imedi /  02 ივნისი 2019, 01:10 / სანდო წყარო

როგორ იყენებს ბიზნესი მუსიკას იმისთვის რომ მეტი ფული დაგახარჯვინოთ

აუდიომარკეტინგი

მუსიკა ჩვენ ირგვლივ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა: კაფეში, სპორტულ დარბაზსა თუ სუპერმარკეტის სალაროს რიგში. ბიზნესმა დიდი ხანია მუსიკის სათავისოდ გამოყენება ისწავლა, რაც მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დამყარებასა და გაყიდვის მაჩვენებლის გაზრდას გულისხმობს. თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივია.

მუსიკა კლიენტების ქცევაზე პირდაპირ აისახება

მიმართულებას, რომელიც მომხმარებლის ქცევაზე მუსიკის ზემოქმედებას შეისწავლის „აუდიომარკეტინგი“ ჰქვია. ბოლო წლებში აუდიომარკეტინგის ინსტრუმენტებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში იყენებენ. კომპანიები სპეციალური სისტემის საშუალებით მომხმარებელების რაოდენობას, სქესსა და ასაკს იკვლევენ, შემდეგ კი არჩევენ მუსიკას, რომელიც მათ შეიძლება მოეწონოთ. სწორად შერჩეული მუსიკალური ფონი კომპანიას ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაწყვეტაში ეხმარება. ეს ხელს უწყობს კლიენტების მოზიდვას, გაყიდვების გაზრდასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

Science Daily-ს მონაცემებით, მუსიკა ეხმარება მსმენელს, ბრენდი მელოდიის ამა თუ იმ ფრაგმენტით გამოიცნოს. მაგალითად, კოკა-კოლას ცნობილმა საშობაო რეკლამამ ეს პროდუქტი წინასაახალწლო განწყობასთან დააკავშირა, ნოკიას საფირმო აუდიოლოგოტიპი კი თქვენ იმის მიუხედავად გეცოდინებათ, იყავით თუ არა ამ კომპანიის პროდუქციის მომხმარებელი.

საჯარო ადგილზე ფონური მუსიკა პირველად ამერიკული კომპანია Muzak Holdings-ის დამაარსებელმა ჯორჯ ოუენ სქუარმა გამოიყენა. ის მგზავრების განსატვირთად კომპოზიციებს ნიუ-იორკის ცათამბჯენის ლიფტში რთავდა. აუდიომარკეტინგის მასობრივად გამოყენება კი 1980-იანი წლებიდან დაიწყო. ფსიქოლოგებმა სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ მუსიკა კლიენტების ქცევაზე პირდაპირ აისახება, აყალიბებს მათ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ბრენდისადმი, ახანგრძლივებს მაღაზიაში გატარებულ დროს და მომხარებელს უფრო მეტი ნივთის შეძენისკენ უბიძგებს.

ადგილები, სადაც აუდიომარკეტინგს ყველაზე ხშირად იყენებენ

მომსახურების სფეროში: ბარებსა და რესტორნებში, მაღაზიებსა და სილამაზის სალონებში, სპორტულ დარბაზებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე. მაგალითად, სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებს ფონური მუსიკის მეშვეობით მომხმარებლის გადაწყვეტილების სისწრაფეზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ეს სქემა ასე მუშაობს: არაპოპულარულ საათებში (მაგალითად, დილით ადრე) მაღაზიები რთავენ ნელ მუსიკას - ის მომხმარებელს უბიძგებს, ვიტრინები აჩქარების გარეშე დაათვალიეროს, წარმოდგენილ პროდუქციასა და მათ ეტიკეტს მშვიდად გაეცნოს, საბოლოოდ კი იმაზე მეტი რამ შეიძინოს, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. პიკის საათებში კი პირიქით, მაღაზიები ბევრად რიტმულ კომპოზიციას ირჩევენ, რათა მომხმარებლებმა ენერგიულად იმოძრაონ და გადაწყვეტილებაც სწრაფად მიიღონ.

როგორც წესი, მუსიკალური ფონი დაწესებულების სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ფიტნეს-კლუბები ჩეულებისამებრ ირჩევენ დინამიკურ კომპოზიციებს, რომლებიც მომხმარებელს სტიმულს აძლევს, უფრო მეტ ხანს ივარჯიშოს. ბარში ხმამაღალი მუსიკაა, რათა კლიენტებმა ნაკლები ისაუბრონ და მეტი სასმელი შეუკეთონ. ავტოსალონები კი აუდიომარკეტინგს სარეკლამო კონტენტის ტრანსლირებისთვის იყენებენ.

ბრენდსა და აუდიტორიას შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად ესა თუ ის კომპანია ნეიროფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიღწევებს იყენებს. სპეციალისტები ამ დროს პოტენციური კლიენტის პორტრეტს განსაზღვრავენ, მის ქმედებასა და პირად გამოცდილებას აანალიზებენ. მაგალითად, ხანდახან კომპანიები ითვალისწინებენ არქეტიპების კონცეფციას, რომელიც ფსიქოლოგიაში კარლ გუსტავ იუნგმა დაამკვიდრა, ბრენდინგისთვის კი პირველად მკვლევარმა ქეროლ პირსონმა გამოიყენა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პოტენციური კლიენტები პირობითად შეიძლება 12 ძირითად არქეტიპად დაიყოს. თითოეულ მათგანს თავისი მუსიკა შეესაბამება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანია თავის მომხმარებელს უფრო მარტივად პოულობს და მასთან კომუნიკაციასაც ამყარებს.

მომხმარებლების მესამედი ამა თუ იმ ნივთს მუსიკის გავლენით ყიდულობს

კომპანია Gallup-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, ადამიანების დაახლოებით მესამედი ამა თუ იმ ნივთს მუსიკის გავლენით ყიდულობს. HUI Research-ის ინფორმაციით კი, ბრენდის მიერ შერჩეული მუსიკა გაყიდვებს 9%-ით ზრდის. ბარების მეპატრონეთა 93%-ს მიაჩნია, რომ სწორად შერჩეული მუსიკა კლიენტებისთვის კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის, ამის შესაბამისად კი მათი გაყიდვები 44%-ით იზრდება. მუსიკა სამუშაო გარემოსაც აუმჯობესებს: Source Vision Critical-ის ცნობით, კომპანიების 65%-ს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილზე ჩართული მუსიკა თანამშრომლებს უფრო შრომისუნარიანს ხდის.

მუსიკის ლეგალურად გამოყენება მნიშვნელოვანია

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, რომლის განვითარებისთვისაც მუსიკა აუცილებლად მიგაჩნიათ, ამისათვის საავტორო უფლებები უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ეს მუსიკალური ნაწარმოები არის იმ ადამიანის საკუთრება, ვინც ის შექმნა (ეს შეიძლება იყოს კომპოზიტორი ან ტექსტის ავტორი), მეორე მხრივ კი, ამ მუსიკალურ ნაწარმოებს ჰყავს შემსრულებელი და ხმის ჩამწერი სტუდია. ნებისმიერი კომპოზიციის გამოყენებისას ორივე მხარის უფლება უნდა იყოს დაცული. რადგან პირდაპირი კავშირის დამყარება თითოეული მუსიკალური ნაწარმოების შემსრულებელთან ფაქტობრივად, შეუძლებელია, საჭიროა შუამავალი რგოლი, რომელიც ამ საკითხს სამართლებრივად დაგირეგულირებთ.

სწორედ ამისათვის არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე ლიცენზიას გასცემენ. საქართველოში ამ ფუნქციას ასრულებს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არის შექმნილი. ამ გაერთიანებას აქვს კომპეტენცია, რომ ერთი მხრივ, უფლებების მფლობელები (კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები, შემსრულებლები) გააწევრიანოს და მეორე მხრივ, დაინტერესებულ ორგანიზაციებზე (ბარი, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი) ლიცენზია გასცეს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია საერთო ტარიფი, რომელიც ფართის მოცულობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, თუ სილამაზის სალონი 20 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, მას ექნება გაცილებით დაბალი ტარიფი, ვიდრე ჰიპერმარკეტს, რომელსაც გაცილებით დიდი ტერიტორია აქვს დაკავებული და მუსიკაც უფრო დიდ სივრცეში ისმის. რა თანხა უნდა გადაიხადოთ ამა თუ იმ მუსიკისთვის, ეს მითითებულია იმ სალიცენზიო ხელშეკრულებაში, რომელსაც საავტორო უფლებათა ასოციაციასთან გააფორმებთ.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქართველი ავტორებთან ან შემსრულებელებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ, უცხოელ მუსიკოსებთან მიმართებით კი განსხვავებული სქემა მუშაობს. ამ შემთხვევაში ისინი თავის მსგავს ორგანიზაციებს უხდიან ტარიფს ქვეყნების მიხედვით და სწორედ ეს უკანასკნელნი შემსრულებელს ან ავტორს თავად ეკონტაქტებიან.

ყველა სიახლე

12 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს?

11 სექტემბერი 2026, 23:25

მსოფლიო

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 21:00

საზოგადოება

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

11 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

11 სექტემბერი 2026, 20:48

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.

11 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.

11 სექტემბერი 2026, 20:44

პოლიტიკა

უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტა კოსი

11 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს

28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 20:13

რეგიონი

ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ

„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.

11 სექტემბერი 2026, 20:10

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.

რიკარდ იოზვიაკი

11 სექტემბერი 2026, 19:51

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.

11 სექტემბერი 2026, 19:41

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამირან გულუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 19:38

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა

გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.

ირაკლი ლექვინაძე

11 სექტემბერი 2026, 19:23

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.