imedi /  23 ოქტომბერი 2019, 15:42 / სანდო წყარო

102 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

სესხები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზარდა, შედეგად 102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.

დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1-ლი აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 5045 მილიონიდან 5310 მილიონ ლარამდე.

102700  ხელშეკრულებიდან 28300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი სექტემბრის მდგომარეობთ 14.26% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი სექტემბრის მონაცემებით 37500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1690.60  მილიონი ლარია.

33100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2696.20 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი სექტემბრის მონაცემებით 1746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.73%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ელი სექტემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881  ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.30%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2604 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები, საშუალოდ, 12.18%-დან 11.28%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა დიდ ტვირთად დააწვება როგორც მომხმარებელს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას (შეგახსენებთ, რომ სებ-მა სექტემბერში ორჯერ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ჯამში 1%-ით). რეფინანსირების ასეთი მაღალი ნიშნული 2008 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როდესაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა ახლახანს გამოიყენა თავის ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტი და 17 ოქტომბრიდან შეამცირა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, რითაც გაზარდა ბაზარზე დოლარის მიწოდება.

„საზოგადოება და ბანკების“ მოსაზრებით, რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ექნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი დადებითი შედეგებია: ინფლაციაზე წნეხის შემცირება (ერთი ან ორი კვარტლის პერიოდში); ლარის კურსზე წნეხის შემცირება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებია: სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა; ლარიზაციის პოლიტიკის შეფერხება; ეკონომიკური აქტივობის შენელება; ლარის რესურსის გაძვირება და კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა  ფინანსებზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება. 

25 სექტემბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით - 7.5 პროცენტამდე  გაზარდა, შედეგად 102 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი გაეზარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი  0.5 პროცენტული პუნქტით 2019 წლის 4 სექტემბერსაც გაზარდა. მაშინ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 98 000-ზე მეტ მომხმარებელს გაეზარდა.

ყველა სიახლე

რეზო ბლიაძე

20 სექტემბერი 2026, 14:34

პოლიტიკა

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! - ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.

თამთა მეგრელიშვილი

20 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გველესიანზე: ყოფილი ფეხბურთელის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და კითხვების დასმა არ შეიძლება, ბულინგისა და თავდასხმის მიზეზი გახდეს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის, მიმართ გამოხატულ კრიტიკას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.

ჟორდან ბარდელა და მარინ ლე პენი

20 სექტემბერი 2026, 14:21

მსოფლიო

მარინ ლე პენმა და ჟორდან ბარდელამ განაცხადეს, რომ რუსეთი მუქარითა და დაშინებით საფრანგეთის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოიპოვებს

„არცერთ პროვოკაციას, არცერთ ფარულ ოპერაციასა და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ არცერთ ქმედებას არ შეუძლია აიძულოს საფრანგეთი, ხელი შეუწყოს უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო მიზნების მიღწევას. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა პარიზში სუვერენულად განისაზღვრება, მხოლოდ და მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე. ის ვერ განისაზღვრება ვერც მოსკოვში და ვერც რომელიმე სხვა უცხოურ დედაქალაქში“, - განაცხადეს ლე პენმა და ბარდელამ.

გიორგი გველესიანი

20 სექტემბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

„გველესიანი გაგვიზრდია უბეში“ - გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგის კამპანია გააქტიურდა

გიორგი გველესიანის ბულინგის კამპანია გააქტიურდა, მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა კონკრეტული ძალების მხრიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა, რომლებიც აქციების დროს პოსტების დაწერას ავალებდნენ. კამპანიის ავტორები, რომელთაც გველესიანის ნათქვამი არ მოეწონათ, მას შეურაცხყოფას აყენებენ.

ლევან მამალაძე

20 სექტემბერი 2026, 14:05

პოლიტიკა

ლევან მამალაძე: არაბიზაცია მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი - ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა, რომელიც 12 წლის განმავლობაში გაიზარდა 10-ჯერ, 70 პროცენტს შეადგენს დსთ-ს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მთლიანად, არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსულია 4 პროცენტი

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ, არაბიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიღო.

ნინო ფოჩხუა

20 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით ჩიხელიძე

20 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გიორგი გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა

გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს.

გია აბაშიძე

20 სექტემბერი 2026, 13:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო

საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

20 სექტემბერი 2026, 13:05

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს“, - აღნიშნულია განცხადბეაში.

ლადო სადღობელაშვილი

20 სექტემბერი 2026, 13:05

ეკონომიკა

ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავისი პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

20 სექტემბერი 2026, 12:32

მსოფლიო

ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე შეტევის შესახებ განაცხადეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობისას სხვა შეფერხებებისთვის“ მზად იყვნენ.

20 სექტემბერი 2026, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი კიევის ოლქზე 24 საათზე მეტია, დარტყმებს ახორციელებდა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ხუთ რაიონში დაზიანებულია 31 ობიექტი. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი: სამი ბავშვი და ერთი ქალი. ტკაჩენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად მოხდა ეს. მისი თქმით, 19 სექტემბერს, საღამოს, ვიშჰოროდის რაიონში განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.

20 სექტემბერი 2026, 12:00

მსოფლიო

ჩინეთი აშშ-ის „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე: ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი ინტერესების დასაცავად

„ჩინეთი ყოველთვის ახორციელებდა ნორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებთან თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე მხარეების წინააღმდეგ და არ უნდა ექვემდებარებოდეს მათგან ჩარევას ან ზეწოლას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებს და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და განვითარების ინტერესების, ასევე ჩინური საწარმოების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადეს სამინისტროში.

20 სექტემბერი 2026, 11:41

კულტურა

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი გაიხსნა

კინოფესტივალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ მამუკა ბლიაძესთან ერთად დაესწრო.

20 სექტემბერი 2026, 11:40

რეგიონი

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

მუსიკალური საღამოების გარდა, წელს ფესტივალი კინოჩვენებებსა და მუსიკაზე საუბრებს მოიცავს, დაგეგმილია მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი.

კრისტინ ბრინკერი

20 სექტემბერი 2026, 11:38

მსოფლიო

გერმანიის პოლიციამ AfD-ს ერთ-ერთი ლიდერის თანაშემწის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის კაცი ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, თუმცა ჩხრეკისას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.

რიჩარდ გრენელი

20 სექტემბერი 2026, 11:38

მსოფლიო

რიჩარდ გრენელი: ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია

ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.

20 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც დედაქალაქის ახალ მერსაც გამოავლენს. კენჭისყრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მმართველი კოალიციისთვის.

მაკა ბოჭორიშვილი

20 სექტემბერი 2026, 11:31

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები

„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა დონეზე მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 11:27

მსოფლიო

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ. მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს სასიგნალო რაკეტები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ცხენოსანი საპოლიციო რაზმები გამოიყვანეს.