imedi /  28 იანვარი 2020, 18:55 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: ვცდილობთ მუნიციპალურ პროექტებში მეტი ქართული კომპანია დავასაქმოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2020 წელსაც მუნიციპალური ფონდის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა იქნება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დღეს 2019 წლის ანგარიში წარადგინა. 

მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური ფონდის ანგარიში „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი 2018 წლის ბიუჯეტზე 30% მეტი იყო. დაფინანსდა ბევრი პროექტი და მათი ნაწილი 2020 წელს დასრულდება.

„2012 წელთან შედარებით მუნიციპალური ფონდის დაფინანსება არის გაორმაგებული. ორი მნიშვნელოვანი მიმართულება რომელიც 2019 წელს დავიწყეთ,  არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა: სკოლები საბავშვო ბაღები. ეს პროექტები განათლების რეფორმის ნაწილია,“- განაცხადა ცქიტიშვილმა. 

მისი თქმით, ასევე მუნიციპალური ფონდი აქტიურად არის ჩართული დევნილთა სახლების მშენებლობაში. 2020 -21 წლებში კიდევ 2340 ოჯახი მიიღებს ახალ ბინას. 

მინისტრის განცხადებით, ფონდი ცდილობს, რომ მუნიციპალურ პროექტებში მონაწილეობა მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღოს: 

„ვცდილობთ გავზარდოთ პროექტებში ქართული კომპანიების წილი. მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ქართულ და უცხოური კომპანიებსაც. თუმცა ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი. ხარისხი არის მთავარი, რაზეც აქცენტს ვამახვილებთ,“- განაცხადა მინისტრმა. 

2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო 250 პროექტი და 70 დაასრულა. პროექტების საერთო ბიუჯეტმა 366 მილიონი შეადგინა. ფონდმა ქვეყნის მეშვეობით 161 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა დაიწყო. ამ პროექტის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. 

ყველა სიახლე

20 ივნისი 2021, 11:40

რეგიონი

ავსტრიის განვითარების სააგენტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამთო აღჭურვილობას გადასცემს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თემურ მღებრიშვილმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდერ კარნერმა დღეს საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

20 ივნისი 2021, 11:32

სამართალი

რა დაზიანება აღებიშნებოდა ბოლნისში მოკლულ ახალგაზრდას. ექიმის განცხადება

ბოლნისის საავადმყოფოს დირექტორი, გია სანიკიძე, „ქრონიკასთან“ განმარტავს, რა მდგომარეობაში მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ჰქონდა ჭრილობა გულ-მკერდის არეში - უკანა, ზურგის მხრიდან იყო წინ გამომავალი ჭრილობა. სავარაუდოდ - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. სუნთქვა, პულსი და გულისცემა არ იყო, მაგრამ მაინც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები“, - ამბობს გია სანიკიძე.

20 ივნისი 2021, 11:30

პოლიტიკა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია მომავალ კვირას დაიხურება

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. 25 ივნისს დაგეგმილია პლენარული სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს მოუსმენენ.

20 ივნისი 2021, 11:19

COVID19

საქართველოში 668 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 668 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12. 589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში. 5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

20 ივნისი 2021, 11:14

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი მედიასემინარს „მედია და კლიმატის ცვლილება” დაესწრო

სემინარის მონაწილეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმირების პროცესი განიხილეს და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს გაეცნენ.

20 ივნისი 2021, 11:11

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.78%-ია

19 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.78%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2,66%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 11:10

მსოფლიო

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები იმართება

საფრანგეთის 13 რეგიონისა და 96 დეპარტამენტის წარმომადგენელთა ასარჩევად, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, სულ მცირე ერთ რეგიონში მაინც, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ პირველად გაიმარჯვებს, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე დიდი ცვლილება იქნება.

20 ივნისი 2021, 10:59

მსოფლიო

ვარშავაში ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რამდენიმე ელჩი და ასევე ვარშავის მერი, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო მმართველმა პარტიამ უკვე გააკრიტიკა.

20 ივნისი 2021, 10:56

სამართალი

მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებული დედა და მამინაცვალი დანაშაულს არ აღიარებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, მცირეწლოვნის მიმართ წამების საქმეზე, ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს. საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის ჯგუფურად წამების საქმეზე, ბავშვის დედასა და მის მეუღლეს ბრალდება 19 ივნისს წარუდგინა.

20 ივნისი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 521 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 911 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 10:20

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 842 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 16 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 10:19

მსოფლიო

აშშ-ში, საქველმოქმედო მსვლელობისას, ველოსიპედისტებს სატვირთომ გადაუარა

აშშ-ში, არიზონას შტატში, ველოსიპედისტებს, რომლებიც მსვლელობას აწყობდნენ და თანხას აგროვებდნენ, პიკაპის ტიპის სატვირთო ავტომობილი შეეჯახათ და რამდენიმე მათგანს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება და დაკავება შეძლეს. დაკავებისას, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც, კაცი დაიჭრა და მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

20 ივნისი 2021, 10:09

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 1500-ზე ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 58 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1576 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 10:00

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 583-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 233 488 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 09:55

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთში, ფერმერთა ინფორმირების პროცესში სეს-ისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.

20 ივნისი 2021, 09:48

COVID19

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სპორტსმენი იზოლაციაში გადაიყვანეს. „ყველა სპორტსმენი, რომელიც 19 ივნისს ტოკიოს ნარიტას აეროპორტს ეწვია, სრულად იყო ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს.

20 ივნისი 2021, 09:26

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა უკვე 500 000-ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში „მდგომარეობა კრიტიკულია“. ამ დროისთვის, ბრაზილიაში მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი.

20 ივნისი 2021, 08:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 178 127 821 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 857 954 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 08:39

მსოფლიო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში, ამომრჩევლის მისაღებად, საარჩევნო უბნები გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით, 38 საარჩევნო ოლქში, უკვე 2 008 უბანია ღია. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. ხმის მიცემის პროცესს 9 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, წინასწარი შედეგები კი, 21 ივნისს, 8 საათზე გამოცხადდება.