imedi /  13 იანვარი 2020, 14:14 / სანდო წყარო

Boeing-ის კრიზისს აშშ-ის ეკონომიკაზე გავლენა ექნება

ამერიკული ავიამწარმოებელი კომპანია Boeing-ის პრობლემები აშშ-ის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს. ინფორმაციას გამოცემა CNBC ავრცელებს. 

ამ პროგნოზს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი აკეთებს. მისი თქმით, ქვეყანა რისკავს, რომ მშპ-ს 0,5% დაკარგოს. 

„კომპანია Boeing-ში შექმნილი ვითარება აშშ-ში მშპ-ს შეამცირებს“, - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი. მანამდე არსებული პროგნოზით აშშ-ის მშპ 2%-3%-ით უნდა გაზრდილიყო. აშშ-ში პროგნოზირებენ, რომ ეკონომიკის ზრდის ძირითადი წყარო ჩინეთთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულება იქნება. გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის პირველ გარიგებას უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი. 

ამერიკული კორპორაცია Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის მალენბურგმა თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა. 

კომპანიის ხელმძღვანელის გათავისუფლებას წინ უძღოდა ორი დიდი ავიაკატასტროფა, რომელიც Boeing 737 MAX-მა 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის მარტში განიცადა. 

2020 წლის 13 იანვრიდან კომპანია Boeing-ს დევიდ ქელჰოუნი უხელმძღვანელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავებს აღარ გამოუშვებს. 

2018 წლის ნოემბერში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის დროს 189 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის მარტში ეთიოპიაში ამავე ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა. 

ამის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ Boeing 737 Max-ით ფრენები შეაჩერა. 

ყველა სიახლე

კრის უიტი

07 მაისი 2021, 01:54

COVID19

ინგლისის მთავარი ექიმი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას

ინგლისის მთავარი ექიმის, კრის უიტის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას.

07 მაისი 2021, 01:17

COVID19

IHME: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება

აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) ანალიზის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება.

07 მაისი 2021, 00:49

საზოგადოება

7 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონს 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

07 მაისი 2021, 00:39

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა.

ენტონი ბლინკენი

07 მაისი 2021, 00:31

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ

რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

06 მაისი 2021, 23:45

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის

მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველი დეპუტატები ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლევან იზორია

06 მაისი 2021, 23:30

პოლიტიკა

ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში

სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი- შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ილია II

06 მაისი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აცხადებს პატრიარქი.

06 მაისი 2021, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 219 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 160 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:26

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

06 მაისი 2021, 22:18

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 304 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

06 მაისი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

მამა გიორგი ჩაჩავა

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

მამა გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანია და ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც განსხვავებული ძალის მქონე დასაყრდენ პოლიტიკურ აქტორს რეგიონში

საქართველო ევროკავშირისთვის და განსაკუთრებით გერმანიისთვის, რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ახალი და განსხვავებული მოთამაშე ხდება. საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალაა დემოკრატიის გაძლიერებისთვის რეგიონში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.