imedi /  16 ივლისი 2019, 16:59 / სანდო წყარო

Amazon-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია Amazon-ის ათასობით თანამშრომელი ხელფასის ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. 

პროფკავშირების ცნობით, გერმანიაში გაფიცვას 2000 ადამიანი შეუერთდა, მინესოტის შტატში კომპანიის განყოფილებაში მუშაობა 6 საათით შეჩერდება, დიდ ბრიტანეთში კი ხანგრძლივი საპროტესტო აქციები იგეგმება.

Amazon-ის თანამშრომლების მტკიცებით, მათი სამუშაო გრაფიკი რთულია, ხელფასები კი დაბალი.

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2019, 01:00

მსოფლიო

ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 9-ს შეადგენს. დაშავებულია 10 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაშავებულთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ზინედინ ზიდანი

18 აგვისტო 2019, 00:45

სპორტი

ზიდანი: ბეილი „რეალში“ რჩება

მადრიდის რეალის მწვრთნელმა უელსელი ვარსკვლავის კარიერაზე დასმულ შეკითხვას ლა ლიგის შემდეგ უპასუხა. ზინედინ ზიდანის თქმით, გარეტ ბეილი გუნდში რჩება. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „რეალში“ დიდ საქმეს აკეთებს და მის თამაშით ძალიან კმაყოფილია. ბეილის აგენტმა 30 ივლისს დაადასტურა, რომ ჩინურ კლუბში უელსელი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაიშალა.

18 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

ქაბულში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა. Reuters-ი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 20 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია. შს სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს. სხვა დეტაოლები ჯერ უცნობია.

18 აგვისტო 2019, 00:15

სპორტი

ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურას“ ანგარიშით 2:0 მოუგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. ანგისას ბაზაზე გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ჯაბა ჯიღაურის დუბლით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

17 აგვისტო 2019, 23:57

კულტურა

კურდღელ როჯერის შემქნელი ანიმატორი გარდაიცვალა

კინოს და ანიმაციის რეჟისორი რიჩარდ უილიამსი თავის სახლში ბრისტოლში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ინფორმაციას უილიამსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს. ის 86 წლისა იყო.

ჟან-კლოდ იუნკერი

17 აგვისტო 2019, 23:45

მსოფლიო

იუნკერი გადაუდებელი ოპერაციისთვის ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაიყვანეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუნკერი შვებულებას ავსტრიაში ატარებდა, ოპერაციის ჩასატარებლად კი ლუქსემბურგში გადაიყვანეს. ლუქსემბურგელ პოლიტიკოსს ოქტომბერში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ვან დერ ლეიენი ჩაანაცვლებს.

17 აგვისტო 2019, 23:20

საქართველო

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებას სთხოვს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

სტამბოლი

17 აგვისტო 2019, 22:49

მსოფლიო

სტამბოლში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები დატბორა. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ემინონუს მოედნის დატბორვის გამო დაზარალდა ადგილზე მდებარე მაღაზიებიც. გარდა ამისა, დაიტბორა სტამბოლის დიდი ბაზარი.

არჩილ თალაკვაძე

17 აგვისტო 2019, 22:37

საქართველო

თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტს გამოეხმაურა

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას.

ქეთევან ციხელაშვილი

17 აგვისტო 2019, 22:00

საქართველო

ციხელაშვილი: მავთულხლართის გავლების მიზანი საზოგადოებაზე წნეხია

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, რომ მუდმივი წნეხი იყოს საზოგადოებაზე, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში, როდესაც გუგუტიანთკარის მოვლენები შეაფასა.

17 აგვისტო 2019, 21:20

ტექნოლოგიები

ბრიტანელმა ექიმებმა სამშობიარო ტკივილებთან გამკლავების ახალ მეთოდს მიაგნეს

ბრიტანელი ექიმები ორსულებს მშობიარობის დროს ტკივილთან გასამკლავებლად უჩვეულო გზას სთავაზობენ. Time-ის ინფორმაციით, თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის, ახალ ზომას უელსის და დიდი ბრიტანეთის სხვა კლინიკებში დანერგავენ.

17 აგვისტო 2019, 21:10

ტაბლოიდი

დემნა გვასალიას Vetements-ი დათუნია ტედის ჩუსტებს $826 აშშ დოლარად ყიდის

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ბრენდი Vetements-ი დათუნია ტედის ჩუსტებს £680 ფუნტად ($826.27 აშშ დოლარი) ყიდის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Metro წერს. პროდუქტი Net-a-Porter-ის ვებგვერდზე იყიდება. ჩუსტების აღწერაში წერია, რომ Vetements-ის ახალ მოდელს Hug Me Bear ( "ჩამეხუტე დათუნია") ჰქვია.

17 აგვისტო 2019, 20:44

მსოფლიო

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის ნათესავების სახლში ჩხრეკა ჩატარდა

მასობრივი არეულობების მოსაწყობად საჭირო ხარჯების სია ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის ნათესავების სახლში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ეს თანხები არეულობების მოწყობასა და ორგანიზებაში დაიხარჯა.

17 აგვისტო 2019, 20:15

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან 7 მოქალაქე გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.

მეგან მარკლი

17 აგვისტო 2019, 20:00

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორე მეგან მარკლს ჯინსის ჩაცმას უკრძალავს

ელისაბედ მეორე ბალმორალის ციხესიმაგრეში დასასვენებლად იმყოფება. მასთან სტუმრად პრინცი ჰარი მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩავიდა. სასექსის ჰერცოგინიამ ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, დედოფლისგან მკაცრი შენიშვნები მიიღო.

17 აგვისტო 2019, 19:45

მსოფლიო

სიდნეიში 27 წლის ქალი სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა

თვითმხილველების ცნობით, ქალი ფოტოს გადაღებას ცდილობდა, როდესაც 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ხალხი სიდნეის 27 წლის მცხოვრებისთვის დახმარებას ცდილობდნენ. ექიმები ვერტმფრენის საშუალებით მის გადარჩენოს ოპერაციაში უშედეგედო ჩაერთვნენ.

ნეიმარი

17 აგვისტო 2019, 19:30

სპორტი

ნეიმარმა პსჟ-სთან ერთად ივარჯიშა

პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარი კლუბის ვარჯიშს დაესწრო. გუნდთან ერთად ვარჯიშის ამსახველი ფოტოები უცხოურ მედიაში გავრცელდა. მედია წერს, რომ ფეხბურთელით რეალი და ბარსეოლა არიან დაინტერესებული. სხვა წყაროებით კი, 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელთან „რეალში“ კონტრაქტი მომდევნო კვირაში გაფორმდება.

17 აგვისტო 2019, 19:15

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ბრიტანელმა და დანიელმა მეცნიერებმა ქლამიდიოზის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს. პირველ ექსპერიმენტში 35 ჯანმრთელი ქალი მონაწილეობდა. შედეგად გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც სქესობრივი გზით გადაიცემა.

17 აგვისტო 2019, 19:10

მსოფლიო

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15,000 სახლი დაიწვა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ხანძრის შედეგად 15,000 სახლი დაიწვა, რის გამოც 50,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძარი ჩალანტიკას დასახლებაში მოხდა, სახლების ძირითად ნაწილს პლასტმასის სახურავები ჰქონდა, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

17 აგვისტო 2019, 19:00

სპორტი

ძალოსანთა ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პრიზიორები გამოვლინდნენ

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პირველი ადგილი აჭარამ მოიპოვა 246 ქულით, მეორე ადგილზე ქუთაისი გავიდა 241 ქულით, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი საჩხერის გუნდი გახდა 236 ქულით. გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდნენ.