imedi /  15 სექტემბერი 2019, 10:07 / სანდო წყარო

აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

თავდასხმა ნავთობტერმინალებზე

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.

მინისტრის თქმით, აფეთქების შედეგად ნედლი ნავთობის მოპოვება 5,7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც საერთო მოცულობის 50%-ს შეადგენს. მისივე განცხადებით, ამ დანაკარგის ნაწილი რეზერვებიდან იქნება კომპენსირებული. 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. BBC-ის ცნობით, ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.

ყველა სიახლე

18 მაისი 2022, 19:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ განახორციელა. მისი თქმით, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.

შარლ მიშელი

18 მაისი 2022, 19:17

მსოფლიო

შარლ მიშელი: პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია

პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 მაისი 2022, 19:09

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2022, 19:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება

„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება, ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 18:53

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

ნინო ნადირაძე

18 მაისი 2022, 18:52

საზოგადოება

„ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე: პაციენტი სრულ ნდობას გვიცხადებს და არც ჩვენი მკურნალობისა და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს - ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის

„ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება და ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველს გაეგზავნა.

გერჰარდ შროდერი

18 მაისი 2022, 18:50

მსოფლიო

პუტინის ლობირების გამო, გერჰარდ შროდერის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოფისი დაიხურება

ვლადიმირ პუტინის ლობირების გამო, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შროდერის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოფისი დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

18 მაისი 2022, 18:46

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველომ ნატოს გენერალური მდივნისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ერთი ნაწილი შედგებოდა ევროინტეგრაციის საკითხებით და მეორე არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ნატოში საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

18 მაისი 2022, 18:40

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უზბეკ კოლეგებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გაუზიარეს საკუთარი წარმატებული გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

ირაკლი ლექვინაძე

18 მაისი 2022, 18:40

ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოქალაქეებისთვის პროდუქციის უფრო მისაღები ფასით მიწოდების რესურსი მოიძებნოს

ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გავიარეთ ის საკითხები სადაც შეიძლება მოძებნოს რესურსი მოქალაქეებისთვის უფრო მისაღები ფასით პროდუქციის მიწოდების,- ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

18 მაისი 2022, 18:25

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ლექვინაძე

18 მაისი 2022, 18:23

ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: მარტ-აპრილში, რიგ მსხვილ კომპანიებს შეეძლოთ და ჰქონდათ საწვავის ფასის შემცირების რესურსი, თუმცა, ეს არ მოხდა და ფასის კლება მხოლოდ მაისის დასაწყისში, 4-10 თეთრის არეალში აისახა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკი ლექვინაძემ, „ქრონიკასთან“, საწვავის ფასებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშსა და გამოვლენილ ძირითად ტენდეციებზე ისაუბრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 მაისი 2022, 18:20

მსოფლიო

Financial Times: თურქეთმა ნატოს მიერ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა

თურქეთის ხელისუფლებამ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times-ი წერს. გამოცემის წყაროების ცნობით, 18 მაისს ნატოში ფინეთისა და შვედეთის ელჩების მიერ წარდგენილი განაცხადების განხილვა იგეგმებოდა, თუმცა ანკარას პოზიციის გამო მოლაპარაკებები ვერ დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან

ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა.

მიხეილ სარჯველაძე
ალუდა ღუდუშაური

18 მაისი 2022, 18:15

სამართალი

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაციის საკითხი ახლებურად დარეგულირდება

„კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაცია - მიმოწერა, სატელეფონო საუბარი. ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება ექნება, წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე“.

ირაკლი ლექვინაძე

18 მაისი 2022, 18:09

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: ზოგადად, საწვავის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ფასზე, რომელიც დღეს არის პიკში, თუმცა, ადგილობრივი ვალუტის გამყარების ტრენდის გათვალისწინებით, არის მოლოდინი, რომ მცირე კორექტირება შეიძლება მოხდეს ფასების კუთხით

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რომ ბაზარზე იყოს უფრო მეტი კონკურენცია და ეს ნიშნავს უფრო მეტ მისაღებ ფასებს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ საწვავის ფასების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

18 მაისი 2022, 18:04

რეგიონი

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიით დაზარალებულ 50 ოჯახს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიით დაზარალებულ 50 ოჯახს დაეხმარება. საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ხანძრითა და სტიქიით დაზარალებული 50 ოჯახის ფინანსური დახმარების საკითხი.

18 მაისი 2022, 18:03

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს.

სოზარ სუბარი

18 მაისი 2022, 18:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როდესაც რადიკალური ოპოზიცია ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, ის უკვე დაპირისპირებულია საქართველოს მოსახლეობის ძირეულ ინტერესებთან. ამაზე მეტი პოლარიზაცია შეუძლებელია

„როდესაც რადიკალური ოპოზიცია - „ომის პარტია“ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, ის უკვე დაპირისპირებულია მთლიანად ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ხალხთან, ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის ძირეულ ინტერესებთან. ამაზე მეტი პოლარიზაცია შეუძლებელია. სამართლის აღსრულება ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ამ პოლარიზაციას ვერც გაზრდის, ვერც შეამცირებს. ეს მარტივი სპეკულაციებია“, - აცხადებს სუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი

18 მაისი 2022, 17:58

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. საქართველო ნატოს ახლო პარტნიორია. ვისაუბრეთ რუსეთის უკანონო ომზე უკრაინაში. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს - ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს იენს სტოლტენბერგი.