imedi /  04 დეკემბერი 2019, 13:33 / სანდო წყარო

ირაკლი ხმალაძე მიკროავტობუსებზე: ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა

ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე

ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მერია არ დათანხმდება - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას, ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი.

„საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს ლარის კურსიდან და საწვავის ფასიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პრობლემები არ დაწყებულა წელს და შარშან. სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ მუნიციპალიტეტის არც ერთმა მენეჯმენტმა არ მოისურვა ამ პრობლემების მოგვარება. როცა პრობლემას არ გასცემ პასუხს, დამძიმდება და ოდესღაც უფრო მძიმე მოცემულობის გადაწყვეტა მოგიწევს. ახლა გვაქვს ეს მძიმე მოცემულობა.

კომპანიასთან ჩემი უთანხმოება მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აკეთებს განცხადებებს, რომ მიიღეს ზარალი. საოპერაციო შემოსავლებს და გასავლებს როდესაც ვითვლიდით, ხარჯები და შემოსავლები არის ერთმანეთის საპირწონე. ამაზე აუდიტორული დასკვნა მზადდება და რეკომენდაციებს იძლევა, რომ იაფი სესხი ჩაიდოს კომპანიაში, გარკვეული კაპიტალის მოძიება და ტარიფის გადახედვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია ვერ შესრულდება და არ შესრულდება. თუმცა, გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. კომპანია ჯერჯერობით ზარალზე არ არის. ისინი ზარალს ეძახიან მიუღებელ შემოსავალს. ისინი მუშაობენ ნულ მოგებაზე. ხარჯავენ იმდენს, რამდენიც შემოსავალი აქვთ. მათთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულება, რომ ახალი მიკროავტობუსები იყიდონ, ეს გაარღვევს კომპანიას, მაგრამ განსხვავებული ვარიანტებია მოსაძებნი“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ „სითი პარკის ბედს“ არ გაიზიარებს.

მანამდე ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას 1 კვირაში წარადგენს.

ყველა სიახლე

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 08:43

საქართველო

მმართველი პარტია დღეს ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

Despacito

14 დეკემბერი 2019, 08:27

კულტურა

ათწლეულის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეოები დასახელდა

YouTube-მა ათწლეულის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. პირველ ადგილზეა ლუის ფონსის და Daddy Yankee-ის მიერ შესრულებული Despacito, რომელმაც ამ დრომდე 6,5 მილიარდი ნახვა დააგროვა.

ახალი ზელანდია ვულკანი

14 დეკემბერი 2019, 08:15

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში მყვინთავები ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულ ორ ადამიანს ეძებენ

კუნძულ უაიტ-აილენდზე, ქალაქ ოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. პოლიციის ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

14 დეკემბერი 2019, 01:05

ეკონომიკა

ტურისტებს ფიტოსერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილის და ბოსტნეულის შეტანა ეკრძალებათ

2019 წლის 14 დეკემბრიდან ტურისტებს ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილს და ბოსტნეულის შეტანა აეკრძალათ. ინფორმაციას ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

წყვილი

14 დეკემბერი 2019, 00:59

ტაბლოიდი

მსახიობი კოლინ ფერტი ცოლს შორდება

ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერტი 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ ლივიას შორდება. წყვილმა ოფიციალური განქორწინების შესახებ განცხადება გამოცემა Hello-სთან გააკეთა. წყვილი აცხადებს, რომ განქორწინების მიუხედავად, ისინი რჩებიან მეგობრებად და მათ შვილების სიყვარული აერთიანებთ.

დენი ვილნევი

13 დეკემბერი 2019, 23:57

კულტურა

ათწლეულის რეჟისორი დასახელდა

ჰოლივუდის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ათწლეულის რეჟისორი დაასახელა. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. ამ ჯილდოს რეჟისორი დენი ვილნევი მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 9 იანვარს არის დაგეგმილი.

დავით ნარმანია

13 დეკემბერი 2019, 23:22

ეკონომიკა

ნარმანია: ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სავალუტო კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომ კურსის რყევამ გაზის ტარიფებზე გავლენა არ მოახდინოს.

დენი აილეო

13 დეკემბერი 2019, 23:08

კულტურა

ამერიკელი მსახიობი დენი აილეო გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი დენი აილეო 86 წლისა გარდაიცვალა. The Hollywood Reporter-ის ცნობით, მსახიობის სიკვდილის მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა. მსახიობს ჰყავს ცოლი და 4 შვილი. სპაიკ ლის ფილმზე „გააკეთე როგორც საჭიროა“ დენი აილეო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარზე“ იყო წარდგენილი

13 დეკემბერი 2019, 22:36

საქართველო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართველი მოსამართლეების არჩევით იმედგაცრუებულია

ტიტუს კორლატეანია და კლოდ კერნის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი ზომების მიღება სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებელი სასამარლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის აღსადგენად. მათივე თქმით, ისინი აპირებენ მომდევნო წელს საქართველოში რეგულარულად ჩამოვიდნენ.

ვარსკვლავები

13 დეკემბერი 2019, 22:35

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ეგზოტიკური ფორმის ვარსკვლავები აღმოაჩინეს

ესპანელმა და პორტუგალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორიული მეთოდი და ბოზონის ვარსკვლავების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ვარსკვლავები შედგება ბოზონის ფერმიონებისგან. ასეთ ვარსკვლავებს აქვთ ბაგელის ფორმა და სწრაფად იფანტებან.

მასიმო ფერერო

13 დეკემბერი 2019, 22:14

სპორტი

„სამპდორიას“ პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა

იტალიის სერია A-ს კლუბ „სამპდორიას“ პრეზიდენტ მასიმო ფერეროს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა. ფერეროსთან ერთად საფეხბურთო საქმიანობა მის მეუღლე ვანესასაც აუკრძალეს, რომელიც კლუბის თანამფლობელია და ყველაფერი მასზეა გაფორმებული.

13 დეკემბერი 2019, 21:57

ეკონომიკა

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონისთვის ემზადებიან

როგორ ხვდება მთის კურორტები ზამთრის სეზონს? მოსამზადებელ სამუშაოს ბაკურიანში დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. კურორტზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბაკურიანში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს.

იოგა

13 დეკემბერი 2019, 21:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ მოქმედებს იოგა ტვინზე

ათწლეულის განმავლობაში მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ აერობიკული ვარჯიშები აძლიერებს ტვინსა და ხელს უწყობს ახალი ნეირონების ზრდას. ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იოგით დაკავებასაც ანალოგიური ეფექტი აქვს. სპეციალისტების მტკიცებით, იოგა ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას.

ნათია თურნავა

13 დეკემბერი 2019, 21:30

ეკონომიკა

თურნავა: პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 41 მილიონ ლარზე მეტი მოვიზიდეთ

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.

თევზები

13 დეკემბერი 2019, 21:15

ტექნოლოგიები

კალიფორნიის სანაპიროზე უცნაური ფორმის თევზები გამოირიყა

აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროზე წყალმა უცნაური ფორმის ათობით ათასი თევზი გამორიყა. BBC-ის ცნობით, „თევზი პენისი“ ჭიაყელების ნაირსახეობაა, რომელიც მიწის ქვეშ ბინადრობს. თუმცა ისინი წყალში რეგიონში შტორმის აქტიურობის შედეგად აღმოჩდნენ.

მაია შარაპოვა

13 დეკემბერი 2019, 21:09

კულტურა

შარაპოვა სერიალ „დილის შოუში“ გადაიღეს

სპორტსმენმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის სერიალის მსახიობებთან ჯენიფერ ენისტონთან და რიზ უიზერსპუნთან ერთად არის გადაღებული. „ეს გადაღების ნამდვილად დიდი გამოცდილებაა ყველაზე კეთილ ქალებთან ერთად, ვისთანაც კი მიმუშავია"- წერს შარაპოვა.

კატა

13 დეკემბერი 2019, 20:32

ტაბლოიდი

კატის გაქცევის გამო ბეირუთი-მილანის მიმართულებაზე ფრენა შეფერხდა

ბეირუთი-მილანის ავიამიმართულებაზე ფრენა 50 წუთით შეფერხდა. ამის მიზეზი კატის გაქცევა გახდა, რომელიც პატრონს თვითმფრინავში გადასასვლელ ხიდის უჯრედში დაიმალა. თითქმის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ „ძებნილი“ კატა პატრონს აეროპორტების თანამშრომლებმა დაუბრუნეს.

13 დეკემბერი 2019, 20:26

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ექიმის მეუღლის თქმით, ამ კომისიაში უნდა შევიდეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან ექიმის ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტი

13 დეკემბერი 2019, 20:21

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. პარლამენტში 12 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოსკოვი პოლიცია

13 დეკემბერი 2019, 20:05

მსოფლიო

მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რუსეთის 2 და ცენტრალური აზიის ქვეყნების 3 მოქალაქეა.პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ ინსტრუქციები აღმოუჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.