რძის პროდუქტის მწარმოებლები. ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავიყვანოთ მთელი სოფლის მეურნეობის წარმოება ბიოლოგიურად სუფთა, ხარისხიან წარმოებაზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შანსია “, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხარისხის ნიშნის  პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა. უწყების ახალი რეგულაციით - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესით“, განსაზღვრულია 11 კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი, მათ შორის - „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“, „ტრადიციული პროდუქტი“, „ქართული ხარისხი“, „ბალახით ნაკვები“,  „ხელით დამზადებული“, „მთის პროდუქტი“,  „ტყეში ნასუქი“, „პირდაპირი დაწურვის წვენი“, „ბიოპროდუქტი“, „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“. სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 ივლისი 2026, 00:55

მსოფლიო

ერდოღანი ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: არავითარ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებას იმ მკვლელთა ქსელისგან, რომლის ხელებზეც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის უმეტესად ბავშვებისა და ქალების, სისხლია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს ისრაელს საპასუხო კრიტიკით მიმართა მას შემდეგ, რაც კვირას ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გივი მიქანაძე

01 ივლისი 2026, 00:42

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური უფასოა

„მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. შედეგად, საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური უფასოა - საბავშვო ბაღები, სკოლები, კოლეჯები. ახლა კი უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თუ აქვს სურვილი, აქვს მიზანი, აქვს მოტივაცია, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ მას ხელს“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

01 ივლისი 2026, 00:36

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა სუვერენიტეტის დაცვის ოფისის გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა სამშაბათს სუვერენიტეტის დაცვის ოფისის გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 135-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 44 იყო, ხოლო 6-მა თავი შეიკავა.

01 ივლისი 2026, 00:24

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 943-ს მიაღწია

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 943-ს მიაღწია. სტიქიური უბედურების მეექვსე დღეს სამაშველო ოპერაციები კვლავ ინტენსიურად გრძელდება.

გივი მიქანაძე

01 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის, დღეს კომპანიამ უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ საერთაშორისო ხარისხის კონტროლი

სამი თვის წინ დავიწყე პროექტი „მინისტრის შეხვედრა მშობლებთან“ და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

30 ივნისი 2026, 23:14

სპორტი

ნორვეგიამ კოტ-დ’ივუარი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა 1/16 ფინალში კოტ-დ’ივუარის გუნდი დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

30 ივნისი 2026, 22:50

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსეთს შეუძლია ბრიანსკის ოლქიდან ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით შეტევა წამოიწყოს

რუსეთს შეუძლია ბრიანსკის ოლქიდან ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით შეტევა წამოიწყოს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

ზაქარია წიკლაური

30 ივნისი 2026, 22:04

პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური: პოლიტიკური პოლარიზაციის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციებისა და გარე ზეწოლის მიუხედავად, დედაქალაქის გუნდი აკეთებს ყველაფერს, რაც მოსახლეობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება

თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და მასშტაბურობაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტი მასშტაბური იქნება და ამ დროისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

30 ივნისი 2026, 21:51

მსოფლიო

Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას

გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 ივნისი 2026, 21:31

მსოფლიო

ტრამპი: უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, რაც ამ პროცესის მიმდინარეობისას უკვე დადასტურდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მეთიუ უიტაკერი

30 ივნისი 2026, 21:07

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო

აშშ-ის „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) პროგრამამ, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ ფინანსდება კიევისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების მიზნით, შეერთებულ შტატებს უკვე 6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა.

30 ივნისი 2026, 21:04

რეგიონი

„ახალციხელობა“ - სახალხო დღესასწაული ახალციხეში. „ქრონიკა“ რაბათის ციხიდან

მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნება წელს შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაული - „ახალციხელობა“. გაიმართა ძველი ქართული ასპარეზობები და ორთაბრძოლები. რაბათის ციხეზე ქორეოგრაფიულმა და საგუნდო ანსამბლებმა მრავალფეროვანი ნომრები წარმოადგინეს.

30 ივნისი 2026, 20:56

ჯანდაცვა

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა.

დავით ქართველიშვილი

30 ივნისი 2026, 20:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის, თურქეთში ვიზიტსა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ეხმიანება.

30 ივნისი 2026, 20:51

ეკონომიკა

საქართველოს ახალი ეკონომიკური პარამეტრები საქსტატის მონაცემებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%, მაისის რეალური ეკონომიკური ზრდა კი 6.4%. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

30 ივნისი 2026, 20:48

მსოფლიო

საფრანგეთის „მწვანეთა“ პარტიამ განაცხადა, რომ მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმს დააყენებს, რაც უკავშირდება ტემპერატურული რეკორდების ფონზე მთავრობის არაეფექტურ მუშაობას

საფრანგეთის „მწვანეთა“ პარტიამ სამშაბათს განაცხადა, რომ მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმს დააყენებს, რაც უკავშირდება ტემპერატურული რეკორდების ფონზე მთავრობის არაეფექტურ მუშაობას.

30 ივნისი 2026, 20:42

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილი 10-ზე მეტი შემთხვევა განიხილეს. ნაწილის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ცნობილია.

30 ივნისი 2026, 20:36

ეკონომიკა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. აღნიშნულ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად არსებული ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია.

30 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმა - ფულის შეგროვება საწევროს შემოღებით და მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია მოქმედი თავმჯდომარის გარეშე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციხიდან შეკვეთილი რეფორმის პრეზენტაცია პარტიის თავმჯდომარის გარეშე. სააკაშვილის ინიციატივა, რომლის ამოცანა პატიმრის აზრით - მეტი სახალხოობა და შიდა დემოკრატია უნდა იყოს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოისმინა.

30 ივნისი 2026, 20:22

პოლიტიკა

გერმანიის ელჩის „ფრანგული წასვლა“ - პეტერ ფიშერმა დიპლომატიური მისია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისი ბერლინის გადაწყვეტილებას ელის. ვინ შეცვლის პეტერ ფიშერს, ჯერ უცნობია. მანამდე კი გერმანიის ყოფილი ელჩის „ფრანგული წასვლა“ დიპლომატისადმი უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა საქართველოში.