Imedi /  20 ივლისი 2019, 16:53 / სანდო წყარო

ინგლისში დაიხურება სკოლა, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობდა

ინგლისში დაიხურება სკოლა, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობდა. პრისტონთან მდებარე დაწესებულების გახსნიდან 180 წლის შემდეგ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ სკოლას ფინანსური პრობლემები აქვს. 

საბჭოს განათლების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ედვინ გრანტის თქმით, ფინანსური პრობლემების მიზეზი მოსწავლეთა დაბალი რაოდენობა გახდა. 

ბოლოს ხუთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 16-დან 2-მდე შემცირდა. ეს მოსწავლეები კი მომავალ კვირას ასრულებენ სწავლას.

ყველა სიახლე

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში შექმნილია 52 საარჩევნო უბანი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში: სამი უბანი ათენში და ორი სალონიკში. თურქეთში, აშშ-ში, უკრაინასა და გერმანიაში 3-3 საარჩევნო უბანი იქნება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 14 170 მოქალაქეს.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ქართველი სამხედროების ხმებს ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) დაითვლიან.

31 ოქტომბერი 2020, 01:47

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების არჩევანს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ღია ეთერში ანალიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.

გური სულთანიშვლი

31 ოქტომბერი 2020, 01:16

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით

პოლიტიკურ დღის წესრიგში ცვლილებები უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ანალიტიკოსმა გური სულთანიშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა.

ნიკა ლალიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 00:58

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა

ყველას აქვს მოლოდინი და ეს მოლოდინი არ არის უსაფუძვლო, ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა. ეს მათაც მშვენივრად იციან, რჩებათ უკანასკნელი გამოსავალი, ბოლო იარაღი, ეს არის რევოლუციის მოწყობის მცდელობა, - ამის შესახებ „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ყველაფერს ვხედავდით, როგორ მიდიოდა აქამდე საქმე. როგორ უნდა მომხდარიყო უკრაინიდან, რევოლუციის სამი ინგრედიენტის ექსპორტი. ეს იყო საწყის ეტაპზე ქილერი, რომელიც უდნა გამოეგზავნათ და შეესრულებინა რიტუალური მსხვერპლშეწირვა ცნობილი ჟურნალისტის, რომელსაც მოჰყვებოდა არეულობა და გადაიქცეოდა დესტაბილიზაციაში. შემდეგ იყო მცდელობა გამოეგზავნათ ყალბი დამკვირვებლები და კიდევ კარგი, ეს ამბავი არ მოხდა. ბოლოს იყო „იფსოსის“ ყალბი კვლევა, რომელსაც კიდევ წინ აქვს ყველაფერი და ხვალ მისის ეგზიტპოლით, დიდი ალბათობით გამოცხადდება, რომ მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ემზადება და გამარჯვების ზეიმისთვის ხვალ იკავებენ რუსთაველის გამზირს“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

ზაზა შათირიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 00:43

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია კულტურული მართვა ბარბაროსულ სიტუაციაში

მე კარგად მახსოვს 9 აპრილი და ის ხერხები, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი ჩემთვის იყო თითქოს იმავე მდინარეში მეორედ შესვლა, ოღონდ ამას აკეთებდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 00:36

მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 709 - დაშავდა

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 709 დაშავდა.

31 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 49 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 256 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით მაღრაძე

31 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: „ნაცმოძრაობა“ როგორც ფაშისტურ-რევანშისტული წარმონაქმნი ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც საფრთხეა

მწერალმა დავით მაღრაძემ, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. „ნაცმოძრაობა“, როგორც ფაშისტურ-რევანშისტული წარმონაქმნი სულ საფრთხეა. ხელისუფლებაში საფრთხე იყო, ოპოზიციაშიც საფრთხეა - ეს განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ღია ეთერში გააკეთა.

31 ოქტომბერი 2020, 00:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამერიკელი ექიმები უფრო მეტ ფულს იღებენ, თუ ვინმე კორონავირუსით კვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ექიმები უფრო მეტ ფულს იღებენ, თუ ვინმე კორონავირუსით კვდება, რის გამოც სიკვდილის მიზეზად კორონავირუსს უთითებენ.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: დავით გარეჯის საქმეზე კითხვები უფრო გამიმძაფრდა, რაც ჩვენი ოპონენტების რეაქციები დავინახე

დავით გარეჯი უმძიმესი თემაა... კარგად მესმის ეს საკითხი როგორ აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და ყველა იმ ადამიანს ვისაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო, ისტორია და კულტურა, შეუძლებელია ადამიანმა ისე გაატაროს ეს კონკრეტული თემა - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

რამაზ საყვარელიძე

30 ოქტომბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: სახლში დარჩენით ჩვენ ხმას ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“

დღეს ბიძინა ივანიშვილს შესანიშნავი სიტყვა ჰქონდა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის გამოსვლებში, დაბალანსებული. მან გაამახვილა ყურადღება ერთ რამეზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის არმიღება არ არსებობს - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „თუ ვინმეს ჰქონია, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, სახლში დარჩენით, ძალიან ცდება. დაახლოებით ეს აზრი, ოღონდ კონკრეტიკით თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ხმები, რომლებიც გადანაწილდება, 60 პარტიაა, ჩვენ მოგვაკლდებაო და მართალია. თუ დავაკვირდით სოციოლოგიურ გამოკითხვებს „რუსთაბი2“-ის გაკეთებულს. გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რადგან ხმები გადანაწილებული იყო „ნაციონალისტურ“ პარტიებში და მობილიზაცია მოახერხეს. ამან, 4-5% მოუმატა. წარმოიდგინეთ რამდენი ხმა გადანაწილდება 60 პარტიაში. ეს სულ „ქართული ოცნების“ ხმებია და ეს ხმები გადაფანტული სხვა პარტიებში არცერთს გამოადგება, ძალის მატარებელს ვერავის გახდის. გახდის ძალის მატარებელს და გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“. სახლში დარჩენით ჩვენ ხმას ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას““, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენთვის ყველაზე მთავარი მონაპოვარი და ღირებულება არის ადამიანი

ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ჩამოეყალიბონ სტერეოტიპი, თითქოს წარსულზე ლაპარაკი სირცხვილია. არც მე მიყვარს წარსულის გახსენება, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ ვისაუბრო მომავალზე და დაგეგმილ პროექტებზე, მაგრამ სანამ ეს პარტია ჯერ კიდევ შემორჩენილია პოლიტიკურ ველზე, მე, როგორც პოლიტიკოსს მაქვს უფლება, ვისაუბრო მათ წარსულ საქმიანობაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

30 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ხვალინდელი დღე არის სამოქალაქო ღირსების დღე

ხვალინდელი დღე, არის სამოქალაქო ღირსების დღე. ხვალ საქართველოს მოქალაქემ უდნა შეასრულოს დაუწერელი ვალდებულება. ეს ისეთი დაუწერელი ვალდებულება არის, რომელიც ყველა დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მეტად ფასობს, თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ღია ეთერში“განაცხადა. „ხვალინდელი არჩევანით თავისი ხმით, თავისი ნების გამოხატვით, მოქალაქემ უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების ბედი 4 წლით. სამოქალაქო ღირსების დღე, ეს არ არის არჩევანის გაკეთება მექანიკურად. მხოლოდ ბიულეტენში გარკვეული ციფრის შემოხაზვით. არჩევნებიდან არჩევნებამდე საზოგადოებაში ერთგვარი ეგზალტაცია იკიდებს ფეხს, გარკვეული დაძაბულობა, თითქოს, ყველა არჩევნებს ენიჭება საკრალური მნიშვნელობა და დატვირთვა. მე არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ, არჩევნებს საკრალურ და მითოლოგიურ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ, მაგრამ საქართველოსთვის და ქართველობისთვის არის პლებისციტი და საჯარო გამოკითხვა სამშობლოსადმი დამოკიდებულებაში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ალექსანდრე გალდავა

30 ოქტომბერი 2020, 23:22

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე

არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე. ეკლესია და საპატრიარქო არაა გაყოფილი. ეკლესიის მეთაურია სწორედ საპატრიარქოს პოზიციის გამომხატველი უპირველესად და ის მღვდელმთავრები, რომლებიც შეადგენენ წმინდა სინოდს, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ღია ეთერში“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 23:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხვალ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და საქართველო

მინდა წარმატება ვუსურვო ლევან კობიაშვილს, გამორჩეულად ღირსეულ ადამიანს. მას აშორებს ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ის პირველსავე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეხვედრაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ასევე წინ გველოდება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოცნების ახდენა.

ია მეტრეველი

30 ოქტომბერი 2020, 23:01

საზოგადოება

ია მეტრეველი: „ნაცმოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს, ხალხი არასოდეს დაუშვებს ამ ბოროტების დაბრუნებას

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს. არჩევნები „ქართული ოცნების“ დიდი გამარჯვებით დამთავრდება, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს ამ პარტიას მხარს და ხალხი არასოდეს დაუშვებს იმ ბოროტების დაბრუნებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა, ია მეტრეველმა განაცხადა.

მერაბ კოკოჩაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:54

საზოგადოება

მერაბ კოკოჩაშვილი: ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა ვითარდება

დამოუკიდებლობის 30 წელი ცოტაა, მაგრამ ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ისაუბრა. „30 წელია რაც, საქართველო დამოუკიდებელია. ეს არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ერი ისე ჩამოყალიბდეს, რომ ყველაფერი რაც ერის, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, მოაგვაროს, და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა. 30 წელი მცირე პერიოდია. მე არ მახსოვს მსოფლიო ისტორიაში, 30 წელიწადში სახელმწიფოს საკუთარი პრინციპები მოეგვარებინოს. ეს ურთულესი საქმეა, ბუნებრივია, მაგრამ ნელნელა ეს პრინციპები ნათლად გამოიკვეთა. ის, რომ დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ, სავსებით ნათელია. ის, რომ დემოკრატიას შესაბამისი კანონები ესაჭიროება და ამ კანონებს უნდა ვასრულებდეთ და ვქმნიდეთ, ესეც ნათელია. ის, რომ პიროვნების თავისუფლება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი დემოკრატიულ ქვეყანაში და უფლებები და ცული უნდა იყოს. ეს პრინციპები, ყველაფერი, სწორად მიდის. თითქოს ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილი.