imedi /  10 მაისი 2019, 21:43 / სანდო წყარო

Marriott-მა ჰაკერული თავდასხმით დაზარალებულებს $72 მილიონი გადაუხადა

სასტუმრო Marriott -ი

სასტუმრო Marriott -ი

2019 წლის პირველ კვარტალში სასტუმროების ცნობილმა ბრენდმა Marriott -მა $72 მილიონი დოლარით იზარალა, - წერს CNN-ი. კომპანიამ ეს თანხა მოხმარებელს დაზღვევის სანაცვლოდ გადაუხადა. 

მიზეზი ჰაკერული თავდასხმა გახდა, რის შედეგადაც 383 მილიონი სტუმრის პერსონალური ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი. ქსელი ჰაკერებმა პირველად 2014 წელს დააზიანეს. პროცესი 2018 წლამდე გრძელდებოდა. თუმცა კომპანიამ ეს ფაქტი არ გაასაჯაროვა. 

ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა Marriott -ის ქსელის მომხმარებლების ელექტრონული მისამართები, ტელეფონის ნომრები, საპასპორტო და საკრედიტო ბარათების მონაცემები.  

Marriott -ის საოპერაციო მოგება $482 მილიონით შემცირდა. აქციების გამოსყიდვის მაჩვენებელმა 5% შეადგინა. ინციდენტის გახმაურების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 1%-ით დაეცა. 

2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ Marriott-ის ქსელის ხელმძღვანელობა მზადაა 500 მილიონ კლიენტს კომპენსაცია გადაუხადოს.

 

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 11:09

საქართველო

დეპუტატების ნაწილს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ

მმართველი გუნდის ოპონენტები, მხარდამჭერებთან ერთად, დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ პროცესი ფორმალურია და უწყებაში მისი დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია.

ზვიად ძიძიგური

18 თებერვალი 2020, 11:07

საქართველო

ზვიად ძიძიგური: სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებად ისეთი ადამიანები უნდა დაინიშნონ, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლაც ხმაურს არ გამოიწვევს

მისი თქმით, თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა უნდა იწვევდეს საზოგადოების კმაყოფილებას და სიმშვიდეს, მათ შორის, პოლიტიკურადაც - სტაბილურობის განცდას. „მაღალი რანგის თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა სტაბილურობას უნდა ქმნიდეს მმართველი გუნდისთვისაც, თუმცა შოთაძის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება ამით მხოლოდ ზარალდება“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2020, 11:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მალაიზიასთან ერთობლივი ბიზნესფორუმების მოწყობას ხელს შევუწყობთ

შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ მალაიზიის მხარის დიდი ინტერესი, საქართველოსთან ურთიერთობა განავითაროს. მნიშვნელოვანია, რომ მათ, ჩვენ მსგავსად, სურვილი აქვთ ყურადღება გაამახვილონ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი, განათლება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 11:00

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია

მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. „დღეს, ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია და სჯობს, მას მოუსმინოთ და გაიგოთ სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კორონავირუსი

18 თებერვალი 2020, 10:55

ეკონომიკა

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად ჩინეთში Toyota და Mazda დაბრუნდა

იაპონელი ავტომწარმოებლები ჩინეთის ბაზარზე ბრუნდებიან. Kyodo-ს ცნობით Toyota უკვე მეორე მსოფლიო ბრენდია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩინეთში, ქალაქ ტიანცზინში ამ ბრენდის საწარმო მთელი დატვირთვით ამუშავდა. ასევე კომპანიამ გახსნა საწარმოები ჩანჩუნსა და გუანჩჟოუში. 24 თებერვლიდან ჩინეთის ბაზარზე საწარმოო პროცესს განაახლებს ავტოკონცერნი Mazda.

ლიუ ჩჟიმინი

18 თებერვალი 2020, 10:49

მსოფლიო

უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ სოციალურ ქსელში გაჩნდა. თუმცა, შემდეგ შესაბამისი პოსტი წაშალეს. სამშაბათ დილას კი ჟურნალისტები მის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე ის გარდაიცვალა.

ნათია მეზვრიშვილი

18 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით საბჭომ 2020 წელის პრიორიტეტულ მიმართულებებად გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა განსაზღვრა.

რომან გოცირიძე

18 თებერვალი 2020, 10:39

საქართველო

რომან გოცირიძე: საერთაშორისო საზოგადოებას ვეუბნებით, რომ დარბაზში პრობლემა ვერ წყდება და პრობლემის გადამწყვეტი ერთ-ერთი მექანიზმი ქუჩა გახდა

მისი თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ყოფნა. „ბოიკოტი არის გაწერილი კანონში, რეგლამენტი თვითონ არის კანონი და ეს არის უკიდურესი ფორმა, რომლითაც ამომრჩეველს და საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნები, რომ დარბაზში პრობლემა ვერ წყდება, ამიტომ დღეს პრობლემის გადამწყვეტი ერთ-ერთი მექანიზმი ქუჩა გახდა, - განაცხადა გოცირიძემ.

ნიკ მეისონი

18 თებერვალი 2020, 10:35

კულტურა

Pink Floyd-ის ვარსკვლავ ნიკ მეისონის სახლი ხულიგნების სამიზნე გახდა

ბრიტანული როკ-ჯგუფის Pink Floyd-ის 76 წლის ვარსკვლავი ნიკ მეისონი ლონდონში საკუთარ სახლს აქირავებს. უძრავი ქონების სააგენტო Sonder-ი მომხმარებელს სახლში ხმაურიანი საღამოების გამართვას სთავაზობს. Evening Standart-ის ცნობით, ნიკ მეისონის სახლი ხულიგნების სამიზნე გახდა, რის გამოც ცნობილ როკ-ვარსკვლავს მეზობლები უჩივიან. გიფორდ-სტრიტზე მდებარე სახლში მუსიკოსი ადრე ინსტრუმენტებს ინახავდა, შემდეგ კი მოტოციკლების კოლექციას.

18 თებერვალი 2020, 10:33

საქართველო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ცოტა ხნის წინ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მცირე ინციდენტი მოხდა.სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან კამათი მოჰყვა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

18 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

აკაკი ბობოხიძე: „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე კომფორტულად მისვლის საშუალება არ ექნება

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე კომფორტულად მისვლის საშუალება არ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანა პიკეტირება არ არის, არამედ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, „სწორედ არჩევნებზე უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ „ქართული ოცნების" ბედი“, - აღნიშნა ბობოხიძემ.

18 თებერვალი 2020, 10:02

მსოფლიო

ფინეთში რუსი ბიზნესმენის ქონება დააყადაღეს

მალნიკოვის მფლობელობაში მყოფი ობიექტები რუსეთს შესაძლოა ფინეთში სამხედრო ინტერვენციისთვის გამოეყენებინა. 2018 წელს Airiston Helmi-ს კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელშიც 400-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

18 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. ტყეში დამწვარი ავტომობილი იპოვეს.

18 თებერვალი 2020, 09:28

ძალოვნები

მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში დაეხმარებოდა.

18 თებერვალი 2020, 09:20

საქართველო

სტოკჰოლმში ბიზნესის, მედიისა და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მდგრადობის სტანდარტების გაძლიერებაზე შეხვედრები გაიმართა

პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ეგიდით სტოკჰოლმში ბიზნესის, მედიისა და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან 20 შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ კორპორაციული პასუხისმგებლობის შვედური პრაქტიკა გაიზიარა და რეკომენდაციები მიიღო.

ჯეფ ბეზოსი

18 თებერვალი 2020, 09:08

მსოფლიო

ჯეფ ბეზოსი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად $10 მილიარდს დახარჯავს

ფონდს ბეზოსი 10 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. სოლიდური თანხით მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკოაქტივისტები დაფინანსდებიან, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვიან. დღეისათვის ბიზნესმენის ქონება 130 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კორონავირუსი

18 თებერვალი 2020, 08:56

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

პარალელურად, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 72 436 შემთხვევაა გამოვლენილი. ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ახალი კორონავირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია ინფიცირებული.

ამინდის პროგნოზი

18 თებერვალი 2020, 08:41

საქართველო

დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს. მომდევნო დღეებშიც უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

თამარ არჩუაძე

18 თებერვალი 2020, 08:32

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის შეფასებით, სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. თამარ არჩუაძის თქმით, მზარდი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ მაჩვენებელზე დადებითად აისახება.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 08:23

საქართველო

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის

ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცებას კანონმდებელთა 76 ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს, ოპოზიცია კი მას უნდობლობას უცხადებს. ისინი პროტესტის ნიშნად, არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.