imedi /  12 დეკემბერი 2019, 17:32 / სანდო წყარო

„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეთ

კავკასუს ონლაინი

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიამ კომპანიები 17 ოქტომბერს გააფრთხილა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. 

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ.

შესაბამისად, კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე, კომპანიები 30-30 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ასევე, კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კვლავ დაავალდებულა და ვადად 17 იანვარი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა, კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს. 

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:43

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: რეფორმების გაგრძელება არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე

საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადა.

22 იანვარი 2021, 16:41

საზოგადოება

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას განაგრძობს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას განაგრძობს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. ამჯერად, წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ 500 ოჯახს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებისთვის ნობათის შეძენა თბილისის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 200 ათასი ლარით შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:38

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის

„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

22 იანვარი 2021, 16:35

რეგიონი

25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:35

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო კვირაში დიპლომატებთან შეხვედრა შედგეს

„დიპლომატებთან კომუნიკაცია გვაქვს, იმ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა როგორც ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია, ასევე შეერთებული შტატების საელჩოსთან. ახლა ვართ ამ რეჟიმში, იქიდან რა ინფორმაციაც წამოვიღეთ, იმის გაანალიზების ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იქითა კვირას იყოს კიდევ ერთი შეხვედრა,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

22 იანვარი 2021, 16:31

პოლიტიკა

EBRD-ის რეგიონული დირექტორი გიორგი გახარიას: გასული წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით ერთად, ვიდრე რომელიმე წინა წელს გაგვიკეთებია, ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.

22 იანვარი 2021, 16:27

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:27

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დეპუტატის მანდატი პრივილეგიებისთვის არ მჭირდება

„ყველა დაინახავს, მე და ლევან იოსელიანი ორი დეპუტატის გასაკეთებელზე გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე კი არ ვიზრუნებთ, მანქანებსა და ჯიპებს კი არ მოვიმსახურებთ, როგორც დავდიოდით ფეხით, ისე ვივლით, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 16:26

ეკონომიკა

სავაჭრო ობიექტებზე სავალდებულო ტესტირების მიზნით, რეგისტრაციის პორტალი შეიქმნა

პირველი თებერვლიდან, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით, ელექტრონული სისტემა შეიქმნა. სავაჭრო ცენტრების ბაზრების, ბაზრობების, გარდა აგრარული ბაზრისა, მათში განთავსებული ნებადართული ობიექტების ფუნქციონირების განახლების მიზნით სავალდებულოა ორგანიზაციამ უზრუნველყოს მასში მომუშავე პირების სავალდებულო ტესტირება.

22 იანვარი 2021, 16:19

რეგიონი

28 თებერვლის ჩათვლით მდინარე ქსნისა და ლეხურას ხიდებზე, ასევე იგოეთის გზაგამტარზე მიმდინარე სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 41-ე კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, 56-ე კმ-ზე არსებულ იგოეთის გზაგამტარზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და 57-ე კმ-ზე მდინარე ლეხურაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ხორციელდება სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:17

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ჩვენ პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ

„გვაინტერესებდა სერიოზული მზაობა აქვს თუ არა ისევ „ქართულ ოცნებას“ და კომპრომისებისთვის არის თუ არა მზად. ვიცით რომ მეოთხე რაუნდის შემდეგ მითიური მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა, ეს პროცესი გაიწელა, გაიწელა პოლიტიკური კრიზისი, გაიჭედა ეს ქვეყანა და მართლა, ხალხის არის მიტოვებული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 16:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა პარტიასთან იყო

„მე არ გამოვყოფ, არიან იქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებთანაც, პირდაპირ რომ გითხრათ, დიდი სურვილიც არ არსებობს კომუნიკაციის და შეიძლება შეგნებულადაც არ იყო ეს კომუნიკაცია, მაგრამ თითქმის ყველასთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია იყო და რაღაც ტიპის საუბრები არსებობს, მათ შორის შეთანხმების დეტალებზე“.

ჯო ბაიდენი

22 იანვარი 2021, 16:04

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს ნავალნის მოწამვლისა და ფედერალურ უწყებებზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის სრული შეფასება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და აშშ-ის ფედერალურ უწყებებზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის სრული შეფასება დაავალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ხათუნა ბურკაძე

22 იანვარი 2021, 15:56

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს კვლავ აჩვენა, რომ შესაძლებლობების ქვეყანაა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს კვლავ აჩვენა, რომ შესაძლებლობების ქვეყანაა. ამერიკის პოლიტიკური სისტემისათვის კრიზისი ერთგვარი საშუალებაცაა იმისათვის, რომ ვითარების სწორი შეფასების საფუძველზე ცვლილებები განახორციელოს და სისტემა გააუმჯობესოს, უფრო მედეგი გახადოს. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებებზე მიანიშნებს ის, რომ პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ქალი პოლიტიკოსი, კამალა ჰარისი იკავებს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რაც ისტორიას ცვლის.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 15:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები, ნაცები და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას

„თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნინო ლომჯარია

22 იანვარი 2021, 15:48

საზოგადოება

ომბუდსმენი მიესალმება სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას, რომ რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დასაქმდნენ

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას - შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 15:44

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველომ გაიმარჯვა

„მოდით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, სიყვარული და სიძულვილი გვერდზე გადავდოთ. ვინც ამ სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში სარჩელის დაცვაში იყო ჩართული, ყველას, მე როგორც ერთი მოქალაქე მადლობას ვეუბნები. არ ვიცი, სააკაშვილი რა დოზით იყო ჩართული. თუ იყო ჩართული, მაშინ მასაც მადლობა და ნებისმიერს. აქ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. აქ გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან. ეს შესაბამისად ყველას, თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

22 იანვარი 2021, 15:40

ეკონომიკა

GITA-სა და 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ კომპანიას შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

კომპანიის მიზანია უნარჩენო წარმოებაში ინოვაციის შეტანის გზით საზოგადოებას შესთავაზოს არაგენმოდიფიცირებული, ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში.

შარლ მიშელი

22 იანვარი 2021, 15:28

მსოფლიო

შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ნავალნის საქმეზე ტელეფონით ესაუბრა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ევროკავშირის პრესსამსახურის ინფორმაციით, შარლ მიშელმა პუტინს ინფორმაცია მიაწოდა, რომ არსებობს შეშფოთება ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მას ალექსეი ნავალნის უფლებები სრულად და უპირობოდ დაცვისკე მოუწოდა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 15:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მგონია ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს - ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით, გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“-ს ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.