imedi /  23 დეკემბერი 2019, 16:20 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს დავალიანების დასაფარად ერთ დღეს აძლევს

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.

ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი. რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა ის არ დაფარეს, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები.

ფინანსთა სამინისტრო აცნობიერებს, რომ მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ სახელმწიფო მაქსიმალურად ითვალისწინებდა მათ ინტერესებს, რისი დასტურიც არის წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და მათი გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები. ამასთან ერთად, საგადასახადო ორგანო არაა ვალდებული, საჯარო გაფრთხილება მისცეს გადამხდელს საგადასახადო კოდექსით არსებული ღონისძიებების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადებაც სწორედ ტელემაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება.

ამავე დროს, მედიასაშუალებების მიმართ გაწეული ამგვარი შეღავათი ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან, როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა გადამხდელის ინტერესები და ეფექტურად მართოს საჯარო ფინანსები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები უნდა მოხმარდეს თითოეულ მოქალაქეს, სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით 14 აგვისტოს მიმართა. „რუსთავი 2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მაშინ 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „იმედის“ - 19 მილიონი ლარი, „მაესტროსი“ კი 8 მილიონი ლარი იყო.

ყველა სიახლე

16 მაისი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ჩიკაგოში კატა ცეცხლმოკიდებული შენობის მეხუთე სართულიდან გადახტა. ვიდეო 🐈

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში კატა ცეცხლმოკიდებული შენობის მეხუთე სართულიდან გადახტა.

16 მაისი 2021, 00:29

ტაბლოიდი

ჩინეთში ლეგენდარული „ტიტანიკის“ ასლი შექმნეს

ჩინეთში, ბრიტანული ლანერის „ტიტანიკის“ ასლი შექმნეს, ამის შესახებ France24 წერს. გამოცემის ცნობით, პროექტის მთავარი სპონსორი ინვესტორი სუ შაოცზიუანია, რომელსაც ლეგენდარული საკრუიზო ლაინერის აგების სურვილი 1997 წელს ფილმ „ტიტანიკის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდა.

16 მაისი 2021, 00:05

სპორტი

56 წლის მყვინთავმა სუნთქვა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შეიკავა და ახალი რეკორდი დაამყარა. ვიდეო

56 წლის მყვინთავმა სუნთქვა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შეიკავა და ახალი რეკორდი დაამყარა. როგორც „გინესის მსოფლიო რეკორდები“ იუწყება, ხორვატიელმა მყვინთავმა წყლის ქვეშ 24 წუთისა და 37 წამის განმავლობაში შეძლო სუნთქვის შეკავება. მათივე ცნობით, მყვინთავმა წინა რეკორდი 34 წამით გააუმჯობესა

მელინდა გეითსი

15 მაისი 2021, 23:44

ტაბლოიდი

ბილ გეითსის ყოფილმა ცოლმა, განქორწინების შემდეგ $3 მილიარდის აქტივები მიიღო

ამერიკელი მულტიმილიარდერის ბილ გეითსის ყოფილმა ცოლმა - მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ $3 მილიარდის აქტივები მიიღო. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ამირან გამყრელიძე

15 მაისი 2021, 23:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინის კიდევ 100 ათას დოზას უსასყიდლოდ მიიღებს, ხოლო 500 ათას დოზას შეიძენს

საქართველო წითელი ჯვრის მეშვეობით „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს, ხოლო ჩინეთში საელჩოს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, 500 ათას დოზას შეიძენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

15 მაისი 2021, 22:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემი პოზიციაა, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს, ერთი პროფესიული და მეორე პარტიული ნიშნით დანიშნული

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი კვლავ დისკუსიის საგანია, რაზე შეთანხმება კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას მოხდება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

15 მაისი 2021, 22:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე მხარეები სავარაუდოდ, ორშაბათს შეთანხმდებიან

„ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებებისა და შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

15 მაისი 2021, 22:10

მსოფლიო

ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, საიდან იღებს სათავეს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

საიდან იღებს სათავეს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ეს კონფლიქტი 1948 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც სიონიზმის დამფუძნებელი მამების წინაშე დადგა საკითხი, საერთოდ რა არის ებრაული სახელმწიფოს არსი, რამდენად უნდა იყოს ეს სახელმწიფო ებრაელთათვის, თუ უნდა იყოს სხვა ერებისთვისაც. ან კონფლიქტის გამწვავების უშუალო მიზეზი იყო აღმოსავლეთ იერუსალიმში აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლების მცდელობა,

ვიქტორ ყიფიანი

15 მაისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ღაზას სექტორი ირანის თაღის გავლენის არეალშია და შესაბამისად „ჰამასი“ ამ ტერიტორიიდან მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ

ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე ილაპარაკა და ისრაელსა და პალესტინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 21:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ სურნელება ტრიალებს ყველა პარტიის ოფისში, ვერ გამოეწიწკნენ გავლენას და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას

„ნაციონალური მოძრაობის“ სურნელება ტრიალებს ყველა პარტიის ოფისში, ვერ გამოეწიწკნენ გავლენას და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2021, 21:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე დადებითი იქნება

გვსურს, რომ პროექტში, რომელსაც ვენეციის კომისიას გავუგზავნით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, ერთიანი პოზიცია გვქონდეს და ვფიქრობ რომ კომისიის დასკვნა დადებითი იქნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 21:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიორგი გახარია გადადგა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა მდგარიყო და მადლობა ღმერთს ეს თავად გააკეთა

გახარიას წასვლაზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გაუგონარი მოხდა. მე უფრო მეტად დამაფიქრა იმან, რომ კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარებდა „ნაციონალური მოძრაობა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს დაა დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა და მადლობა ღმერთს რომ გადადგა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2021, 21:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსზე: ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ

ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ, - ამის შესახებ „ქრონიკას“საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 20:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ეჭვი მაქვს. რომ „ნაცმოძრაობის“ მიზანია პოლიტიკური ცხოვრება, პარლამენტი, აუტანელი გახდეს და საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი

„ნაცმოძრაობა“, ზალიკო უდუმაშვილის პირით აცხადებს, რომ პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში ტრიბუნას გამოიყენებენ იმისათვის, რათა დესტრუქცია გაგრძელდეს, ეს რეალური სურათია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2021, 20:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსზე: ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან

ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში საარჩევნო კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

15 მაისი 2021, 19:59

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კუდღელაურში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალმა მძიმე დამწვრობა მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კუდღელაურში ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა. დამწვრობა მიიღო 89 წლის ქალმა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს 15 მაისია, მავნებელ-რადიკალების მიზნების ჩაფლავების დღე, აფსუს, რა დრო იყო კლიმატურ პირობებს, რომ აბრალებდით ხალხის ვერ შეკრებას

დღეს 15 მაისია, მავნებელ-რადიკალების მიზნების ჩაფლავების დღე, აფსუს, რა დრო იყო კლიმატურ პირობებს, რომ აბრალებდით ხალხის ვერ შეკრებას, - ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გურამ ფალავანდიშვილი

15 მაისი 2021, 19:41

სამართალი

გურამ ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხეს

გურამ ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის მან პოლიციის შენობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ნათია თურნავა

15 მაისი 2021, 19:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რეგულარულ რეისებს განაახლებს. 17 მაისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შესრულდება. ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

შსს

15 მაისი 2021, 18:46

სამართალი

შსს-მ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების ინსტალაციის დარბევაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.