imedi /  01 აგვისტო 2019, 21:03 / სანდო წყარო

ჯეფ ბეზოსმა $1,9 მილიარდის Amazon-ის აქციები გაყიდა

Amazon-ის სათაო ოფისი

Amazon-ის სათაო ოფისი

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიის 1,9 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ფედერალური კომისიის მონაცემებით, 29-31 ივლისს სამ ეტაპად ბეზოსმა Amazon-ის 900 ათასზე მეტი აქცია გაყიდა, თითოეულის ფასმა კი დაახლოებით 1900 დოლარი შეადგინა. ბეზოსის მფლობელობაში კომპანიის 58,143 მილიონი აქცია რჩება. გასულ წელს Amazon-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

2017 წელს ბეზოსმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს გაყიდის, რათა ამოღებული ფული სხვა კომპანიაში - საწარმო Blue Origin-ში ჩადოს. 

Blue Origin ერთ-ერთი კერძო ამერიკული კომპანიაა, რომელიც, Virgin Galactic-ისა და SpaceX-ის მსგავსად კოსმოსში რეგულარულ ტურისტულ ფრენებს გეგმავს.

მიმდინარე წლის მარტში ჟურნალი Forbes-ი ბეზოსისა და მისი მეუღლის ქონებას 131 მილიარდ დოლარად აფასებდა, რამაც ბეზოსს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი შეუნარჩუნა.

ყველა სიახლე

კლიმატის ცვლილება

15 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ეკოაქტივისტები 20 სექტემბერს კლიმატის დასაცავად მასობრივ გაფიცვას გეგმავენ

კლიმატის დასაცავად აქცია 20 სექტემბერს, ნიუ-იოკრში დაგეგმილი გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, მთელს მსოფლიოში გაიმართება. ეკომოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საყოველთაო აქციები მსოფლიოს 129 ქვეყნის 2000-მდე ქალაქშია დაგეგმილი.

ნუგზარ წურწუმია

15 სექტემბერი 2019, 17:53

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა. მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია.

ბაშარ ასადი

15 სექტემბერი 2019, 17:51

მსოფლიო

ბაშარ ასადმა სირიაში საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ასადმა ყველა დამნაშავე შეიწყალა, რომელთა მიმართაც 2019 წლის 14 სექტემბრამდე იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ამნისტია შეეხოთ ასევე სიკვდილმისჯილებს, რომელთაც განაჩენი შეუცვალეს და უვადო პატიმრობაში დატოვეს.

არჩილ თალაკვაძე

15 სექტემბერი 2019, 17:43

საქართველო

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართა

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დასრულდა. დისკუსიაში პარტიები, კონსტიტუციონალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავრი თემა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

ბორის ჯონსონი ელისაბედ მეორე

15 სექტემბერი 2019, 17:38

მსოფლიო

Bloomberg: ბორის ჯონსონი არ აპირებს შეასრულოს Brexit-ზე დედოფლის ხელმოწერილი კანონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი გეგმავს არ შეასრულოს დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას კრძალავს. ამის შესახებ Bloomberg-ი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

აფხაზეთი, ბედიის მონასტერი

15 სექტემბერი 2019, 17:12

კულტურა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში ფრესკები დაზიანდა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. შენობაში ჩანს ხარაჩოები.

სალომე ზურაბიშვილი

15 სექტემბერი 2019, 17:11

საქართველო

თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიხსნა

სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და თქვა, რომ ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას.

15 სექტემბერი 2019, 17:05

საქართველო

„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო სიის შედგენის ახალ წესზე გადაწყვეტილება მიიღო

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოს წევრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის შედგენის ახალი წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული წესის მიზანია სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

ჰონგ-კონგი

15 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჰიმნი God Save the Queen იმღერეს

ჰონგ-კონგში ასობით დემონსტრანტმა აქციაზე დიდი ბრიტანეთის დროშით და დედოფალ ელისაბედ მეორის გამოსახულებიანი ბანერით გავიდა. ისინი ბრიტანეთის საკონსულოს წინ მღეროდნენ სიმღერას "God Save the Queen" და ყოფილი კოლონიზატორებისგან ჩინეთზე ზეწოლის გაძლიერება მოითხოვეს.

ვოლოკოპტერი

15 სექტემბერი 2019, 16:47

ტექნოლოგიები

გერმანიაში ორადგილიანი აეროტაქსი გამოსცადეს

ამის შესახებ Twitter-ზე მწარმოებელი კომპანია Volocopter-ის ტექნიკური დირექტორი იან-ჰენდრიკ ბიოლენსი წერს. ელექტროძრავებზე მომუშავე ვოლოკოპტერი-ტაქსი Mercedes-Benz-ის მუზეუმის მახლობლად ჰაერში 4 წუთის განმავლობაში რჩეობდა, პილოტი მას მიწიდან მართავდა, ტაქსიში კი არავინ იჯდა.

ინტერნეტი

15 სექტემბერი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

როგორია საქართველოში ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.1 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.8 პროცენტი კი - უფრო იშვიათად. ყველაზე ხშირად კი სოცქსელებისთვის იყენებენ.

აქცია

15 სექტემბერი 2019, 16:25

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნები წარადგინა

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დაიწყო. პარტიის ლიდერები პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ. ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 10 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი და მოქალაქეებს იმ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ უამბო.

პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 16:11

ძალოვნები

თბილისში ცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

დაკავებულმა 15 სექტემბერს ქართული კინოს მოედანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.

„ამერიკული აფერა“

15 სექტემბერი 2019, 15:59

კულტურა

მეცნიერებმა ჰოლივუდის კაცი და ქალი მსახიობების ანაზღაურება შეადარეს

ჰოლივუდის მსახიობი კაცების ანაზღაურება ქალებისას აღემატება. ჰადერსფილდის, ვისკონსინისა და ლანკასტერის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. ეკონომისტების გათვლებით, საშუალოდ განსხვავება ანაზღაურებაში ერთი ფილმისთვის 1,1 მილიონ დოლარს შეადგენს.

ლორდი ედვარდ სპენსერ-ჩერჩილი

15 სექტემბერი 2019, 15:41

საქართველო

გამოფენის ორგანიზატორი, საიდანაც ოქროს უნიტაზი მოიპარეს, საქართველოს მსხვილი ინვესტორია

გამოფენის ორგანიზატორი, საიდანაც ბოლო დღეებში გახმაურებული ოქროს უნიტაზი მოიპარეს, ლორდი ედვარდ სპენსერ-ჩერჩილია. ის მარლბოროს ჰერცოგის შვილი და ლეგენდარული ბრიტანელი პოლიტიკოსის უინსტონ ჩერჩილის ოჯახის წევრია. ლორდ ედვარდ სპენსერ-ჩერჩილი 2007 წლიდან საქართველოში საქმიანობს.

ჭავჭავაძის გამზირი

15 სექტემბერი 2019, 15:23

საქართველო

ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა „ენ ეს გრუპში“ მუშაობდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში imedinews განუცხადეს, რომ მუშა მათ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. უნივერსიტეტის A და E კორპუსებში ეზოს კეთილმოწყობისთვის, საკანალიზაციო სისტემების და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, სახელმწიფო ტენდერის შედეგად კომპანია „ენ ეს გრუპი“ დაიქირავეს.

ე.წ. გამშვები პუნქტი

15 სექტემბერი 2019, 15:13

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას ეხმაურებიან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, გამშვები პუნქტების დახურვა დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ზრდის დაძაბულობას.

დამასკო

15 სექტემბერი 2019, 14:57

მსოფლიო

დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად საერთაშორისო ქსელის 2 სასტუმრო გაიხსნება

ფრანგული ჯგუფი Louvre Hotels Group-ი სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 სასტუმროს გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს. ხუთვარსკვლავიანი Royal Tulip Semiramis და ოთხვარსკვლავიანი Golden Tulip Mazzeh მუშაობას 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყებენ, მას შემდეგ რაც მათთვის განკუთვნილი შენობების აღდგენა დასრულდება.

15 სექტემბერი 2019, 14:50

საქართველო

მერია: ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევა სრეაბილირაციო სამუშაოებს არ უკავშირდება. შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

დავით ბაქრაძე გიგი უგულავა

15 სექტემბერი 2019, 14:22

საქართველო

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო სიის შედგენის წესს ცვლის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ წესზე გადადის. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ოთახში ბრიფინგი გაიმართა. ახალი წესის მიხედვით, კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს და ამ ტერიტორიულ ერთეულში მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება კანდიდატების საბოლოო რეიტინგი.