imedi /  13 ნოემბერი 2019, 15:29 / სანდო წყარო

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

ნავსადგურები

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება  ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ამ პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა და მას ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, აგრეთვე გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა პროექტი, რომლის პირველი ეტაპი „საჭიროებების კვლევა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი  მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ვაჭრობის სფეროს ინტეგრაცია საერთო ევროპულ ერთი ფანჯრის სისტემაში, რომელში ჩართვაც საქართველოს მოუტანს სტრატეგიულ უპირატესობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. პროექტის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას პორტებში და ასევე, საქართველოს ნავსადგურებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმონ ტვირთნაკადები რეგულარული მიმოსვლის გემებისათვის ტვირთების კატეგორიებისა და მოცულობის მიხედვით.

პრეზენტაციის დროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და საშუალებას მოგვცემს უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. მისი თქმით, პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას.

პროექტმა შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის MSC Georgia-ს მმართველმა დირექტორმა, ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს, რადგან ის შეამცირებს დამატებით სამუშაო საათებს, რასაც ახლა ვხარჯავთ სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტან-მოტანაზე საბაჟოსა და სხვა ორგანიზაციებში. პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, ფაქტობრივად, დავზოგოთ დრო და რესურსი და მეტი დრო ბიზნესის კეთებას მოვანდომოთ,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

17 თებერვალი 2025, 23:45

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ზუსტად ის ადამიანები ნერვიულობენ, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული

რატომ არ უნდა მოვიდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანი, რომლის განცხადებასაც მნიშვნელობა აქვს? - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

17 თებერვალი 2025, 23:07

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალა“ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნების“ ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსში აღდგეს სამშობლოს ღალატის მუხლი პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალა“ ქართული ოცნების“ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

დავით ქართველიშვილი

17 თებერვალი 2025, 23:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა - სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის

„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა - არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნის ხორცშესხმა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 23:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რომ ჰკითხოთ და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ტიტუშკობა. ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის ეს?

როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რომ ჰკითხოთ და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ტიტუშკობა. ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის ეს? - კი! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 22:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ქართველი ერი დადგება ერთად, დაინახავს, ვინ ვისი დავალებით მტრობს მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ კიდევ უფრო კარგად შევძლებთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში

ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხით, როგორც მინიმუმ, შევძელით, რომ ძალიან რთულია, დღეს საქართველოზე ქართველების გარეშე ილაპარაკო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 22:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ არსებობს ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ღირსეული და ამაყი ქვეყანა, რომელმაც გაბედა და მოახერხა ყველაზე პირველს ეთქვა ის სიმართლე, რასაც სამი წლის შემდეგ ლაპარაკობენ თავად ამერიკელები

საქართველომ თავის ხელისუფლებით, ხალხით, ამომრჩევლით, ლიდერებით შეძლო, რომ ეთქვა ისეთი სიმართლე, რასაც ერთი-ორი ქვეყანა გაკვრით თუ ბედავდა ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

თამთა მეგრელიშვილი

17 თებერვალი 2025, 22:21

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სამშობლოს მოღალატის ცნება სამართლებრივი ნორმის სახით ბრუნდება და ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატისათვის მოღალატეზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება

“მიხეილ სააკაშვილის მიერ გაუქმებული სამშობლოს ღალატის მუხლი მის მიერვე ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატის ქმედებების სამხილებლად ბრუნდება!”- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ, რომ “სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი”.

დავით ქართველიშვილი

17 თებერვალი 2025, 22:09

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე: საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია `ნაცსექტის" მიერ გაუქმებული მუხლის რეანიმირება, რომელიც ბევრ ეპიზოდს შეეხება

"სამშობლოს ღალატის" მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მმართველმა პარტიამ გააჟღერა მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე - ეს არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნილების ხორცშესხმა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 21:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბათუმის ტრაგედიაზე: თუ რაიმე იყო, რასაც შეეძლო ასეთი შედეგის თავიდან აცილება, უნდა მოიძიო და ბოლომდე უნდა ჩაჰყვე, მაგრამ როგორც კი შენ, თავიდანვე იგონებ ამბებს, კარგავ მორალურ უფლებასაც კი, რომ ამ თემას შეეხო

თუ რაიმე იყო ისეთი, რასაც შეეძლო ასეთი შედეგის თავიდან აცილება, უნდა მოიძიო და ბოლომდე უნდა ჩაჰყვე, მაგრამ როგორც კი შენ, აპრიორი თავიდანვე იგონებ ამბებს, უკვე კარგავ ადეკვატურობას კი არა, მორალურ უფლებასაც კი, რომ ამ თემას საერთოდ შეეხო,- განაცხადა ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 21:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ფარას“ დაინიცირებას, მიღებას და აღსრულებას აქვს პირველ რიგში, სამართლებრივი და ასევე ერთგვარი ქვემიზანიც კი - საუკუნის აფიორის მხილებისა, რომ ადამიანებმა გაიგონ, რამხელა სიცრუე მოახვიეს თავს ორი წლის განმავლობაში

„ფარას“ დაინიცირებას, მიღებას და შემდეგ აღსრულებას აქვს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამართლებრივი და ასევე ერთგვარი ქვემიზანიც კი - საუკუნის აფიორის მხილებისა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა გაიგონ, რამხელა სიცრუე მოახვიეს თავს მათ ორი წლის განმავლობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ოლაფ შოლცი

17 თებერვალი 2025, 21:44

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ვიდრე ომი გრძელდება, ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგება განხილვის საგანი არ იქნება

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვიდრე ომი გრძელდება, ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგება განხილვის საგანი არ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ნინო ფოჩხუა

17 თებერვალი 2025, 21:38

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა სააკაშვილი უცხოელი პატრონების დავალებით ემზადებოდა 2008 წლის ომისთვის, 2007 წლის აპრილში სს კოდექსიდან ამოიღო სამშობლოს ღალატის მუხლი - დღეს, ხელისუფლება აპირებს ამ მუხლის აღდგენას, სრულიად სამართლიანად

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 თებერვალი 2025, 21:36

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე: ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროულია, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 21:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ადამიანები, რომლებიც ასე უბრალოდ ოლქებს აუქმებდნენ, საერთოდ აღარ ატარებდნენ იმ ოლქებში არჩევნებს, ეს ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა

ადამიანები, რომლებიც ასე უბრალოდ ოლქებს აუქმებდნენ, საერთოდ აღარ ატარებდნენ იმ ოლქებში არჩევნებს, ეს ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 21:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სწორი სამართლებრივი, ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც ყელყელაობენ დღეს და მორალზე მიუთითებენ სხვებს

სწორი სამართლებრივი, ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს რომლის წარმომადგენლებიც ყელყელაობენ დღეს და მორალზე და რაღაცებზე მიუთითებენ სხვებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 თებერვალი 2025, 21:10

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღია, გამჭვირვალე და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გაცემული დაფინანსება - მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის კომპეტენცია ექნება, ამავე მიზნით გრანტებსაც გასცემს.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 20:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და ეს მოხდა აგვისტოს ომამდე - 2007 წლის აპრილის თვეში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 20:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს

თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს,- განაცხადა ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 თებერვალი 2025, 20:50

პოლიტიკა

USAID-ის და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც „დიფ სთეითის“ მთავარ მოთამაშეებს წარმოადგენენ. ვის ამხელს ილონ მასკი? „ქრონიკის“ რეპორტაჟი

რეალობად ქცეული შეთქმულების თეორიები - USAID მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების ცვლილებებსა და ფერად რევოლუციებს უწევდა ორგანიზებას. მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები კი ე.წ. „დიფ სთეითის“ მიზნებს ემსახურებოდნენ.

17 თებერვალი 2025, 20:41

მსოფლიო

Financial Times: ტრამპმა შესაძლოა გაიყვანოს ამერიკული ჯარები ბალტიისპირეთიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა გაიყვანოს ამერიკული ჯარები ბალტიისპირეთიდან და დასავლეთ ევროპიდან რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთ Financial Times-ის მიმომხილველი გიდეონ რაჰმანი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.