imedi /  25 ივლისი 2019, 14:20 / სანდო წყარო

დედაქალაქის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ნარჩენების მართვა

თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა მომავალი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დეტალურ ღონისძიებებს ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დასანერგად. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებული სისტემის განვითარებას, სეპარაციაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავმზიდი მანქანების ქაოტური გადაადგილების აღმოფხვრას, კონტეინერების დამატებით განთავსებას, ინერტული და სხვა სამშენებლო ნარჩენების სწორად მართვას, ასევე, დანაგვიანებაზე კონტროლის გამკაცრებას.  

საკრებულოს ცნობით, ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს  ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა მისამართზე უკვე განთავსდა სეპარირების სტენდები და ურნები, სადაც ხდება ნარჩენების დახარისხება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გათვალისწინებულია სეპარირების მიწისქვეშა ურნები. 

5-წლიანი სამოქმედო გეგმის პარალელურად, მუნიციპალიტეტი იწყებს 15-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დანერგავს ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის  მოდელს.

გეგმის დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში, სადაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო  გეგმის საჯარო განხილვა. 

მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის მიმდინარე პროგრამის - ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში მომზადდა.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

01 ივნისი 2026, 11:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

01 ივნისი 2026, 11:11

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

01 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - საქართველოს ელჩი გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ვებგვერდზე ისევ არ არის განახლებული

საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე.

ემანუელ მაკრონი

01 ივნისი 2026, 11:07

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული

„ყველა მათგანს ერთი და იგივე გზავნილი გადავეცი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

01 ივნისი 2026, 11:04

საზოგადოება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

01 ივნისი 2026, 10:56

მსოფლიო

მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

48 წლის აბელა, რომელიც მალტის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, ფიცს დღეს დადებს. თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მან ისტორიული უწოდა.

01 ივნისი 2026, 10:23

მსოფლიო

მიანმარში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

მაშველების ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის ჩვილი. აფეთქებამ ოსფელ ქაუნგ ტატში დაახლოებით 200 სახლი დააზიანა, კიდევ 100 სახლი მეზობელ სოფელ პან ლონეში დაზიანდა.

01 ივნისი 2026, 10:11

საზოგადოება

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

01 ივნისი 2026, 10:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 10:07

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

01 ივნისი 2026, 10:03

მსოფლიო

საფრანგეთმა ატლანტის ოკეანეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

„მიუღებელია, რომ გემები გვერდს უვლიდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 4 წელზე მეტია აწარმოებს. ეს გემები, რომლებიც საზღვაო ნაოსნობის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი უგულებელყოფენ, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და საერთო უსაფრთხოებას“, - განაცხადა მაკრონმა.

01 ივნისი 2026, 09:56

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

01 ივნისი 2026, 09:54

მსოფლიო

რუსეთმა ხარკოვს, ოდესასა და სუმის შეუტია

ოდესაში, რუსეთის ღამის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. დაშავდა 5 ადგილობრივი მცხოვრები, მათგან 2 ჰოსპიტალიზებულია.

01 ივნისი 2026, 09:49

მსოფლიო

ირანმა და აშშ-მა სპარსეთის ყურეში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს

„აშშ-ის გამანადგურებლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სახმელეთო მართვის სადგური და ორი თავდამსხმელი დრონი-კამიკაძე, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მოძრავ გემებს. ამერიკელ სამხედროებს შორის არავინ დაშავებულა“, - განმარტეს CENTCOM-ში.

01 ივნისი 2026, 09:43

მსოფლიო

პოლონეთში ტორნადომ სახლები დააზიანა

ინსტიტუტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპოლეს რეგიონში დაფიქსირებული ნგრევა „ჭექა-ქუხილთან დაკავშირებული ძლიერი მბრუნავი აღმავალი ნაკადის გავლენაზე“ მიუთითებს. სტიქიური მოვლენის შედეგად არავინ დაშავებულა.

01 ივნისი 2026, 09:41

საზოგადოება

თბილისის გასტრონომიული კვირეული დაიწყო

თბილისის გასტრონომიული კვირეულის მეხუთე სეზონი მასშტაბური პროგრამით გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფები და ასევე იქნება უპრეცედენტო კულინარიული კოლაბორაციები.

ივან სეპედა კასტრო/აბელარდო დე ლა ესპრიელა

01 ივნისი 2026, 09:36

მსოფლიო

კოლუმბიის ახალ პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევენ

21 ივნისს, მეორე ტურში ერთმანეთს მემარჯვენე და დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელი აბელარდო დე ლა ესპრიელა და მოქმედი პრეზიდენტის მოკავშირე, მემარცხენე სენატორი ივან სეპედა დაუპირისპირდებიან.

01 ივნისი 2026, 09:27

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ და „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზში აღნიშნეს🏆🎉გალერეა

„პსჟ“-მ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ლიგის ფინალში „არსენალი დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. კვარაცხელია კი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

01 ივნისი 2026, 09:20

პოლიტიკა

კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობისინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს.