როგორ აფასებენ აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები საქართველოს ბიზნესგარემოს
ფოტო: Facebook
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო ბაზარს აფასებენ.
მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე, Cerberus Frontier-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა, ალექსანდერ ბენარდმა საქართველოს მიმართ კომპანიის ინტერესსა და ბიზნესისთვის მიმზიდველ სექტორებზე ისაუბრა.
ამერიკული საინვესტიციო, ე.წ. ექვითი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქვს და ქვეყანა მათთვის საინტერესოა.
„ჩემი მოვალეობაა, აღმოვაჩინო მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი ადგილები. ვპოულობ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არ არის სათანადოდ შეფასებული და არ შედის ბაზარზე შესაბამისი ინვესტიციები. ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ ასეთი ქვეყნები და დავდოთ ფსონი მათზე. მე ვეძებ ისეთ ბაზრებს, რომლებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე არსებობს ზოგადი აღქმა მათ მიმართ. ასეთი შესაძლებლობები მე ვიპოვე საქართველოში. რაც შეეხება ბიზნესს, ინვესტიციებს - გაცნობიერებული პოლიტიკის შემქნელები ჰყავთ. რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა. თუ დაფუძნდები საქართველოში, უზარმაზარი უპირატესობა გაქვს და შეგიძლია მარტივად გახვიდე ამ ქვეყნებზე. კარგი მარეგულირებელი გარემო, კარგი დაბეგვრის გარემო, ცხოვრების კომფორტული ხარისხი, ეს ძალიან მიმზიდველი ადგილია. ჩვენი აზრით, შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა.“ - განაცხადა ალექსანდერ ბენარდმა.
Cerberus Frontier-ის წარმომადგენელმა კონკრეტული სექტორებიც დაასახელა, სადაც ბიზნესის განვითარების პოტენციალს ხედავს: „ჩვენ ვფოკუსირდებოდით ენერგოსექტორზე, მაგრამ ახლა ვაფართოებთ არეალს, დიდ შესაძლობებს ვხედავთ ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, სასტუმროების ბიზნესში, - ალბათ იცით, სტატისტიკა ტურიზმთან დაკავშირებით ასტრონომიურ ციფრებს აღწევს. ასე რომ, ბევრი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ადგილია“.
საქართველოში უცხოური კომპანიებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიის Milaha-საღმასრულებელმა დირექტორმაც ისაუბრა. აბდულაჰმან ესა ალ-მანაის განცხადებით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა.
„საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მიდგომებმა და მიმართულებებმა, რომლის მიხედვითაც დღეს ეს ქვეყანა წინ მიიწევს. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ პირველი ევროპული პროექტი, ეს არის საკონტეინერო გადაზიდვები საბერძნეთს-თურქეთს-საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება მარკეტინგულ და საბაზრო მიმართულებას, საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. საქართველოს აქვს რეგიონებს შორის დაკავშირების ბრწყინვალე შესაძლებლობა და პოტენციალი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება შეუძლია“, - აცხადებს აბდულაჰმან ესა ალ-მანაი.
კომპანია Trammo-ს ვიცეპრეზიდენტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი უილიამ მარკშტეინი კი ბათუმში ლოგისტიკური ჰაბის შექმნის პერსპექტივაზე საუბრობს. როგორც უილიამ მარკშტეინმა განმარტა, საუბარი შეეხება ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირებას - ბაქოს გავლით და რკინიგზით ბათუმში.
ბიზნესმენის განცხადებით, პროექტზე უკვე მუშაობენ და ის დარწმუნებულია, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება. „ეს ძალიან კარგი პროექტია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია ირანსა და არასტაბილურ ქვეყნებში რთულია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება“, - აღნიშნა მან.
უილიამ მარკშტეინის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა მას საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოს და პერსპექტიულს ხდის, განსაკუთრებით აზია-ევროპის სატრანზიტო მარშრუტებისთვის. ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ორი ახალი ქარხნის პროექტი უზბეკეთსა და თურქმნეთში. კომპანია Trammo-ს ვიცეპრეზიდენტმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატს.
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობისა და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით, ნამახვანის პროექტის განვითარებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გააკეთა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა რა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის“ - ამის შესახებ თბილისის აბრეშუმის გზის მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა ფატიჰ გიუვენმა განაცხადა.
თურქეთში დაფუძნებული უმსხვილესი გლობალური საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, გამჭვირვალეობა და საინვესტიციო გარემოს მხარდაჭერის მიმართ მთავრობის უცვლელი პოზიცია არის ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და მისი შეფასებით, ეს წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში.
ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების მიმზიდველობასა და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
„სტრატეგიული განლაგების თვალსაზრისით, საქართველო გახლავთ უნიკალური დერეფანი ტრანზიტული ნაკადისთვის ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. მას სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. საჭიროა პირდაპირი ინვესტიციები და საქართველო ამას მიაღწევს, არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ შესრულების თვალსაზრისით რეალიზებას.“- განაცხადა თემატურ პანელზე გამოსვლისას ფატიჰ გიუვენმა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 20:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
16 აპრილი 2026, 19:56
მსოფლიო
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.
16 აპრილი 2026, 19:48
მსოფლიო
სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.
16 აპრილი 2026, 19:22
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 19:20
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე
ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.
16 აპრილი 2026, 19:16
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
16 აპრილი 2026, 19:00
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
16 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს
კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.
16 აპრილი 2026, 18:56
სპორტი
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
16 აპრილი 2026, 18:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება
მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატები გაიმართოს.
16 აპრილი 2026, 18:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი
რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს.
16 აპრილი 2026, 18:46
ეკონომიკა
„საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი: აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება. საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება დაცულია
შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესებისას სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.
16 აპრილი 2026, 18:43
რეგიონი
ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
16 აპრილი 2026, 18:40
საზოგადოება
დედამიწის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება დედამიწის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, მეცნიერების დაკავშირებას ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა-გაანალიზებას, ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში ჩართვას.
16 აპრილი 2026, 18:36
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რომ შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს“, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.
16 აპრილი 2026, 18:34
მსოფლიო
Reuters: გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება
გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება.
16 აპრილი 2026, 18:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალური ოპოზიცია - არ ვიცი გზა ევიწროებათ თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები
საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.
16 აპრილი 2026, 18:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
16 აპრილი 2026, 18:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.
16 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების
ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.


