Imedi /  09 ოქტომბერი 2019, 15:06 / სანდო წყარო

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს

ტაქსები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და იგეგმება მესამე ეტაპიც. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხსა და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე.

„როგორც იცით, არსებობს ტაქსის ორი კატეგორია - A და B. დღეის მდგომარეობით, A კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო B-ში - 8800. ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რაც შეეხება მესამე ეტაპს, რა მოთხოვნები იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა, რომ რეფორმისთვის მოემზადონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას. 
 
„ჩვენ აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებასა და ვიზუალურ სტანდარტს. იცით, რომ ორივე კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს აქვთ ვალდებულება, რომ წლის განმავლობაში ორჯერ გაიარონ ტექნიკური დათვალიერება. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ტაქსის მძღოლები, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს კანონში არსებული ნორმები, ასეთი, დაახლოებით, 30% იყო.''

ვიზუალური სტანდარტის შექმნა და მასთან შესაბამისობაში ავტომანქანების მოყვანა მოვახერხეთ ისე, რომ ეს ფინანსურ ტვირთად არ დასწოლია ტაქსის მფლობელებს. ჩვენ შევქმენით უფასო ვაუჩერული სისტემა და ამ სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა.  მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნებართვა, რომელიც ტაქსის მძღოლებს აქვთ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, ეს იქნება მათთვის ღირებული და ვფიქრობ, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ქალაქში ტრანსპორტირებას ხელს შეუწყობს. ასევე, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჯერ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც პროექტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. ეტაპობრივად, ცენტრალურ უბნებშიც გადავალთ და ანალოგიურ მიდგომებს იქაც შემოვიღებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველა სიახლე

ალეკო ელისაშვილი

26 თებერვალი 2020, 21:40

საქართველო

ალეკო ელისაშვილი საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე: ის, რაც მოვისმინეთ, იყო ცანცარი და მეტი არაფერი

არც პირადად მე და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ არც ერთი ლიდერი არ შევთანხმებულვართ არავის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიედერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა ეზუგბაია

26 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 14 პაციენტიდან კორონავირუსი სავარაუდოდ არც ერთს არ აქვს

„სანერვიულო არაფერი გვაქვს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ და საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ამ 14 შემთხვევაშიც ტესტის შედეგები იქნება ნეგატიური"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Amazon/eBay

26 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon-ისა და eBay-ის ოფისებში შევიდა

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon და eBay-ის ოფისებში შევიდა პირბადებისა და სადეზინფექციო საშუალებების გაზრდილი ფასებით გაყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში.

თეირანი

26 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო 24 ადამიანი დააკავეს

ირანის კიბერპოლიციამ 24 პირი დააკავა ქვეყანაში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. როგორც კიბერპოლიციის ხელმძღვანელმა ვაჰიდ მაჯიდმა განაცხადა, 24 პირი იმის გამო დააკავეს, რომ ჭორებს ავ რცელებდნენ კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებზე.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 20:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საამაყოა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე

მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ლეგენდარულ ეკონომისტს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ლეშეკ ბალცეროვიჩს ვმასპინძლობთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

26 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს

რაც შემეხება მე, მზად ვარ, საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება, მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 19:55

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: „სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით უკვე მივმართეთ პარლამენტს და ვიმედოვნებთ, მოქალაქეებს მოეხსნებათ რამდენიმე მილიონიანი ვალდებულება

ჩვენ სითი პარკს თანხა ნამდვილად გადავუხადეთ, მაგრამ ბიუჯეტის ფული არ გადაგვიხდია, - ამის შესახებ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში "სითი პარკზე" საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 19:47

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: ჩვენი მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა

„როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდა, რა თქმა უნდა ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მოქალეებისთვის იქნება კომფორტული"- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ზურაბ აბაშიძე

26 თებერვალი 2020, 19:18

საქართველო

ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გამართვაზე: ხაზგასმით ვამბობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა

„არსებული აჟიოტაჟისა და სპეკულაციების გათვალისწინებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად, გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ხაზგასმით ვამბობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

26 თებერვალი 2020, 19:07

სპორტი

საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 1 თვით ადრე გაიყიდა. საქართველოსა და ბელარუსს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა თბილისის „დინამო არენაზე“ 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

26 თებერვალი 2020, 18:56

საქართველო

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ენგურის ხიდი

26 თებერვალი 2020, 18:52

საქართველო

კორონავირუსის საფრთხის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო ე.წ. სასაზღრო კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

პროკურატურა

26 თებერვალი 2020, 18:50

ძალოვნები

დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

დაკავებულს ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

26 თებერვალი 2020, 18:40

ძალოვნები

სოფელ მატანში ხანძარი ლოკალიზებულია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ამ ეტაპზე ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 18:33

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: არც „ანას ბაღის“ და არც ერთი სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაგვიცია და არც გავცემთ

„ანას ბაღი“ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ზედ არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და არც გაიცემა, ეს გეგმაში არავის არა აქვს- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული, „ანას ბაღის“ გვერდით მდებარეობს.

იტალია კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 18:29

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაავადდა

ვირუსით უკვე 4 ბავშვი დაავადდა. ამას ქვეყნის ხელისუფლებაში ადასტურებენ. დაღუპულია 12 ადამიანი. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო ან ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდათ. ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

დასაქმების ფორუმი აჭარა გრუპი

26 თებერვალი 2020, 17:58

ეკონომიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთში დასაქმების ფორუმი გამართა

კომპანია „აჭარა გრუპმა“ დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანსიები შესთავაზა. მსურველების ნაწილი სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდა. კომპანია თანამშრომლებს დამატებით საცხოვრებლით, კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფს.

ზურაბ აბაშიძე
ჩინგიზ აიდარბეკოვი

26 თებერვალი 2020, 17:56

საქართველო

ყაზახეთში საქართველოს ელჩი, ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძე ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დერეკ მიტჩელი

26 თებერვალი 2020, 17:53

საქართველო

NDI-ს პრეზიდენტი: საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა

„საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს“, - განაცხადა დერეკ მიტჩელმა.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 17:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.