imedi /  04 ივნისი 2019, 08:14 / სანდო წყარო

საბურთალოს რაიონის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დღეიდან აღუდგება

წყალი

თბილისში, საბურთალოს რაიონის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დღეიდან აღუდგება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებზე წყლის მიწოდება  ეტაპობრივად აღდგება. მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც გუშინ წყლის ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  

3 ივნისს დაიტბორა ქუჩის ნაწილი, რის გამოც გზის საფარი ჩაინგრა, შედეგად  კი, რამდენიმე მანქანა წყლის ღრმულის ქვეშ აღმოჩნდა და დაზიანდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დილის 4 საათზე ხმაური გაიგეს, რამდენიმე წუთში კი სარდაფები წყლით დაიტბორა და გარეთ გამოსვლა მხოლოდ მაშველების დახმარებით შეძლეს.

ადგილზე GWP-ს ტექნიკური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ფასდება ზიანის  მოცულობა, რის შემდეგაც კომპანია ზარალს  სრულად აანაზღაურებს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია თორნიკე რიჟვაძე აჭარა

04 აპრილი 2020, 16:38

COVID19

პრემიერმა აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრაზე კორონავირუსთან ბრძოლის ტემპის და ხარისხის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა

„ჯანდაცვის ნაწილში, აჭარის მზადყოფნა ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაში ჯანდაცვის მინისტრიც დამეთანხმება. მაგრამ, ეს არ არის თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი. ჩვენ ვართ, ერთის მხრივ, უკიდურესად ფრთხილები, მაგრამ, მეორეს მხრივ, უკიდურესად უკომპრომისოები“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით დარჩია

04 აპრილი 2020, 16:38

COVID19

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებიც ჩარიცხავენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა,

დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისი

04 აპრილი 2020, 16:35

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას გაეცნო

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ხუნდაძე სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კორონავირუსი

04 აპრილი 2020, 16:31

საზოგადოება

კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გრძელდება

ბიზნესსექტორის დახმარებით, დედაქალაქის მერიისა და რაიონული გამგეობების ჩართულობით, კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ.

ზაალ მიქელაძე

04 აპრილი 2020, 16:30

COVID19

ბათუმში კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა

ბათუმში დღეს კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის თურქეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ზაალ მიქელაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაინფიცირებული პაცინეტი უკვე გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

04 აპრილი 2020, 16:24

საზოგადოება

დიდუბის რაიონის გამგეობამ 7 ამხანაგობაში მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია დაასრულა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია 7 ამხანაგობაში დაასრულა.

04 აპრილი 2020, 16:16

COVID19

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრება

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წლებია ეკლესიაში მსახურობს და შესაბამისად, ყველა წესის დაცვით დაესწრება ლიტურგიას.

სხდომა შტაბი გორი

04 აპრილი 2020, 15:53

COVID19

აგრარული ბაზრები შიდა ქართლშიც დაიხურა

შეხვედრაზე შტაბის წევრებმა შიდა ქართლის მასშტაბით არსებული 6 აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებას. შტაბის სხდომას ვაიდეოკონფერენციის საშუალებით პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, რა დროსაც გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა.

კვენტინ ტარანტინო

04 აპრილი 2020, 15:45

კულტურა

კვენტინ ტარანტინო ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ მიხედვით წიგნის დაწერას გეგმავს

„ადრე საკუთარ სცენარებზე დაყრდნობით რომანების წერაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ახლა ეს კარგ იდეად მიმაჩნია. ამაზე ბევრს ვფიქრობ. ალბათ „ერთხელ ჰოლივუდშის“ წიგნად გადავაკეთებ“, - თქვა რეჟისორმა.

აგრარული ბაზარი

04 აპრილი 2020, 15:43

COVID19

ბათუმში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა

ბათუმში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, ბაზარში იყო ხალხმრავლობა, ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა და სწორედ ამიტომ მიიღეს დახურვის გადაწყვეტილება.

არჩილ ჯაფარიძე

04 აპრილი 2020, 15:33

COVID19

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი მომდევნო 3 თვის ხელფასის მესამედს StopCov ფონდში გადარიცხავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს StopCov ფონდში გადარიცხავს.

Georgian Airways

04 აპრილი 2020, 15:21

COVID19

დღეს თბილისში ლონდონიდან საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები: 7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი. რეისები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით განხორციელდება და ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

04 აპრილი 2020, 15:20

COVID19

მეორე მსოფლიო ომის 104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მეორე მსოფლიო ომის 104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ბილ ლეპშისს ვირუსის სიმპტომები 5 მარტს გამოუვლინდამ, რის შემდეგაც ის იზოლირებული იყო თავის ოთახში. 11 მარტს ჩატარებულმა ტესტირებამ მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინა. მისი ექიმების განცხადებით, მას კორონავირუსი მსუბუქი ფორმა ჰქონდა და რესპირატორული სიმპტომები არ განუვითარდა.

ბუნდესლიგა

04 აპრილი 2020, 15:20

COVID19

კორონავირუსის გამო გერმანული ბუნდესლიგის ოთხი კლუბი გაკოტრების პირასაა

კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის 4 კლუბი გაკოტრების პირას იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Kicker-ი ავრცელებს. მისი ცნობით, კლუბები გაკოტრების შესახებ მაისში ან ივნისში გამოაცხადებენ, თუ მანამდე ბუნდესლიგის ჩემპიონატი არ განახლდება.

სერ კირ სტარმერი

04 აპრილი 2020, 15:15

მსოფლიო

ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერად კირ სტარმერი აირჩიეს

შიდაპარტიულ არჩევნებში 57 წლის პოლიტიკოსმა რებეკა ლონგ-ბეილი და ლისა ნენდი დაამარცხა. მან პარტიის 50%-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა პირველივე რაუნდში მოიპოვა.

პოლიცია

04 აპრილი 2020, 15:03

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

ახალშობილი

04 აპრილი 2020, 15:00

COVID19

8 წლის განმავლობაში უშვილო ოჯახს შვილი კარანტინის რეჟიმში გაუჩნდა

ორსულ ქალს საგანგებო ვითარების გამოცხადების პერიოდში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, რის გამოც იგი სამშობიარო სახლ „ჰერაში“ გადაიყვანეს. დღენაკლულ ჩვილს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა დედაზე მეტხანს მოუწია.

ალექსანდრე მოწერელია

04 აპრილი 2020, 14:43

COVID19

თბილისში კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდას, რომელიც მანამდე სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

გამთენიისას ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა, „ქრონიკის“ ინფორმაციით, არც ერთ მათგანს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ორივე პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება და დღის ბოლომდე მათ კორონავირუსზე გამოიკვლევენ.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა

„ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:03

COVID19

პრემიერი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მედიცინის შეკრული რესპუბლიკური ცენტრი იქნება

„აქ უკვე არის ინფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს. ქობულეთში არის კიდევ ერთი კლინიკა. რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის-10 დღის განმავლობაშ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ, ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი მედიცინის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.