გიორგი ცუცქირიძე: ოქროს სია აქამდეც უნდა გაუქმებულიყო
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
"მიმაჩნია, რომ ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი, მათ შორის სოციალურ ქსელებში", - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა მცირდება 30 დღის ნაცვლად 5 დღემდე არა მგონია კომპანიები Cash Flow-ში „გაიჭედონ“ და ეს უარყოფითად აისახოს ბიზნეს-ოპერაციებზე, რაზეც კეთდება აქცენტები ბიზნესმენების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან.
ექსპერტის მოსაზრებით, გასაგებია, რომ ბიზნესს სჭირდება თანხები საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად.
"პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნეს შეიძლება შეექმნას, საბრუნავი თანხის შემცირებით, მაგრამ ამ მოდელზეა აწყობილი დღეს მთელი ევროპა; აქვე ავღნიშნავ, რომ ევროკავშირის რეგულაციები ისედაც გვავალდებულებს ამ სახის ახალი რეგულაციის და ეკონომიკური ოპერატორის ცნების შემოღებას, რომელიც წმინდა კონკურენტუნარიანობის პრინციპზე იქნება აგებული", - წერს სპეციალისტი და აქვე ამბობს, რომ კომპანიებს ბიზნეს-მოდელების გადაწყობა მოუწევთ:
"ვფიქრობ, მათ ამისათვის აქვთ საკმარისი დრო მიცემული. კერძოდ, ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, ხოლო სხვა შემთხვევაში გამოქვეყნებიდან სულაც 30-ე დღეს; ასევე არა მგონია დღეს ამ ოქროს სიას რაიმე დიდი შეღავათი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით კომპანიებს შეეძლოთ პროდუქციის შემოტანიდან 30 დღის ვადაში გადაეხადათ აქციზის სრული ღირებულება, რადგან საბაჟო და საგადასახადო რეფორმის, მათ შორის ციფროვიზაციის ელემენტების ფართოდ დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად არის გამარტივებული საბაჟოზე გაფორმების პროცედურა", - წერს გიორგი ცუცქრიძე.
ექსპერტის თქმით, "ოქროს სიაში" შემავალ 217 კომპანიას ისედაც ეძლევა უფლება, რომ საბაჟო გაფორმება ჩაატარონ თავიანთ საწყობებში და მათ მიერ წინასწარ მითითებულ ადგილებზე.
"მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულიც კი არის და კარგი იქნებოდა ცოტა ადრეც გაუქმებულიყო. რაც შეეხება აქამდე არსებულ მოდელს და 5-დღიან შეღავათებს, ფაქტია, რომ არსებული 5-დღიანი შეღავათებით ისარგებლა ათეულობით არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა, რომლებიც აფუძნებდნენ რა ახალ ე.წ. ერთჯერად კომპანიებს", დღგ-ს აღარ იხდიდნენ. მიმაჩნია, რომ ამ ახალ მოდელს, რომელიც ეფუძნება რა ევროკავშირის პრაქტიკას, აქვს მთავარი - ყველა სახის გადამხდელი უნდა იყოს ჩაყენებული თანაბარ და კონკურენტუნარიან პირობებში, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება. ნიშანდობლივია, რომ ეს პრინციპი ისედაც არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში", - წერს გიორგი ცუცქირიძე.
უკმაყოფილებას გამოთქვამს ასევე გადასახადის გადამხდელთა კავშირიც.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 13:08
ეკონომიკა
ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 13:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა ამ ბაზაში რჩებოდნენ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთია, რომ კოვიდისას დაემატნენ ადამიანები ბაზას და მაშინაც გარკვეული მორატორიუმი იყო
ათობით ათასი ადამიანი შემოწმების შედეგად სამინისტრომ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზიდან ამოიღო და მგონი ამაზე არავის პროტესტი არ განუცხადებია, ვინაიდან ყველა კარგად მიხვდა, მათი იქ ყოფნა უსამართლო იყო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალურ ბაზებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
18 სექტემბერი 2026, 12:56
მსოფლიო
Reuters: ჩინეთმა ირანს მოუწოდა „ჰუსიტებზე“ ზეწოლა მოახდინოს მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა დახმარება ითხოვა
ჩინეთმა ირანს პირადად მიმართა და სთხოვა იემენელ „ჰუსიტებზე“ ზეწოლა მოახდინოს, რათა მათი მოქმედებები შეაკავოს. ინფორმაციას Reuters-ი სამ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში. მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში. მიზანი სწორედ პოლიტიკურ ჭრილში გადასვლაა
მისი გადასაწყვეტია, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ - მედიასთან თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ თუ რატომ შეწყვიტა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილების გავრცელება.
18 სექტემბერი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არანაირი არჩევნები არანაირ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს
ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი PACE-ს ჯგუფის განცხადებაზე: ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ PACE-ს ამ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს და ამით ლახავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ახლა ვითომ რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ეს არის სწორედ ფარისევლობა
მათ ჩვენ კი არ ვაინტერესებთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამო კი არ ზრუნავენ, ისინი ჩვენს თემას იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერი 2026, 12:14
მსოფლიო
გაეროს მისია: აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ ორ დარტყმაში ომის დანაშაულის ნიშნებია, ირანის ხელისუფლებამ კი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა
გაეროს ფაქტების დამდგენმა მისიამ ირანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები იმისა, რომ თებერვალში ირანში სკოლასა და სპორტულ ობიექტზე განხორციელებული ორი სამხედრო დარტყმის უკან აშშ იდგა და ორივე შემთხვევა ომის დანაშაულს წარმოადგენდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 12:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებაზე: ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს. აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“
ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე, რომ ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებასთან დაკავშირებით.
18 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მეყანწიშვილზე: საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და როდესაც პასუხისგების საკითხია, იქ ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი. ღამე, დილა, შაბათი, კვირა, ორშაბათი შვილებთან ერთად არ გვინახავს, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მიტოვებული ჰყავს საკუთარი შვილები და დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებით
საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და როდესაც პასუხისგების საკითხია, იქ ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერი 2026, 11:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვეს სააკაშვილიც. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა შეწყალებაზე პრეზიდენტს და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი
ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმართვები რამდენადაც ვიცი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერი 2026, 11:54
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით გაიმართა.
18 სექტემბერი 2026, 11:53
პოლიტიკა
ადგილობრივ მცხოვრებლად წარმოჩენილი ოპოზიციონერი აქტივისტი და მარიამ მეყანწიშვილის შეძახილების პროტესტად წარმოჩენის მცდელობა - სამგორში სკვერის გახსნის ღონისძიებაზე მეყანწიშვილის შეურაცხყოფებს იქ მყოფი ადამიანების პროტესტიც მოყვა
ადგილობრივ მაცხოვრებლად წარმოჩენილი ოპოზიციონერი აქტივისტი და მარიამ მეყანწიშვილის შეძახილების პროტესტად წარმოჩენის მცდელობა
18 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ძალიან მძიმე ბრალდებაზე - არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხის და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსება
ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსი მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის წლების წინ, დაახლოებით 20 წლის წინ მეც გახლდით ასეთ სემინარებზე და ეს არის პოლიტიკური პროექტი. ამიტომ დაისვა კითხვა ვინ აფინანსებს და როგორც ჩანს, აფინანსებს ევროსაბჭო და თუ აფინანსებს, მაშინ უნდა ჰქონდეს მთავრობის თანხმობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
18 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს სამწუხაროდ, ასე უყურებს ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან. ასე უყურებენ ამას ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეები, რომლების მიზანიც არის, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ
ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგარზე უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს და ეს არ არის წამოცდენა, ეს არის გამონათქვამი, რომ თუ არ ზიხარ მაგიდასთან, ესე იგი ხარ მენიუში, რაც გულისხმობს, რომ თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, ესე იგი შენზე სხვები მიიღებენ გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
18 სექტემბერი 2026, 11:41
მსოფლიო
NBC News: F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა
აშშ-ის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 11:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს. ეს აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა. ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს. საქართველო უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში ეს სცენარი, რომ განხორციელებულიყო
უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა“.
18 სექტემბერი 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა
საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერი 2026, 11:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში. ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა ჩაშალა ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი და ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება
ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში შედის მათ შორის დაფინანსება ერთი ქვეყნის, ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებისა, ასე რომ ეს ყველაზე ადრე დაინახა აშშ-მ, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ და მოაწესრიგეს ფარას კანონით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმულ კითხვას.
18 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - „ქრონიკა“ არკვევდა, ჰქონდა თუ სახელმწიფოს თანხმობა კრებას, რომელსაც ჰერჩინსკი ესწრებოდა
არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა. ანუკი ჩხიკვაძე არკვევდა.
18 სექტემბერი 2026, 11:15
საზოგადოება
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


