imedi /  12 ივნისი 2019, 16:35 / სანდო წყარო

„მაგთიკომი“ მაგთი ფიქსის ლიცენზიის ვადის ამოწურვაზე განცხადებას ავრცელებს

შპს „მაგთიკომის“ 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

"მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები.

მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

მაგთიკომისთვის, როგორც კანონმორჩილი და ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილი იყოს მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა. მაგთიკომს სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა",- წერია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით ორ თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის,  მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა უწყების ცნობით, „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ  ყველა შესაძლო  გამოსავალზე  უარი განაცხადა.

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:43

საქართველო

პრემიერი თანამდებობიდან მის გათავისუფლებაზე ცნობებს ჭორს უწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

სანდრო თავართქილაძე

17 ივნისი 2019, 14:37

სპორტი

სანდრო თავართქილაძე ფორმულა რენო 2019-ის აზიის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

ჩინეთში, ჟუჰაის საერთაშორისო ავტოდრომზე სანდრო თავართქილაძემ მეორე ეტაპზე ჯერ მეორე ადგილი დააფიქსირა, საფინალო რბოლაზე კი მეოთხე ადგილი დაიკავა. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ქართველი ქულათა ჩათვლაში კვლავ ლიდერია და 88 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზე 80 ქულით ჯოი ალდერსია.

რომის პაპი ფრანცისკე

17 ივნისი 2019, 14:37

მსოფლიო

რომის პაპმა იტალიაში მიწისძვრისას დაზარალებულ ეკლესიაში ჩაფხუტით ილოცა. ვიდეო

კერძოდ, კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ილოცა, რომელიც მიწისქვეშა ბიძგებისას განსაკუთრებით დაზიანდა. იტალიაში მიწისძვრა 2016 წლის 24 აგვისტოს მოხდა, შემდეგ კი 30 ოქტომბერს. ჯამში დაიღუპა 300-მდე ადამიანი.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:34

საქართველო

ბახტაძე: საზოგადოებას აწუხებს დეოკუპაცია და სიღარიბე, ლგბტქ თემა კი თავსმოხვეულია

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში პრობლემა, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს, დეოკუპაცია და სიღარიბეა, ლგბტქ ჯგუფების ირგვლივ შექმნილ ვითარებას კი პრემიერი საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ პრობლემად მიიჩნევს.

აფეთქება

17 ივნისი 2019, 14:24

მსოფლიო

ნიგერიაში აფეთქებისას სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა

მორიგი აფეთქება მოხდა ნიგერიაში. ამავე ინფორმაციით, დაშავებულია 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:21

საქართველო

პრემიერი სერგეენკოს გათავისუფლებაზე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ

"მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დავით სერგეენკო არის, იყო და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის მუდმივი და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ამინდი

17 ივნისი 2019, 14:05

საქართველო

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სააგენტოს ცნობით 17-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა.

17 ივნისი 2019, 14:02

საქართველო

სესი: ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება

"შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაისიდან ატარებს,"- წერია სესის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

17 ივნისი 2019, 13:56

საქართველო

სახალხო დამცველი ვერის ბაღში გამართულ აქციას ეხმიანება

სახალხო დამცველისთვის განცხადებით, თუკი 16 ივნისის აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველია.

17 ივნისი 2019, 13:54

მსოფლიო

არგენტინასა და ურუგვაიში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

არგენტინისა და ურუგვაის მოსახლეობის 77%-სთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამის შესახებ France24 ქვეყნის ელექტროსისტემის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება გარკველ პროვინციებს. რაც შეეხება ურუგვაის, აქ 88%-სთვის აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.

17 ივნისი 2019, 13:40

საქართველო

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ „დაინტერესებულ პირთა რეესტრი“ შექმნა

რეესტრში რეგისტრირებული პირები საწყის ეტაპზე იმ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რომლებმაც შესაძლოა ბიზნესსექტორის საქმიანობაზე მოახდინონ გავლენა. რეესტრის შექმნის ვალდებულება ღია მმართველობის (OGP) მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობს და მისი ინიციატორი ამერიკის სავაჭრო პალატაა (AmCham).

ლედი გაგა

17 ივნისი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ცოლიან კაცს აკოცა. ვიდეო

გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მათ რომანი აქვთ. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო და თქვა, რომ მხოლოდ მეგობრები არიან. ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.

კონცერტი

17 ივნისი 2019, 13:31

კულტურა

ფოტოკოლაჟი ბლექ სი არენადან სადაც Black Eyed Peas-ის კონცერტით სეზონი გაიხსნა

წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ქართველი მსმენელისა და ჯგუფის მიერ ერთად შესრულებული, ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love" იყო. ასევე ყველას დაამახსოვრდა ჯგუფის მიერ სცენაზე საცეკვაოდ მიწევეული პატარა ბიჭი, რომელმაც მუსიკოსებთან ერთად რამდენიმე სიმღერაზე იცეკვა.

17 ივნისი 2019, 13:15

ტექნოლოგიები

Adobe-ის ხელოვნური ინტელექტი დაფოტოშოპებულ სახეს ამოიცნობს

სიახლის მიზანს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი კონტენტის შემცირება წარმოადგენს. Adobe-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაზე მკვლევრებმა რიჩარდ სენგმა და ოლივერ ვენგმა ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორების გუნდთან იმუშავეს.

ტინდერი

17 ივნისი 2019, 13:11

ტექნოლოგიები

არის თუ არა Tinder-ი და Grindr-ი ახალი ადგილი პროსტიტუციისთვის

"ოცი წლის ახალგაზრდებში ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. საკმარისია მათ უარი უთხრან ათობით ასაკოვან კაცს შეხვედრაზე, რომ ოცი წუთის შემდეგ ანაზღაურებად სექსუალურ ურთიერთობაზე შეთავაზება მიიღონ", - წერია სტატიაში.

ემზარ კვიციანი

17 ივნისი 2019, 13:00

საქართველო

კვიციანი ვასაძის შეკრებაზე: ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია

" გუშინ ჩავეწერე სიაში, არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ეს მე გულწრფელად მინდა! არგვეშინია 223 მუხლის, რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი! უფლის სახელით "ერთი ყველათვის,ყველა ერთისთვის"!დიდება ღმერთს!!!"- წერს კვიციანი.

ხორავას ქუჩა

17 ივნისი 2019, 12:32

ძალოვნები

ცრუ ჩვენებისთვის გასამართლებული დ.ღ.-ს ადვოკატმა საქმის თავდაპირველი პროკურორების წინააღმდეგ უწყებას მიმართა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული დ.ღ უფლებადამცველი ძირი საქმის პროკურორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ფრიდონ სიხუაშვილმა შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა. დ.ღ.-ს მამის თქმით, თუ პროკურატურა რეაგირებას არ მოახდენს, აქციები 10 დღეში დაიწყება.

17 ივნისი 2019, 12:30

ეკონომიკა

Huawei $30 მილიარდის ღირებულების პროდუქციას შეამცირებს

ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei მომდევნო ორი წლის განმავლობაში $30 ღირებულების პროდუქციის შემცირებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. Huawei-მ 2018 წელს $100 მილიარდი გამოიმუშავა.

ხელფასი

17 ივნისი 2019, 12:24

ეკონომიკა

საქსტატი: ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების 1294.1-ით განისაზღვრა

ამავე ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქსტატის ცნობით. 2019 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 12.5 ლარით და 993.1 ლარს შეადგენს.

სოციალური ქსელი

17 ივნისი 2019, 12:15

ტაბლოიდი

პაკისტანში მთავრობის სხდომაზე Facebook ლაივის დროს შემთხვევით კატის ფილტრი ჩართეს

პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი ხელისუფლების სხდომაზე Facebook-ის ლაივი ჩაირთო. ეს ლაივი გასაკვირი არ იქნებოდა რომ არ ჩართულიყო სოციალური ქსელის ერთ-ერთი ფილტრიც. ლაივში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს კატის ფილტრი დაედო.