ადგილობრივი ფერმერები თამბაქოს გაყიდვას აქციზის და დაფასოების გარეშე შეძლებენ
ფოტო:დარეჯან ჩხიკვაძე
„ფერმერები აქციზის და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას“ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ
სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
„თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებზე, ფერმერებზე. ამიტომ გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზის და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, არ დაიჩაგროს გლეხი და მინდა, ამისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და საქართველოს პრემიერ მინისტრს",- განაცხადა რიჟავაძემ.
მანამდე შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს) რეალიზაცია და მიწოდება.
ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე-2000 ლარის, ხოლო განმეორებისას-4000 ლარის ოდენობით.
აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა).
ყველა სიახლე
28 ივნისი 2026, 17:29
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 ბიჭი გადაარჩინეს
პირველი ბიჭის - მოისესის გადარჩენის ვიდეოკადრებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა. რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა გამოაცხადა კიდევ ერთი 11 წლის ბიჭის გადარჩენის შესახებ და X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოჰყავთ ის საკაცით ნანგრევების უზარმაზარი გროვიდან.
28 ივნისი 2026, 17:14
მსოფლიო
ისრაელმა „ჰეზბოლას“ რამდენიმე მებრძოლის განადგურების შესახებ განაცხადა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ რამდენიმე მებრძოლი გაანეიტრალეს, რომლებიც რეაქტიული ყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულნი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 ივნისი 2026, 17:03
მსოფლიო
აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის ომამდელ დონემდე აღდგენა მხოლოდ თეირანის პასუხისმგებლობაა
„ურთიერთგაგების რეფერენდუმის თანახმად, ჰორმუზის სრუტე 30 დღის განმავლობაში დაუბრუნდება ომამდელ შესაძლებლობებს იმ მართვის ქვეშ, რომელსაც ირანი დააწესებს და მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკა მოხსნის დაბრკოლებებს. ეს შეთანხმება განხორციელების პროცესშია და მასზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სხვა არცერთ ორგანიზაციას და ქვეყანას არ ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა არაღჩიმ.
28 ივნისი 2026, 16:58
მსოფლიო
საფრანგეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ინციდენტის დროს პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 5 სტუდენტი და 5 ინსტრუქტორი.
28 ივნისი 2026, 16:53
პოლიტიკა
ფოჩხუა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: როგორ დავიჯეროთ, რომ ბუდაპეშტის ქუჩები სიამაყით და სიხარულით არის სავსე, მაშინ როცა ორბანის მრავალწლიანი მმართველობის დროს LGBTQ+ პრაიდის ჩატარების სურვილიც კი არ ჩანდა მოსახლეობაში
ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ბუდაპეშტში გამართულ პრაიდს მიესალმება და აცხადებს, რომ უნგრეთის ლგბტქ+ თემს საბოლოოდ შეუძლია, შიშის გარეშე გამოვიდეს ქუჩაში.
28 ივნისი 2026, 15:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავისი ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ძალაუფლების ცენტრებს შორის: მრავალვექტორული დიპლომატიის გაკვეთილები“ სიტყვით გამოსვლისას.
28 ივნისი 2026, 15:36
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებაზე: ურსულა ფონ დერ ლაიენმა - LGBT მთავარმა ლობისტმა, საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს. რას იზამ, ფულის გამო რას არ გაყიდი
ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპასთან მისი უძღები შვილის უნგრეთის დაბრუნებით აღინიშნა და რა უნდა ყოფილიყო ამის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი? რა თქმა უნდა, პირველი აქამდე აკრძალული LGBT პიაიდის გამართვა ბუდაპეშტის ცენტრში, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
28 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმითა საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ
„რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და ეს პრინციპი მნიშვნელოვანია, საბედნიეროდ საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით პრობლემა არ არსებობს და საქართველოს სახელმწიფო ყველას ერთნაირად იცავს. თუმცა, არ მინდა ისეთი გარემო, სადაც საზოგადოების სიამაყის მთავარ სიმბოლოდ ლგბტ პრაიდი იქცევა და არა ქვეყნის რეალური მიღწევები, კულტურა, მეცნიერება, განათლება, ეკონომიკური განვითარება თუ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება. სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ“, - წერს ჩიხელიძე.
28 ივნისი 2026, 15:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს „სიამაყეზე“ - მტკიცე უარს აცხადებს
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მრავალი კონსერვატიულად განწყობილი უნგრელი მსგავს განცხადებებს საკუთარი ქვეყნის მიმართ კომპლიმენტად კი არა, ზემოდან ყურებისა და კოლონიალური დამოკიდებულების გამოვლინებად აღიქვამს. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის თვალსაზრისით, უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს „სიამაყეზე“ - მტკიცე უარს აცხადებს. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის სჯიან“, - წერს ქართველიშვილი.
28 ივნისი 2026, 15:11
პოლიტიკა
გია აბაშიძე ურსულა ფონ დერ ლაენის განცხადებაზე: პრაიდი და ევროინტეგრაციის კორელაცია ოდენ „რუსული პროპაგანდაა“, თუმცა ასევე სახეზეა ევროკავშირის კულტურული იმპერიალიზმი. ფაქტია, რომ საქართველოს ხალხი არანაირ ხელოვნურ კულტურულ მოდელს არ მიიღებს და თუ ეს ევროკრატიაში არ ესმით, მათ ზედაპირულად მოაზროვნეობას აჩვენებს
„როგორ წარმოუდგენიათ ევრობლოკში, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის აღტყინებას ბუდაპეშტში გამართულ პრაიდზე, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა სიხარულით გაიზიარებს? წლებია ევრობიუროკრატიიდან ისმის ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები - პრაიდი და ევროინტეგრაციის კორელაცია ოდენ "რუსული პროპაგანდაა", თუმცა ასევე სახეზეა ევროკავშირის კულტურული იმპერიალიზმი. ფაქტია, რომ საქართველოს ხალხი არანაირ ხელოვნურ კულტურულ მოდელს არ მიიღებს და თუ ეს ევროკრატიაში არ ესმით, მათ ზედაპირულად მოაზროვნეობას აჩვენებს“, - წერს აბაშიძე.
28 ივნისი 2026, 15:02
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია
„რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია. რუსეთისთვის ანკორიჯის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავდება, განწირულია იმისთვის, რომ სულად იქცეს და გაქრეს“,- დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
28 ივნისი 2026, 14:46
პოლიტიკა
სადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა? - იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
28 ივნისი 2026, 14:25
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ფონ დერ ლაიენი აღფრთოვანებას ვერ მალავს უნგრეთის დედაქალაქში გამართული ლგბტ პრაიდის გამო - ევროპა, რომელიც ლგბტ პრაიდებით ამაყობს, საქართველოსთვის ვერასოდეს იქნება მისაღები და მისაბაძი
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას აფასებს.
28 ივნისი 2026, 14:20
მსოფლიო
გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა
გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მხოლოდ შაბათს სამართალდამცველებმა 18 000-მდე ლიტრი წყალი დახარჯეს.
28 ივნისი 2026, 14:18
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ყოფილი ლიდერის ძმისშვილის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს
ვალიდ ჰანიე ჰამასის სამხედრო ფრთის, „ნუხბას“ ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო და ისრაელის მხარის მტკიცებით, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტთა ჯგუფის შეღწევას ხელმძღვანელობდა.
28 ივნისი 2026, 14:13
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
28 ივნისი 2026, 14:12
მსოფლიო
ზელენსკიმ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ განაცხადა
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ოპერაციებს, რომლებიც რუსეთის მიერ ამ ომის წარმოების შესაძლებლობებს ასუსტებს. ჩვენი თითოეული შორი მანძილის სანქცია არის იმ რესურსების შემცირება, რომლებიც რუსულ სამხედრო მანქანაზე მუშაობს, და კიდევ ერთი ნაბიჯი მშვიდობისკენ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
28 ივნისი 2026, 14:10
საზოგადოება
შიო მესამე: ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
28 ივნისი 2026, 13:50
მსოფლიო
მაღალი სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა
„რეგისტრირებული სიკვდილიანობის უფრო გამოხატული ზრდა დაფიქსირდა იმ რეგიონებში, სადაც საფრთხის „წითელი“ დონე მოქმედებს, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც საკუთარ სახლში გარდაიცვალა“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
28 ივნისი 2026, 13:28
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


