ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა $415 მილიონის სესხი დაამტკიცა
ქვეშეთი-კობის პროექტი
ფოტო: georoad.ge
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის, კერძოდ ქვეშეთი-კობის პროექტისთვის, 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. ინფორმაციას ADB ავრცელებს.
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში და ეს დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის.
"აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად.
23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის. ახალი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა", - წერია აზიის განვითარების ბანკის განცხადებაში.
ყველა სიახლე
20 იანვარი 2025, 23:26
მსოფლიო
ტრამპი: 2020 წელი, სხვათა შორის, ის არჩევნები მთლიანად გაყალბდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.
20 იანვარი 2025, 23:13
მსოფლიო
ტრამპი: აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო
აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 22:54
მსოფლიო
ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე
მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 22:44
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.
20 იანვარი 2025, 22:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.
20 იანვარი 2025, 22:38
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.
20 იანვარი 2025, 22:27
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ
ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 22:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.
20 იანვარი 2025, 21:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში
იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.
20 იანვარი 2025, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი
დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:38
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ
ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:28
მსოფლიო
ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო
ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:21
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება
ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:10
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.
20 იანვარი 2025, 21:07
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო
ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
20 იანვარი 2025, 21:02
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.
20 იანვარი 2025, 20:43
პოლიტიკა
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.
20 იანვარი 2025, 20:25
პოლიტიკა
დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.
20 იანვარი 2025, 20:23
მსოფლიო
ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.
20 იანვარი 2025, 20:10
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბოლო 6 თვეში წარმოჩენილი პრობლემებია, მათ შორის, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერი, რაც კლიენტს საეჭვო გარემოებად მიაჩნია.