imedi /  03 იანვარი 2020, 16:00 / სანდო წყარო

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

ინფრასტრუქტურა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 113,6 მილიონი ლარის გადაჭარბებით (106%) შეასრულა.

სამინისტროს 2019 წლის დამტკიცებული გეგმა 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება 2 მილიარდ 113,6 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სამინისტროს არსებობის განმავლობაში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 452 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა და მანამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 27%-ით გააუმჯობესა. ბიუჯეტის ათვისება გადაჭარბებით მიმდინარეობდა მთელი წლის განმავლობაში. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მაღალბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს 1 მილიარდ 390 მილიონი ლარის პროექტები დააფინანსა და წლიურ დამტკიცებულ გეგმას 7%-ით გადააჭარბა. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ დაგეგმილზე 10%-ით მეტი - 276.3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა.  სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ პროექტები 364 მილიონი ლარით დაფინანსდა, რამაც დაზუსტებული გეგმის 103%-ს შეადგინა. 14%-ით მეტი სამუშაოები დააფინანსა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამაც“.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2023, 16:18

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 58 996 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1,5 კილო თამბაქო აღმოაჩინეს.

08 დეკემბერი 2023, 16:06

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

08 დეკემბერი 2023, 16:05

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება

„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

08 დეკემბერი 2023, 16:01

საზოგადოება

კატასტროფების რისკის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

08 დეკემბერი 2023, 15:57

რეგიონი

გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება

ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა. ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.

დიმიტრი ხუნდაძე

08 დეკემბერი 2023, 15:51

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პარტიის არაფორმალური მმართველები ვინ არიან; ერთი ქართული ჯარის გამფცქვნელია და მეორე - ორი გვამის მომთხოვნი

„ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი მძიმე წარსულით, პრაქტიკულად ის არის ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის წინსვლისათვის, როგორც ველოსიპედში ჯოხი, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

08 დეკემბერი 2023, 15:34

მსოფლიო

რუსული მედია: ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის თანხმობა გასცა. როგორც Tass-ი წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლში გამართული ცერემონიის მონაწილეებმა განუცხადეს.

08 დეკემბერი 2023, 15:12

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას სინძიანში ჩანძის პრეფექტურის ვიცეთავმჯდომარე, ლი ვუ ხელმძღვანელობდა.

08 დეკემბერი 2023, 15:01

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გრიგოლ ლილუაშვილმა და მარკ კლეიტონმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

08 დეკემბერი 2023, 15:00

მსოფლიო

CNN: რადგანაც უკრაინის შესახებ დასავლური ერთიანობა სუსტდება, პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები კიევშიც, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, კვლავ განხეთქილებაა.

08 დეკემბერი 2023, 14:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯუდიტ ვარგას შეხვდა

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნგრეთის ოფიციალური პირები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

08 დეკემბერი 2023, 14:47

ეკონომიკა

„ლიბერთის“ Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდი“-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!

9 დეკემბერს ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებს ახალ აქციას სთავაზობს: მათ, ვინც CashBack - ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში შესაბამის შეთავაზებას გაიაქტიურებს, „ზოდის“ ფილიალებში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, გადახდილი თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება!

08 დეკემბერი 2023, 14:44

რეგიონი

ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 8 მინი მოედანი სრულად განახლდა

ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

08 დეკემბერი 2023, 14:42

საზოგადოება

მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თეონა აქუბარდია

08 დეკემბერი 2023, 14:40

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: თუ 15 დეკემბრამდე ორბანის ვაჭრობა ევროკავშირთან არ დასრულდება იმ ფულზე, რაც მან დემოკრატიის უკუსვლიდან გამომდინარე ვერ მიიღო, კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვადები ყველა ქვეყნისთვის გართულდება

თუ 15 დეკემბრამდე ორბანის ვაჭრობა ევროკავშირთან არ დასრულდება იმ ფულზე, რაც მან დემოკრატიის უკუსვლიდან გამომდინარე ვერ მიიღო, გართულდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვადები ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის ელოდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხდა.

08 დეკემბერი 2023, 14:36

LIVE ისრაელი

ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე რჩებიან მძევლები.

ენტონი ბლინკენი

08 დეკემბერი 2023, 14:34

მსოფლიო

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ისრაელის ძალისხმევასა და რეალურ შედეგებს შორის ნაპრალია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონს ისრაელთან აქტიური მოლაპარაკებები აქვს, რომ მაქსიმალურად აირიდონ თავიდან მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და გაზარდონ პალესტინელთა ჰუმანიტარული დახმარება.

დიმიტრი ხუნდაძე

08 დეკემბერი 2023, 14:31

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ მოვახერხეთ, რომ ომის გარეშე, საკუთარი ღირსების დაცვით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ კანდიდატის სტატუსს

მისი თქმით, ოპოზიციას სურს, ყველა პოზიტივი ნეგატიურად წარმოაჩინოს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ „ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ღირსების დაცვით და არა ცალ ფეხზე დგომით შეძლო ის, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

08 დეკემბერი 2023, 14:25

რეგიონი

ხარაგაულის საკრებულოში ხმაური იყო

საკრებულოს სხდომაზე დღეს ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ. საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, საკრებულოს მერის მოადგილემ წარადგინა.

ალუდა ღუდუშაური

08 დეკემბერი 2023, 14:25

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ქვეყანა ასოცირებული ტრიოდან სრულიად უსამართლოდ იყო გამოყოფილი, დაჩაგრული, ახლა ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არსებობს - საქართველო მიიღებს სტატუსს

როდესაც ასოცირების ტრიო - ჩვენი ქვეყანა, მოლდოვა და უკრაინა იყო, რატომღაც საქართველო, სრულიად უსამართლოდ იყო გამოყოფილი, დაჩაგრული. თუ ეს ერთი პაკეტი იყო, რატომ არ იყო მაშინ საქართველოსთან მიმართებით იგივე პოზიცია?, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.