რიკოთის უღელტეხილზე გზების მშენებლობა დაიწყო
მაია ცქიტიშვილი
ფოტო: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ.
„ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია და დამეტებით მუშა-ხელის დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები. რაც შეეხება პროექტს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობა.
უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.
ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 902 მლნ ლარამდეა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ბოლომდე აშენება და გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
„კონტრაქტს ხელი მოეწერა გასული წლის ბოლოს. უკვე ჩამოვიყვანეთ დაახლოებით 70 თანამშრომელი და მობილიზებულია 100 ერთეული სამშენებლო ტექნიკა. ტექნიკის ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია.
სრულად ვაცნობიერებთ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და დიდი პატივია, რომ ამ სამუშაოებს ჩვენ ვასრულებთ. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა პროექტის გენერალური მენეჯერი ვინსენტ მამ.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
30 აგვისტო 2026, 11:58
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
30 აგვისტო 2026, 11:45
სპორტი
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.
30 აგვისტო 2026, 11:27
მსოფლიო
კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
30 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
30 აგვისტო 2026, 11:18
მსოფლიო
პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას
არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.


