imedi /  30 სექტემბერი 2019, 12:24 / სანდო წყარო

პრემიერმა დაასახელა ის სფეროები სადაც 2020 წლიდან ხელფასები გაიზრდება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობა მთავრდება და დღეს პროექტის საბოლოო განხილვა გაიმართება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, რის შემდეგაც ამ ბიუჯეტს პარლამენტს წარუდგენენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც მისი პოლიტიკური გუნდი ეყრდნობა. 

პრემიერმინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, 1-ელი ივლისიდან ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით. 

პრემიერის განცხადებით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. 

2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. გარდა ამისა, გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 

2020 წლის 1-ელი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით. 

"2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტი შესაძლებლობების. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების საჭიროებებს ეყრდნობა ეს ბიუჯეტი და რაც მთავარია, ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ესენი არიან ბავშვები. ასევე არიან ჩვენი პენსიონერბი ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. სწორედ ამიტომ, ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ატაროს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით

„ვფიქრობ, ორივე ქვეყანას - ჩინეთსა და საქართველოს, ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით. ასე რომ, ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც ამავდროულად ჩვენი თანამშრომლობის საერთო ინტერესსაც წარმოადგენს, არის სწორედ ის, რამაც ჩინეთამდე მიგვიყვანა. მიზანი კი ორ პარლამენტს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა“, - განაცხადა მან.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 12:49

მსოფლიო

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ტრადიციულად ეკავა ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი. ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს მნიშვნელობა დღესაც აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა გვექნება

„ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა, მნიშვნელობა დღესაც აქვს. საქართველო და, ზოგადად, სამხრეთ კავკასია გვთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ გზას ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ჩინეთის ევროკავშირთან დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავს ამ ინიციატივის მხარდამჭერ ნაწილად განვიხილავთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური გაცვლა და თანამშრომლობა გვექნება; საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს, ვინც გამოიყენებს ე.წ. შუა დერეფანს ან კასპიის დერეფანს. სწორედ ამიტომ არის ამ იდეის ნაწილად ყოფნა ორმხრივად მომგებიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 ივნისი 2026, 12:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება,ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

15 ივნისი 2026, 11:54

მსოფლიო

ბრაზილიაში გოგონა როუპ-ჯამპინგის დროს დაიღუპა - ინსტრუქტორებმა ის ისე გადააგდეს, რომ თოკის დამაგრება დაავიწყდათ

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინსტრუქტორებმა 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი 40 მეტრის სიმაღლიდან ისე გადააგდეს, რომ დამცავი თოკი არ მიაბეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჰყავთ ატრაქციონის თანამშრომლებს გოგონა ხელში და უფსკრულში აგდებენ, მაშინ როდესაც თოკი იქვე, ახლოს დევს.

15 ივნისი 2026, 11:49

ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა

ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება. 2026 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 15.3%-ით გაიზარდა და მაისის რეკორდული მოცულობა - 668.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში კი ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან, ჯამში, რეკორდული ღირებულების, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ემანუელ მაკრონი

15 ივნისი 2026, 11:26

მსოფლიო

ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ 100%-იანი ტარიფი დავაწესო საფრანგეთიდან შემოსულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე. მათ მხოლოდ ამ გადასახადზე უარის თქმა სჭირდებათ და მაშინ მაკრონზე ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა გაზეთ New York Post-თან ინტერვიუში.

15 ივნისი 2026, 11:15

მსოფლიო

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით დღეს დაიწყება. სამიტის უსაფრთხოებას 800-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივნისი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით

საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

15 ივნისი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.

15 ივნისი 2026, 11:06

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი - მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.

15 ივნისი 2026, 11:05

მსოფლიო

აშშ-ში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისურის შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ბატლერის აეროპორტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 11 პარაშუტისტი და პილოტი დაიღუპა.

მარიუს ბორგ ჰოიბი

15 ივნისი 2026, 10:57

მსოფლიო

ნორვეგიის კრონპრინცესის ვაჟი გაუპატიურების 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს

ოსლოს საოლქო სასამართლოს 250-ე დარბაზის სამმა მოსამართლემ ის გაუპატიურების სხვა 2 ეპიზოდში გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო მრავალ სხვა სამართალდარღვევაში, რომლებშიც ბრალი ედებოდა.

15 ივნისი 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაინერები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 10:42

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციას ეწვია

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.

15 ივნისი 2026, 10:41

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 10:39

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 10:38

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.

15 ივნისი 2026, 10:27

ტაბლოიდი

იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდა🐱

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.

15 ივნისი 2026, 09:57

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.

რობერტ ქოჩარიანი

15 ივნისი 2026, 09:57

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს

თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.