imedi /  05 ნოემბერი 2019, 22:37 / სანდო წყარო

BBC-მ საქართველოში ბიტკოინის ბუმის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ბიტკოინი

BBC-ის ჟურნალისტმა ედ ბატლერმა საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა. ის საქართველოშიც იყო ჩამოსული და დაათვალიერა კრიპტოვალუტის მწარმოებელი ქარხნები, ასევე გაესაუბრა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და „გრინ ენერჯის“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ქვეყნის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის კუთხით აქვს. მინისტრმა ელექტროენერგიის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზეც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა განახლებადი ენერგიის საკითხებსაც. თურნავას თქმით, ქვეყანას ამბიციური გეგმა აქვს რომ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზღვის ევროპული ქვეყნების სანაპიროს წყალქვეშა მაღალი-ძაბვის ელექტროობის კაბელებით დაუკავშირდეს.

ედ ბატლერის თქმით, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგით მსოფლიოში ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ მესამე ადგილზეა. ის BitFury-ის ქარხანაშიც იყო მისული, სადაც წარმომადგენელს ჰკითხა რა ოდენობის ბიტკოინს გამოიმუშავებენ, თუმცა განაცხადეს, რომ ეს საჯარო ინფორმაცია არაა. ჟურნალისტს არც ფოტოების გადაღების უფლება მისცეს. როგორც ედ ბატლერი ამბობს, მართალია ადგილზე არ უთხრეს რა ოდენობით ბიტკოინს აწარმოებენ, თუმცა ოფიციალური მონაცემებით BitFury-ის წლიური შემოსავალი ნახევარ მილიარდ დოლარამდეა.

BBC-ის ჟურნალისტის თქმით, მასთან ინტერვიუში „გრინ ენერჯის“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა თქვა, რომ ბიტკოინის წარმოება ქვეყნის ელექტროენერგიას „ანიავებს“, რაშიც ჟურნალისტი ეთანხმება:

„BFDC Georgia [BitFury] მოიხმარს 389,7 მლნ კვტ/სთ-ს. ეს არის მთელი ქვეყნის მოხმარების 4%. თუ თქვენ ძალიან მარტივ კითხვას დაუსვამთ სამინისტროებს, თუ რომელი სექტორი მოიხმარს [ენერგიას] საქართველოს არ აქვს ამგვარი ანალიზი. რეალურად ჩვენ არ გვაქვს და არ ვიცით რამდენი ბიტკოინმაინერი გვყავს... ვფიქრობ, რომ მაინინგზე ჯამში, [ელექტროენერგიის] მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტი იხარჯება. რაც ყველაზე მთავარია, ისინი მოიხმარენ გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე დიდი ინდუსტრიები“, - განაცხადა დავით ჭიპაშვილმა ინტერვიუში. 

ედ ბატლერი თბილისში BitFury-ის ლატვიელ ხელმძღვანელს ვალერი ვავილოვსაც შეხვდა, რომელსაც კრიპტოვალუტის მაინინგის ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზე ჰკითხა, რაზეც ვავილოვმა უპასუხა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს წილი არ აქვს. თუმცა, როგორც ედ ბატლერი ამბობს, ოფიციალური საჯარო ჩანაწერების მიხედვით, „საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს და უმდიდრეს კაცს, ბატონ ივანიშვილს შესაძლოა არ ჰქონდეს პირდაპირი წილი BitFury-ში. მასთან დაკავშირებულმა თანაინვესტირების ფონდმა 10 მილიონი დოლარი ჩადო 2014 წელს წარმოების დასაწყებად“, - ამბობს BBC-ის ჟურნალისტი ედ ბატლერი.

ის ასევე გაესაუბრა ეკონომისტ გოჩა თუთბერიძეს, რომლისთვისაც საინტერესოა თუ რატომ ოპერირებს მაინერკომპანია თავისუფალი ვაჭრობის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. ის ეჭვობს რომ ამის მიზეზი გარკვეული მთავრობის ეკონომიკური და ფინანსური ინტერესია. 

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 00:57

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

11 ივლისი 2026, 20:00

სპორტი

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:44

სამართალი

ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:39

საზოგადოება

ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება

ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს

ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა. გოგავას თქმით, ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.

11 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის

ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.