imedi /  25 მაისი 2019, 22:20 / სანდო წყარო

აშშ-ში „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელი გაიფიცა

„მაკდონალდსი“

„მაკდონალდსი“

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელმა აშშ-ში გაფიცვა გამოაცხადა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, სახიფათო პირობებში მუშაობას და სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებდნენ.

პროფკავშირებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 13 ამერიკულ ქალაქში რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილები „პიკის საათში“ დატოვა.

გაფიცვამ რესტორნების მუშაობაში სერიოზული პრობლემები შექმნა. მაგალითად, ქალაქ სენტ-ლუისში მუშაობა ერთდროულად „მაკდონალდსის“ 13 ფილიალმა შეაჩერა.

ილინოისის შტატის სენატორმა ტემი დაკუორტმა კომპანიისგან თანამშრომელთა მიმართ არსებული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელმა სტივ ისტერბრუკმა უპასუხა, რომ „მაკდონალდსმა“ შევიწროებასთან ბრძოლის პოლიტიკა გააუმჯობესა, თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩაატარა და საჩივრებისთვის „ცხელი ხაზი“ აამოქმედა.

ისტერბრუკმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის კუთვნილ რესტორნებში მინიმალური ხელფასი საათში 10 დოლარს აღემატება, მაშინ როდესაც ფედერალური მთავრობის მიერ დამტკიცებული მინიმალური ანაზღაურება საათში 7,25 დოლარს შეადგენს. თავის მხრივ, კომპანიის თანამშრომლები მინიმალური ხელფასის საათში 15 დოლარამდე გაზრდას ითხოვენ. 

ყველა სიახლე

ლიეტუვა

14 ოქტომბერი 2019, 22:55

მსოფლიო

ნატოს ოპერაციის ფარგლებში ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ჩავიდნენ

ისინი ქალაქ პაბრადეში მდებარე სამხედრო ბაზაზე 2020 წლის გაზაფხულამდე დარჩებიან. როგორც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროების გამოჩენა ქვეყნის წარმატების და ინვესტიციების შედეგია.

რობერტო ბაჯო

14 ოქტომბერი 2019, 22:35

სპორტი

ბაჯო: 1994 წლის პენალტი ძილის წინ ხშირად მახსენდება

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ რობერტო ბაჯომ 1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიასთან დაპირისპირების დროს აცილებული პენალტი გაიხსენა. ბაჯომ თქვა, რომ ბრაზილიასთან ფინალში დაპირისპირება მისი ბავშვობის ოცნება იყო. „ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშზე, თუმცა გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი“.

14 ოქტომბერი 2019, 22:15

მსოფლიო

მეხიკოში თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა

სავარაუდოდ ნარკომოვაჭრეების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მეხიკოში 14 პოლიციელი დაიღუპა. მედიის ცნობით, კრიმინალურ დაჯგუფებას ცნობილი, ძებნილი ნარკობარონი ნემესიო სერვანტესი ხელმძღვანელობს. საზოგადოებრივი დაცვის საკითხების სამსახურმა მომხდარი თავდასხმა დაგმო.

ბარსელონა

14 ოქტომბერი 2019, 21:40

მსოფლიო

ბარსელონაში პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა. არიან დაშავებულები

აეროპორტის რაიონში 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მათ დასაშლელად ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია 13 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 1 ფრანგი ჟურნალისტია. ამასთან, ბარსელონის აეროპორტში 20 რეისი გაუქმდა.

გიფი

14 ოქტომბერი 2019, 21:10

ტექნოლოგიები

ციფრულ ჩარჩოებში ჩასმული გიფების კოლექცია შეიქმნა

კომპანია Infinite Objects-მა სერვის Giphy-სთან და დიზაინერილ სტუდია Planeta-სთან ერთად სპეციალურ ციფრულ ჩარჩოში ჩასმული ანიმაციების კოლექცია გამოუშვა. პირველი კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, მისი ფასი კი 299 დოლარია.

ფატმა სერენ იაზგანი

14 ოქტომბერი 2019, 21:07

საქართველო

თურქეთის ელჩი: ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში მარტო ვართ

თურქეთი ნატოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის სახმელეთო ჯარიც ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში ჩვენ მარტო ვართ, განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ინგლისი

14 ოქტომბერი 2019, 20:48

მსოფლიო

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩისთვის ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი გარდაცვლილი იპოვეს

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი სოფიას ცენტრში გარდაცლილი იპოვეს. ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის და პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს.

14 ოქტომბერი 2019, 20:28

მსოფლიო

აშშ-ში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს. ვანდალებმა მას წითელი საღებავი შეასხეს და წარწერა „შეწყდეს გენოციდის ზეიმი“ დატოვეს. აშშ-ში ოქტომბრის მეორე ორშაბათს კოლუმბის დღე აღინიშნება, რომელიც იტალიელი მოგზაურის ამერიკაში ჩასვლას ეძღვნება.

„ლანჩხუთი“

14 ოქტომბერი 2019, 20:10

სპორტი

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ გახდა

საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით „ლანჩუთი“ საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

Eshvi Kids

14 ოქტომბერი 2019, 19:54

ეკონომიკა

საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

Eshvi Kids-მა იაპონურ კომპანია Roherma-სთან ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენა Pitti Bimbo-ზე დაამყარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც. გამოფენა Pitti Bimbo ივნისში ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

14 ოქტომბერი 2019, 19:52

თემა

რა არის ავტოკეფალია და რით განსხვავდება ის საეკლესიო ავტონომიისგან?

დღეისათვის 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია არსებობს, აქედან 14 საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 საპატრიარქო ეკლესიას შორისაა. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას კი, რომლის ავტოკეფალიას მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო აღიარებს, კონსტანტინეპოლი არ ცნობს. სამაგიეროდ, მსოფლიო პატრიარქი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რასაც მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

სევანის ტბა

14 ოქტომბერი 2019, 18:53

მსოფლიო

სომხეთი სევანის ტბიდან წყლის მოხმარების აკრძალვას გეგმავს

სომხეთში სევანის ტბიდან წლის მოხმარების სრულ აკრძალვას აპირებენ. დონის დაწევის გამო აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო კომიტეტმა დააყენა. დეპუტატების განცხადებით, მოქმედი კანონი 170 მლნ კუბურ მეტრზე მეტი წყლის მოხმარებას კრძალავს, საკანონმდებლო ცვლილება კი წყლის მოხმარების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ქვიშის თამაშები

14 ოქტომბერი 2019, 18:44

სპორტი

დოჰაში ქვიშის თამაშებში დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ჩაერთვებიან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები მიმდინარეობს, დღეს ასპარეზობაში ჩაერთვებიან საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები. დღევანდელ შეხვედრებში მედლებისთვის იბრძოლებენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ).

გოგა ბითაძე

14 ოქტომბერი 2019, 18:35

სპორტი

გოგა ბითაძემ „ინდიანას“ ქომაგებისთვის იმღერა. ვიდეო

კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშის გარდა, გოგა ბითაძემ გულშემატკივარს თავი სხვა ამპლუაშიც გააცნო. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ინდიანას“ ახალწვეულებმა შოუ დადგეს და სხვადასხვა ჰიტები შეასრულეს.

კატალონია

14 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

კატალონიელი ლიდერების განაჩენი ბარსელონაში აქციებით გააპროტესტეს

ბარსელონაში გამართულ აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს ბანერი ეჭირა წარწერით: "მე არ ვარ დამოუკიდებლობის მომხრე, მაგრამ არც იდიოტი ვარ". ცენტრალურ ბარსელონაში სამანქანო მოძრაობა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში შეიკრიბნენ.

ჩინეთი

14 ოქტომბერი 2019, 18:30

მსოფლიო

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა ძილინის პროვინციაში მოხდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ცნობით, შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

თურქული ჯარი სირიაში

14 ოქტომბერი 2019, 18:19

მსოფლიო

ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „ევროკავშირი გმობს თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაგიბისი

14 ოქტომბერი 2019, 17:48

მსოფლიო

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენიდან 77 წლის ქალი გადავარდა

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს 70 წლის ქალი შემთხვევით ვერტმფრენიდან გადავარდა და დაიღუპა. ტოკიოს საგანგებო სამსახურმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მაშველებს ქალისთვის სპეციალური დამცავი თასმის გაკეთება დაავიწყდათ.

მედლინ მუნი

14 ოქტომბერი 2019, 17:43

საქართველო

მედლინ მუნი: რუსეთი ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო

თავის გამოსვლაში რუსულ ოკუპაციაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ისაუბრა.მისი თქმით, რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაჰყოს საქართველო. მან ორი კვირის წინ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

დევნილები

14 ოქტომბერი 2019, 17:36

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია 1 თვეა გრძელდება

მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის, სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა. რამდენიმე დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა, ისინი შვიდი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.