imedi /  10 იანვარი 2020, 16:58 / სანდო წყარო

2019 წელს საქართველოს რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმი

2019 წელს საქართველოს 9,357,964 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.

„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევიან ის ქვეყნები სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია გამართა, შედეგად  დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა. 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვა.

2019 წლის დეკემბერში საქართველოში 667,612 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ  534,732 შეადგინა, ზრდა +16.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  312,046 შეადგინა, რაც 41,821-ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.5%)"- აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

2019 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი სომხეთიდან (+25.8%), აზერბაიჯანიდან (+8.8%), თურქეთიდან (+19.7%) და რუსეთიდან (2.6%) განხორციელდა.

ყველა სიახლე

პიოტრ ტოლსტოი

28 იანვარი 2020, 22:16

მსოფლიო

რუსი დეპუტატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ტოლსტოის კანდიდატურის განხილვა ორ ტურად გაიმართა, ვინაიდან პირველ ტურში მის დანიშნვას 101 მომხრე და 71 წინააღმდეგი ჰყავდა, რაც ვიცეპრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი არაა.

ავტოსაგზაო შემთხვევა

28 იანვარი 2020, 22:00

ძალოვნები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას ერთი ახალგაზრდა დაშავდა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დონალდ ტრამპი

28 იანვარი 2020, 21:39

მსოფლიო

ტრამპის იდეაა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმედღიანი ანონსის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების გეგმა წარადგინა. ტრამპის ინიციატივაა, რომ შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.

ნიკოლას პარსონსი

28 იანვარი 2020, 21:30

კულტურა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარსონსის აგენტის ჟან დაიმონდის განცხადებით, რადიოწამყვანის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა. 1967 წლიდან პარსონსს BBC Radio 4-ზე გადაცემა Just A Minute მიჰყავდა.

28 იანვარი 2020, 21:15

თემა

ახალი კორონავირუსისგან სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. პანიკის დროა?

2019 წლის დეკემბრიდან ჩინეთის ქალაქი უხანი ახალი ვირუსის კერად იქცა. მას შემდეგ დაახლოებით 2800 ადამიანიდაავადდა. 27 იანვრის მონაცემებით კი, 81 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ექიმია.ეპიდემიის მიზეზი გახდა ერთ-ერთი კორონავირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ დაფიქსირებულა. ის თავიდან ჩინეთში აღმოაჩინეს, შემდეგ ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც.

ტოკოშორიუ

28 იანვარი 2020, 21:12

სპორტი

ჰაცუ ბაშოს მოულოდნელმა გამარჯვებულმა ემოციები ვერ დამალა და ატირდა

ტოკოშორიუ ჰაცუ ბაშოზე ყველაზე დაბალი რანგით, მე-17 მაეგაშირას წოდებით გამოდიოდა და ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა. შედეგად, 14:1 ბალანსით ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული გახდა. მისი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ტოკოშორიუ პირველი დაბალი წოდების სუმოისტია, რომელსაც 2000 წლის შემდეგ სუპერდივიზიონში გაუმარჯვია.

პროკურორი

28 იანვარი 2020, 20:45

საქართველო

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის 2 კანდიდატს მოუსმინეს

საპროკურორო საბჭომ დღეს გენერალური პროკურორობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმინა. რაულ გამისონიამ და მერაბ გამყრელიძემ სამუშაო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ორივე კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელმაც, მათივე თქმით, პროკურატურის სანდოობა უნდა გაზარდოს.

კერი ლამი კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჰონგ-კონგი ჩინეთთან ვირუსის გამო სახმელეთო მიმოსვლას ზღუდავს, საჰაეროს კი ამცირებს

ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო მიმოსვლა შეიზღუდება. კერი ლამმა დღეს ასევე განაცხადა, რომ სახმელეთო მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, ორჯერ შემცირდება საჰაერო ფრენები ჩინეთის მიმართულებით. კერი ლამს მედიასთან სიტყვით გამოსვლის დროს პირბადე ეკეთა.

ევროვიზია

28 იანვარი 2020, 20:12

კულტურა

ევროვიზიაზე საქართველო მეორე ნახევარფინალში გამოვა

კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას კონკრუსის წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა [ნიდერლანდები], ასევე გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია. ნახევარფინალები 12 და 14 მაისს გაიმართება, ფინალი კი 16 მაისს.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 19:51

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: არავის ვპატიჟებ, რუსეთის წარმომადგენელს ვუპასუხე

სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლისთვის გაცემული პასუხი განმარტა. ზურაბიშვილის თქმით, მას საქართველოში არ მოუპატიჟებია რუსეთის წარმომადგენლები, არამედ მხოლოდ რუსი პოლიტიკოსის კითხვას უპასუხა.

ბელარუსი მილიცია

28 იანვარი 2020, 19:49

მსოფლიო

მედია: ბელარუსში შაქრის ქარხნების დირექტორები გაუჩინარდნენ

მედიის ცნობით, გოროდეის კომბინატის დირექტორი 24 იანვარს თვითმფრინავიდან, მიუნხენის რეისიდან ჩამოსვეს. 27 იანვარს „სლუცკის შაქრისა და რაფინადის ქარხნის“ დირექტორი „შვებულებაში გავიდა“, „სკიდელის შაქრის კომბინატის“ ხელმძღვანელი „მინსკში, შვებულებაში იმყოფება“, „ჟაბინკის შაქრის ქარხნის“ დირექტორი კი უბრალოდ სამსახურში აღარ გამოჩენილა.

ირინა შეიკი

28 იანვარი 2020, 19:45

ტაბლოიდი

ირინა შეიკმა მედიასთან ბრედლი კუპერთან დაშორებაზე ილაპარაკა

რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა მედიასთან ამერიკელ მსახიობ ბრედლი კუპერთან დაშორების მიზეზებზე ილაპარაკა. რუსული მედიის ცნობით, შეიკმა განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი ორმა მშვენიერმა ადამიანმა კარგი წყვილი შექმნას. „ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რადგან გადავიტანეთ ის, რაც იყო ჩვენს შორის,“ - განაცხადა შეიკმა.

Huawei 5G

28 იანვარი 2020, 19:22

ტექნოლოგიები

Huawei დიდ ბრიტანეთში 5G-ის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას

BBC-ის ცნობით, მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს ლორდთა პალატა გაეცნო. მთავრობამ Huawei-ს უწოდა „მაღალი რისკის შემცველი პარტნიორი“, რომელსაც გარკვეული შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა შეუძლია.

ბარბი

28 იანვარი 2020, 19:17

ტაბლოიდი

„ბარბის“ თოჯინების ახალი ხაზი შეიქმნა რომელთაც სხვადასხვა დაავადება აქვთ

კომპანიამ პოპულარული სათამაშოს ახალი ვერსიები შექმნა, რომლის მიზანიც ადამიანის მრავალფეროვანი გარეგნული მხარის წარმოჩენაა. გაყიდვაში გავიდა მაგალითად თოჯინა, რომელსაც თმა არ აქვს. კოლექციაში ასევე გამოჩნდა თოჯინა, რომელსაც კანის ლაქები აქვთ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც ვიტილიგოს დაავადება აქვთ.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 19:02

საქართველო

პრეზიდენტის თქმით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო რუსეთის დელეგაციას მიიღებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.ამასთან დაკავშირებით შეკითხვა რუსეთის წარმომადგენელმა დაუსვა.

28 იანვარი 2020, 18:55

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ვცდილობთ მუნიციპალურ პროექტებში მეტი ქართული კომპანია დავასაქმოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2020 წელსაც მუნიციპალური ფონდის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა იქნება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დღეს 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

გაუპატიურება

28 იანვარი 2020, 18:48

ძალოვნები

ზუგდიდში შშმ გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ თამთა გახარიას შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა.

კახა კუკავა

28 იანვარი 2020, 18:48

საქართველო

კახა კუკავა: ჩვენი ტაქტიკა „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში ყოფნას არ გულისხმობს

ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა. ჩვენი ტაქტიკა არ გულისხმობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიყოთ კოალიციაში. ეს „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, მათ აირჩიეს კოაბიტაციის გზა, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2020, 18:42

საქართველო

მამუკა მდინარაძე: გვაქვს საერთო მიზანი, რომ არ შეიქმნას კრიზისული სიტუაცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს საერთო მიზანი, არ შეიქმნას კრიზისული სიტუაცია, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ და კომპრომისზე წავიდეს ორივე მხარე, „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვისხდებოდით“.

28 იანვარი 2020, 18:29

ტექნოლოგიები

აშშ-ში ხელოვნური ინტელექტი საჰაერო ბრძოლაში გამოსცადეს. ვიდეო

აშშ-ში პერსპექტიული თავდაცვითი სისტემების სააგენტომ (DARPA) ნეიროქსელის შესაძლებლობები საჰაერო ბრძოლაში პირველად გამოსცადა. ექსპერიმენტის ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა. ნეიროქსელის ალგორითმებმა, რომელიც მოიერიშე F-15C Eagle -ში შეიყვანეს ვირტუალური ინტელექტის RED-ის სისტემაა. ტესტირებამ წარმატებულად ჩაიარა. ექსპერიმენტის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.