საქართველოს 20 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ცნობილია
ფოტო: shutterstock.com
საქართველოს სტატისტიკს სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცენებით, აზერბაიჯანმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა, რაც პირველ რიგში მაგისტრალური მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულებას უკავშირდება.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს თურქეთი იკავებს. ამ ქვეყნიდან 2019 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში $158.6 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა
წლიურ ჭრილში თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების ზრდა 194%-ია. მეორე ადგილზე $132 მილიონი დოლარით უმსხვილეს ინვესტორთა შორის ირლანდიაა, რაც პირველ რიგში ირლანდიური კომპანია Flutter-ის მიერ 2019 წლის დასაწყისში აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის "აჭარაბეთის" შეძენას უკავშირდება.
მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს, საიდანაც $122 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველი ოცეული (2019 წლის 9 თვე):
1. თურქეთი - $ 158,548,423 ;
2. ირლანდია - $ 132,415,731;
3. გაერთიანებული სამეფო - $ 122,444,173;
4. აშშ - $ 75,782,966;
5. პანამა - $ 74,951,543;
6. იაპონია - $ 46,255,543;
7. აზერბაიჯანი - $ 41,790,565;
8. ჩინეთი - $ 35,546,790;
9.ნიდერლანდი - $ 32,566,279;
10. დანია - $ 29,598,313;
11. რუსეთი - $ 27,501,211;
12. ლუქსემბურგი - $ 19,207,625;
13. გერმანია - $ 18,839,084;
14. არაბეთის გაერთიანებული ემირატები - $ 17,575,497;
15. კორეა - $ 17,283,868;
16. ჩეხეთი - $ 16,321,632;
17. შვეიცარია - $ 13,109,405;
18. სომხეთი - $ 12,642,958;
19. დანარჩენი ქვეყნები - $ 11,425,207;
20. ესტონეთი - $ 10,210,284;
ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $ 96.0 მლნ. შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.0 პროცენტია.
ინვესტიციების რეიტინგი 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით ცალკეული სექტორების მიხედვით:
1.საფინანსო სექტორი - $ 96.00 მლნ;
2. დამამუშავებელი მრეწველობა - $ 49.30 მლნ;.
3. სასტუმროები და რესტორნები - $ 45.70 მლნ;
4 მშენებლობა - $ 43.40 მლნ;
5. ენერგეტიკა - $ 39.70 მლნ;
6 უძრავი ქონება - $ 30.10 მლნ;
7. სამთომოპოვებითი მრეწველობა - $ 17.50 მლნ;
8 ტრანსპორტი - $ 11.20 მლნ;
9. ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება - $ 11.20 მლნ;
10. კავშირგაბმულობა - $ 8.10 მლნ;
11. სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $ 5.40 მლნ;
12. დანარჩენი სექტორები - $ 59.80 მლნ;
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 17:21
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა პროექტში, გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.
12 მარტი 2026, 17:07
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე მისი მოადგილე მინდია გრძელიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჰუგო დებრუა.
12 მარტი 2026, 17:07
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა.
12 მარტი 2026, 17:03
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს რედზიკოვოს ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, აშშ-ს პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე რედზიკოვოს სამხედრო ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია.
12 მარტი 2026, 17:01
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
12 მარტი 2026, 16:42
მსოფლიო
Euronews: რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის, 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
12 მარტი 2026, 16:39
კულტურა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 16:39
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
12 მარტი 2026, 16:34
პოლიტიკა
მთავრობამ სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის გარკვეული პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო
დადგენილება პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
12 მარტი 2026, 16:31
პოლიტიკა
ფაშინიანის განცხადებით, როდესაც მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა, მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მას ამისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია.
12 მარტი 2026, 16:12
მსოფლიო
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია
ევროპარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
12 მარტი 2026, 16:09
კულტურა
ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება
The Pussycat Dolls-ის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Buttons, Don't Cha და I Don't Need A Man, პოპულარობა მათ 2005 წელს გამოსული ალბომით PCD მოიპოვეს. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში 6 წევრი იყო, თუმცა ჯესიკა სუტი, კარმიტ ბაჩარი და მელოდი თორნტონი ამ ტურნეში მონაწილეობას არ იღებენ.
12 მარტი 2026, 16:02
ეკონომიკა
Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, - განაცხადა Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჟოუმ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.
12 მარტი 2026, 16:01
მსოფლიო
Euronews: BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა
BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.
12 მარტი 2026, 15:50
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება და სანაცვლოდ, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.
12 მარტი 2026, 15:49
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მაჟორიტარები, ასევე კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.
12 მარტი 2026, 15:49
მსოფლიო
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღდეგება
ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო, თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა.
12 მარტი 2026, 15:45
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები, ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტს შეაფერხებს
მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, განბაჟების ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობის ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.
12 მარტი 2026, 15:42
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვის ნაცვლად, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
12 მარტი 2026, 15:38
პოლიტიკა
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა.


