imedi /  30 მაისი 2019, 13:06 / სანდო წყარო

კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირს სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს. ამის შესახებ კალაძემ გამზირზე სამუშაოების დაწყებისას განაცხადა. 

დღეს ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამანქანო მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. კალაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციაა როგორც სანიაღვრე სისტემის, ასევე საკანალიზაციოსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 

"ელექტროსადენების, რომელიც ჰაერშია, მიწის ქვეშ ჩატანაა დაგეგმილი. მე კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი პროექტები შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს. ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს.

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ქსელი, რომელიც განთავსებულია მიწის ქვემოთ, რეალურად არავინ იცის რა მდგომარეობაშია. მარტო ვიცით, რომ არის ძლიერ დაზიანებული. იგივე არის მელიქიშვილზე. ამიტომ GWP-სთან ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები. 

როგორც გვეუბნებიან, ის მილები, რომელიც უნდა შეიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე. გადავწყვიტეთ სამუშაოებს ეტაპობრივად გავყვეთ. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს რაც დაწყებულია და თუ ვერ მოვასწრებთ სხვა ნაწილს, მომდევნო წლებში გავაკეთებთ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებული რეაბილიტაციის გამო პირველ ეტაპზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე შეიზღუდება. დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

 

 

 

ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 00:47

საქართველო

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მსოფლიო მედია წერს

თბილისის ცენტრში გამართულ აქციას მსოფლიო მედია სტატიებს უძღვნის. BBC წერს, რომ მასობრივი პროტესტი რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენას მოჰყვა. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:43

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი მეორედ გამოიყენა. ფოტო

პარლამენტის შენობის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა ისევ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ისვრიან რეზინის ტყვიებსაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:33

საქართველო

რა ვითარება იყო პარლამენტთან ცრემლმდენი გაზის გაშვების შემდეგ. ვიდეო

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან სამართალმდაცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, არიან დაშავებული მოქალაქეები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. გარკვეულ მომენტში აქცია დაიშალა, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის წინ ხალხი ისევ გროვდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

ზურაბიშვილი: მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

21 ივნისი 2019, 00:08

საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ საელჩოს განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნიობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.

აშშ-ის საელჩო თბილისში

21 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:00

საქართველო

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. ფოტო და ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

ნინო ლომჯარია

20 ივნისი 2019, 23:56

საქართველო

ომბუდსმენი: საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს!“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქცია

20 ივნისი 2019, 23:55

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას მოქალაქეები ცდილობენ. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. „ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“, - წერს ზურაბიშვილი.

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბახტაძე: საქმე გვაქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან

ერი,რომელიც იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რაც დღეს მოხდა. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკვე ძალადობა უწოდა.

20 ივნისი 2019, 23:49

საქართველო

თადუმაძე და მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 შერჩეულ კანდიდატს შორის არიან

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან 50 კანდიდატი შეირჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ფარული კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

20 ივნისი 2019, 23:47

საქართველო

რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები აქციას მართავენ

ისინი აპროტესტებენ ოკუპაციას, თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას. ამბობენ იმასაც, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ძალები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 23:40

საქართველო

საია: პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებისთვის ბოთლების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ იყო ერთი მხარე, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ და რომლებიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, თუმცა იყო მეორე მხარეც , კერძოდ კი პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:30

საქართველო

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. ვიდეო

პარლამენტის წინ სიტუაცია ისევ დაიძაბა, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისვრიან. ისინი პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა ცოტა ხნის წინაც სცადეს, თუმცა მაშინ სამართალდამცველების დახმარებით სიტუაცია განიმუხტა.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:28

საქართველო

საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა. მანამდე მან განცხადება გაავრცელა და ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.

პატრული

20 ივნისი 2019, 23:26

საქართველო

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წყალი დაურიგეს. ვიდეო

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 23:20

საქართველო

თალაკვაძე: სახელმწიფო პარლამენტზე შტურმს არ დაუშვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ოპოზიციას ვაფრთხილებთ, რომ ზღვარს ნუ გადავლენ. პოლიცია ორგანიზებულად მუშაობს თუმცა პოლიტიკოსები აქეზებენ პარლამენტის შტურმისაკენ ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

20 ივნისი 2019, 23:19

საქართველო

გორში წარწერა „რუსეთი ოკუპანტია“ გამოჩნდა

ამ ფაქტს წინ უძღოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ კედელთან შეიკრიბნენ, რომელსაც აგვისტოს ომის ნაკვალევი ამჩნევია.